Meds.ge » ჯანმრთელობა, დაავადებები, რჩევები » მიუნჰაუზენის სინდრომი (გამოგონილი დაავადება)

მიუნჰაუზენის სინდრომი (გამოგონილი დაავადება)

125

მიუნჰაუზენის სინდორმი ფსიქოლოგიური და ქცევითი დაავადებაა, რომლის დროსაც ადამიანი იგონებს ან ხელოვნურად იწვევს თავისი თავისთვის დაავადების სიმპტომებს.

 

მიუნჰაუზენის სინდრომს გამოგონილი აშლილობასაც უწოდებენ.

მიუნჰაუზენის სინდრომის მქონდე ადამიანები შეგნებულად იწვევენ ან იგონებენ ფიზიკური ან ფსიქიკური დაავადების სიმპტომებს. მათი მთავარი მიზანი არის, რომ მიიღონ „ავადმყოფის როლი“, რის გამოც სხვები მათზე იზრუნებენ და იქნებიან ყურადღების ცენტრში. თავის ავად მოჩვენების მიზანი არ არის რაიმე პრაქტიკული სარგებელის მიღება და არ იღებენ მაგალითად, ინვალიდის პენსიას.

მიუნჰაუზენის სინდრომის სახელი გერმანელი არისტოკრატის, ბარონი მიუნჰაზენისგანწარმოდგება, რომელმაც სახელი თავს გადამხდარი დაუჯერებელიისტორიების გამოგონებითგაითქვა.

ქცევის ტიპები

მიუნჰაუზენის სინდრომის მქონე ადამიანები ქცევის სხვადასხვა ტიპებსავლენენ:

  • იგონებენ ფსიქოლოგიურ სიმპტომებს - მაგალითად, ამტკიცებენ ხმების გაგონებას ან არარეალური რამის დანახვას
  • იგონებენ ფიზიკურ სიმპტომებს - მაგალითად, ამტკიცებენ, რომ აქვთ ტკივილი მკერდის ან მუცლის არეში
  • აქტიურად ცდილობენ თავი დაიავადონ - მაგალითად, გამიზნულად იბინძურებენ ჭრილობას.

 

მიუნჰაუზენის სინდრომის მქონე ადამიანები წლების განმავლობაში იცვლიან საავადმყოფოებს და იგონებენ მრავალგვარ დაავადბას. ტყუილის გამოაშკარავების შემდეგ მოულოდნელად იცვლიან საავადმყოფოს.

მიუნჰაუზენის სინდრომის მქონე ადამიანები მანიპულატორები არიან და მძიმე შემთხვევებში მზად არიან მტკივნეულ და სიცოცხლისთვის სახიფათო ოპერაციებზე. მიუხედავად იმისა, რომ იციან ეს მათთვის არაა საჭირო.

რა იწვევს მიუნჰაუზენის სინდრომს?

მიუნჰაუზენის სინდრომი რთული და გაურკვევლი დაავადებაა და ჯერ კიდევ უცნობია რატომ იქცევიან პაციენტები ასე.

ზოგიერთი ექსპერტი მიუნჰაუზენის სინდრომს პიროვნების დაავადებებს აკუთვნებს. პიროვნების დაავადება ფსიქიკური დაავადების ტიპია, რომლის დროსაც პაციენტს საკუთარ თავსა და სხვა ადამიანებზე მცდარი მოსაზრებები და შეხედულებები აქვს. ეს ისეთ ქცევას განაპირობებს, რომელსაც უმრავლესობა არანორმალურს უწოდებს.

სხვა თეორია იმას გულისხმობს, რომ ეს დაავადება მშობლების მიერ უარყოფით და მიტოვებითაა გამოწვეული, რაც ბავშვობის ტრავმას იწვევს და ადამიანი ცრუ დაავადების გამოგონების სურვილამდე მიჰყავს, რაც მათ მათზე მზრუნველობის გრძნობას უტოვებს.

მიუნჰაუზენის სინდრომის გამომწვევი მიზეზების შესახებ მეტი ინფორმაციისთვის იხ.მიუნჰაუზენის სინდრომის გამომწვევი მიზეზები 

მკურნალობა

მიუნჰაუზენის სინდრომის მკურნალობა რთულია, რადგან პაციენტების უმრავლესობა დაავადებების გამოგონებას არ აღიარებს.

მათთვის, ვინც ქცევის დარღვევას აღიარებს, თერაპიის, მაგალითად ცნობიერის ქცევითი თერაპიაშეიძლება ეფექტური აღმოჩნდეს.

ვინ ავადდება

როგორც ჩანს, მიუნჰაუზენის სინდრომით დაავადებული ადამიანების ორი ძირითადი ჯგუფი არსებობს:

  • 20-40 წლამდე ქალები, რომლებსაც ხშირად ჯანდაცვის სფეროში ექთნად ან სამედიცინო მუშაკად მუშაობის გამოცდილება აქვთ
  • 30-50 წლამდე დაუქორწინებელი თერთკანიანი მამაკაცები

 

ამ ჯგუფებში დაავადების გამომწვევი მიზეზი უცნობია.ასევე გაურკვეველია, რამდენად ხშირია მიუნჰაუზენის სინდრომი. ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს პათოლოგია სათანადოდ არაა დიაგნოსტირებული, რადგან მრავალი დაავადებული წარმატებით ატყუებს მედპერსონალს. შესაძლოა არსებულზე მეტი შემთხვევა აღირიცხოს, რადგან მიუნჰაუზენის სინდრომით დაავადებულები მრავლობით ვინაობას იყენებენ.

კანადის საავადმყოფოებში ჩატარებული დიდი კვლევით დადგინდა, რომ ყოველი 1300 პაციენტიდან 10 სიმპტომებს იგონებდა.

გამოგონილი ან თვითდამარწმუნებული დაავადება

მიუნჰაუზენის სინდრომის დროს გამოგონილი, ან თვითდარწმუნების შედეგად (როდესაც პაციენტი დარწმუნებულია, რომ მას რამე სჭირს) მიღებული დაავადებების მრავალი ვარიანტები არსებობს.

ეს ხდება, როდესაც კონკრეტულად ადამიანი იგონებს, ან თავს ირწმუნებს, რომ აქვს დაავადება. ასევე ხდება, როდესაც სხვას არწმუნებენ, რომ აქვთ დაავადება. ასეთი შემთხვევები ხშირია დედასა და ბავშვს შორის.

ჰიპოქონდრია და ავადმყოფობის სიმულაცია

მიუნჰაუზენის სინდრომის ჯანმრთელობის შესახებ მდგომარეობის შფოთვაში (ჰიპოქონდრია), ან ავადმყოფობის სიმულაციაში არევა არ შეიძლება. ეს უკანასკნელები განმარტებულია, როგორც:

  • ჰიპოქონდრია (ჯანმრთელობის მდგომარეობაზე შფოთვა) - ეს არის ფსიქიატრიული დაავადება, როდესაც ადამიანს აქვს დაავადების მუდმივი შიში და ორგანიზმის ნორმალურ ფუნქციონირების დროსაც ინტერპრეტაციას აკეთებს დაავადებაზე, როგორიცაა ოფლიანობა, ან სუსტი ჩივილები, მაგალითად ტკივილები, როგორც დაავადების სიმპტომად
  • ავადმყოფობის სიმულაცია - როდესაც ადამიანი იგონებს ავადმყოფობას, რომ მიიღოს მატერიალური სარგებელი, როგორიცაა სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან თავის დაღწევა, ან რაიმე სახის კომპენსაიის მიღება.

კომენტარის დამატება