Meds.ge » ჯანმრთელობა, დაავადებები, რჩევები » მუცლის მოშლა

მუცლის მოშლა

603

მუცლის მოშლა არის ორსულობის შეწყვეტა პირველი 23 კვირის განმავლობაში.

მუცლის მოშლის მთავარი ნიშანია ვაგინალური სისხლდენა, რომელსაც შემდგომში შეიძლება მოჰყვეს ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილში.

თუ გაწუხებთ ვაგინალური სისხლდენა, დაუკავშირდით ექიმს. ექიმების უმრავლესობამ შესაძლოა გირჩიოთ ნაადრევი მშობიარობა, თუ ეს აუცილებელი იქნება.

თუმცა, ვაგინალური სისხლდენა ჩვეულებრივი მოვლენაა ორსულობის პირველი 12 კვირის განმავლობაში და ეს არ ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად მოგეშლებათ მუცელი.

წაიკითხეთ მეტი მუცლის მოშლის სიმპტომების შესახებ.

რა იწვევს მუცლის მოშლას?

მუცლის მოშლის გამომწვევი უამრავი მიზეზი არსებობს, თუმცა მათი იდენტიფიცირება რთულია. შემთხვევების უმეტესობა არაა გამოწვეული დედის ქმედებების გამო.

ფიქრობენ, რომ მუცლის მოშლას იწვევს პათოლოგიური ქრომოსომების არსებობა ბავშვში. ქრომოსომა არის გენეტიკური "საშენი მასალა", რომელიც აკონტროლებს ბავშვის განვითარებას. თუ ბავშვს აქვს ზედმეტი, ან არასაკმარისი ქრომოსომა, არასწორად განვითარდება.

თუ მუცლის მოშლა ხდება ორსულობის მეორე ტრიმესტრში (14-დან 26 კვირამდე), ეს ზოგჯერ გამოწვეულია დაავადებით, რომელიც აწუხებს დედას.

ქალების უმეტესობისთვის, მუცლის მოშლა ერთჯერადი მოვლენაა და მათი უმეტესობა წარმატებით ორსულდება მომავალში.

წაიკითხეთ მეტი მისი გამომწვევი მიზეზების შესახებ.

როგორ ავირიდოთ თავიდან მუცლის მოწყვეტა?

უმეტეს შემთხვევაში, მუცლის მოწყვეტის თავიდან არიდება შეუძლებელია. თუ ქალს 3-ზე მეტჯერ მოეშალა მუცელი, საჭიროა ორსულობის შესანარჩუნებლად წამლების მიღება და სპეციალისტის მეთვალყურეობა.

თუმცა, არსებობს გარკვეული მეთოდები, რითიც შეგიძლიათ გარკვეულწილად შეამციროთ მუცლის მოშლის რისკები. მაგალითად თავი აარიდეთ სიგარეტის მოწევას, დალევას და ნარკოტიკების მიღებას ორსულობის დროს. დაორსულებამდე, ჯანმრთელი წონის ქონა, ჯანსაღი კვება და ინფექციების განვითარების რისკების შემცირება ასევე დაგეხმარებათ.

წაიკითხეთ მეტი  თუ როგორ შეიძლება მუცლის მოშლის პრევენცია.

რა ხდება როდესაც ფიქრობთ, რომ მუცელი მოგეშალათ

თუ გაქვთ მუცლის მოშლის სიმპტომები, თქვენ გადაგიყვანენ საავადმყოფოში გამოკვლევების გასაკეთებლად. ძირითადად, ტარდება ულტრაბგერითი სკანირება იმის გასარკვევად, მუცელი მოგეშალათ თუ არა.

როდესაც დასტურდება მუცლის მოშლა, დაგჭირდებათ ექიმთან ან ექთანთან საუბარი, ორსულობის დასრლებასთან დაკავშირებით. უმეტეს შემთხვევაში, ორსულობის ქსოვილი თავისით გაქრება ერთ ან ორ კვირაში. ზოგიერთ შემთხვევაში, რეკომენდირებულია მედიკამენტების მიღება, ან თუ დაცდა არ გინდათ, შესაძლოა ქირურგიული ჩარევაც  ქსოვილის მოსაშორებლად.

წაიკითხეთ მეტი დიაგნოზირების შესახებ და თუ რა ხდება მუცლის მოშლის შემდეგ.

მუცლის მოშლის შემდეგ

მუცლის მოშლა შესაძლოა იყოს ემოციურად და ფიზიკურად მძიმე გადასატანი. შესაძლოა გაგიჩნდეთ დანაშაულის შეგრძნება, სიბრაზე ან შოკი.

სიმპტომების გაქრობისთანავე, შეგიძლიათ სცადოთ თავიდან დაორსულება, თუმცა უნდა დარწმუნდეთ, რომ ემოციურად და ფიზიკურად მზად ხართ ამისთვის.

მუცლის მოშლა არ ნიშნავს იმას, რომ ის განმეორდება სხვა ორსულობის დროსაც. ადამიანების უმეტესობას აქვს ჯანმრთელი ორსულობა მუცლის მოშლის შემდეგ, იმ შემთხვევებშიც კი თუ ეს რამდენიმეჯერ მოხდა.

რამდენად ხშირია მუცლის მოშლა?

მუცლის მოშლა ბევრად უფრო ხშირია, ვიდრე ეს ადამიანებს ჰგონიათ. დაახლოებით ყოველი ექვსი ქალიდან, რომელმაც იცის რომ არის ორსულად, ერთს ეშლება მუცელი. უფრო მეტი შემთხვევა ხდება მათში ვისაც ჯერ არც აქვს გაცნობიერებული ორსულობის შესახებ.

ზედიზედ სამჯერ ან უფრო მეტჯერ მუცლის მოშლა იშვიათია და ემართება 100-დან ერთ ქალს.

კომენტარის დამატება