Meds.ge » ჯანმრთელობა, დაავადებები, რჩევები » მკვდრადშობადობა

მკვდრადშობადობა

117

მკვდრადშობადობა არის მდგომარეობა, როდესაც ბავშვი მკვდარი იბადება სრული 24 კვირიანი ორსულობის შემდეგ.

თუ ბავშვი გარდაიცვლება ორსულობის 24 კვირამდე, ეს ცნობილია მუცლის მოშლის ან ნაყოფის გვიანდელი დაკარგვის სახელით.

მკვდრადშობადობა უფრო გავრცელებულია, ვიდრე ბევრ ადამიანს მიაჩნია. წელიწადში დიდ ბრიტანეთში ფიქსირდება 3,600 შემთხვევა და ყოველი 200-დან 1 მშობიარობა სრულდება მკვდრადშობადობით. ყოველდღიურად ინგლისში 11 ბავშვი იბადება გარდაცვლილი, ეს ბავშვის უეცარი გარდაცვალების სინდრომზე თხუთმეტჯერ ხშირია.

რა იწვევს მკვდრადშობადობას?

მკვდრადშობადობის შემთხვევათა დაახლოებით ორი მესამედი დაკავშირებულია პლაცენტის პრობლემებთან. ეს გულისხმობს იმას, რომ რაიმე მიზეზით პლაცენტა არ ფუნქციონირებს ნორმალურად. პლაცენტა ორგანოა, რომელიც ბავშვს აკავშირებს დედის სისხლის მიმოქცევასთან და უნარჩუნებს მას სიცოცხლეს.

მკვდრადშობადობის შემთხვევათა 10 %-ში გამოხატულია რაიმე ტიპის დარღვევა. მცირე ნაწილი გამოწვეულია დედის ჯანმრთელობის დარღვევის გამო, მაგალითად პრე-ეკლამპსიით, ან სხვა პრობლემებით, როგორიცაა ზურგის ტვინის პრობლემები და ინფექციები.

რა ხდება როდესაც ბავშვი კვდება საშვილოსნოში?

თუ ექიმს ექნება ეჭვი, რომ ბავშვი შეიძლებოდა გარდაცვლილიყო საშვილოსნოში, მისი გულისცემის შესამოწმებლად ექიმი გამოიყენებს ულტრაბგერით სკანირებას. თუ დადასტურდა ბავშვის გარდაცვალება და ამასთანავე დედის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება,  დედას შემდეგი ნაბიჯების მოსაფიქრებლად შეიძლება მისცენ დრო. რაც გულისხმობს, რომ პაციენტმა შეიძლება აირჩიოს და დაელოდოს სანამ დაიწყება ბუნებრივი მშობიარობა, ან გადაწყვიტოს მშობიარობის მისი ხელოვნურად დაწყება, მედიკამენტების საშუალებით.

თუ პაციენტის ჯანმრთელობა რისკის ქვეშაა, მშობიარობა რაც შესაძლებელია მალე უნდა დაიწყოს. მკვდრადშობადობის დროს საკეისრო კვეთის გამოყენება იშვიათია.

მკვდრადშობადობის შემდეგ

მკვდრადშობადობის შემდეგ, ბევრ მშობელს აქვს სურვილი იხილოს და დაიკავოს ხელში თავიაანთი ბავშვი. შესაძლოა ასევე სურდეთ მისთვის სახელის დარქმევა და ხსოვნისთვის სურათის გადაღება, ან მოჭრილი თმის შენახვა. ეს მთლიანად პაციენტზეა დამოკიდებული.

იმის გარკვევა, თუ რამ გამოიწვია მკვდრადშობადობა, პაციენტს დაეხმარება მომავალში დაორსულების დაგეგმვაში და ამიტომ უმჯობესია გამოკვლევების ჩატარება იმის დასადგენად, თუ რატომ გარდაიცვალა ბავშვი.

პაციენტს ასევე შესთავაზებენ ბავშვის გარდაცვალების შემდგომ გასინჯვას. ის არ ჩატარდება პაციენტის დაუკითხავად.

უფროსი ექიმი გამოიკვლევს სიკვდილის შემდგომ მიღებულ შედეგებს და ჩაატარებს გამოკვლევებს დაბადებიდან რამდენიმე კვირის განმავლობაში.

დახმარება

მკვდრადშობადობა და ბოლო პერიოდში მუცლის მოშლა შეიძლება ძალიან რთული იყოს როგორც მშბლებისთვის, ასევე ოჯახის სხვა წევრებისთვის, მაგალითად ბავშვებისთვის და ასევე მეგობრებისთვის.

ამ დროს, ამ სტრესის გამკლავებაში შეიძლება სასურველი იყოს ექიმთან, მედდასთან, აჯანდაცვის ექსპერტთან, ან სხვა მშობლებთან, რომლებმაც ასევე დაკარგეს შვილი, გრძნობების შესახებ საუბარი.

შესაძლებელია მკვდრადშობადობის პრევენცია?

ყველა შემთხვევის პრევენცია შეუძლებელია. თუმცა არსებობს კონკრეტული ზომები რისი მიღების შემდეგაც რისკი შემცირდება, ესენია:

  • მოწევის შეწყვეტა
  • ალკოჰოლისა და ნარკოტიკისთვის თავის არიდება ორსულობის დროს - ამას სერიოზული ზეგავლენა შეუძლია მოახდინოს ბავშვის განვითარებაზე და გაზარდოს რისკი მკვდრადშობადობის და მუცლის მოშლის
  • რეგულარულად ჩაიტარეთ ანტენატალური პერიოდის გამოკვლევები (ორსულობის გეგმიური გამოკვლევები), რათა სამედიცინო პერსონალის წარმომადგენლებმა შეძლონ თქვენი შვილის ზრდისა და სიჯანსაღის მონიტორინგი.

კომენტარის დამატება