Meds.ge » ჯანმრთელობა, დაავადებები, რჩევები » მენოპაუზა

მენოპაუზა

155

მენოპაუზა ნიშნავს, რომ ქალს შეუწყდა ყოველთვიური მენსტრუაციული პერიოდები და უკვე ვეღარ შეძლებს დაორსულებას.

მენოპაუზის დადგომამდე რამდენიმე თვით, ან წლით ადრე იწყება მენსტრუაციული პერიოდების შემცირება, საბოლოოდ კი სრულიად წყდება. ზოგჯერ, შეწყვეტა შესაძლებელია უეცრადაც მოხდეს.

მენოპაუზა ასაკში შესვლის ბუნებრივი ნაწილია, რომელიც ძირითადად 45-55 წლის ასაკში იწყება, მაშინ, როდესაც ქალში ესტროგენის ჰორმონის დონე მცირდება.

დიდ ბრიტანეთში მენოპაუზის საშუალო ასაკი არის 51 წელი, თუმცა ზოგიერთი ქალი მენოპაუზას განიცდის 40 წლამდე ასაკშიც. ამას ეწოდება მოუმწიფებელი მენოპაუზა, ან საკვერცხის ნაადრევი განლევა.

სიმპტომები

მენოპაუზის სიმპტომები ქალების უმეტესობას უვითარდება. ზოგიერთი სიმპტომი შეიძლება მძიმე იყოს და გავლენას ახდენდეს ყოველდღიურ ცხოვრებაზეც.

ხშირი სიმპტომებია:

  • წამოხურება (hot flushes) 
  • ღამის ოფლიანობა (night sweats)
  • ვაგინალური სიმშრალე (vaginal dryness) და დისკომფორტი სქესობრივი ურთიერთობისას
  • ძილის გაძლენება (difficulty sleeping)
  • უხასიათობა (low mood) ან შფოთვა (anxiety)
  • შემცირებული სქესობრივი ლტოლვა (ლიბიდო) (reduced sex drive (libido))
  • მახსოვრობის და კონცენტრცაიის პრობლემები.

მენოპაუზის სიმპტომები მენოპაუზის დადგომამდე თვეებით ან წლებით ადრე შეიძლება დაიწყოს და ბოლო პერიოდიდან (ბოლო მენსტრუაციული ციკლიდან) კიდევ დაახლოებით ოთხ წლამდე გაგრძელდეს. ზოგიერთ ქალს კი ეს სიმპტომები ბევრად დიდი ხნით უგრძელდება.

გაიგეთ მეტი მენოპაუზის სიმპტომების შესახებ.

როდის მივმართოთ ექიმს?

თუ გაქვთ მენოპაუზის სიმპტომები და ეს გაწუხებთ, ან თუ ამ სიმპტომებს განიცდით 45 წლამდე ასაკში, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

ექიმი მენოპაუზის დიაგნოზის დასმას ძირითადად სიმპტომების საფუძველზეც შეძლებს, მაგრამ თუ თქვენი ასაკი 40-დან 45 წლამდეა, ჰორმონების დონის შესამოწმებლად შეიძლება დანიშნოს სისხლის ანალიზებიც.

სისხლის ანალიზები ასევე ინიშნება 40 წლამდე ასაკის ქალებში მენოპაუზის სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, ნაადრევი მენოპაუზის დიაგნოზირებისთვის.

მენოპაუზის სიმპტომების მკურნალობა

ექიმი მენოპაუზის მძიმე სიმპტომების დროს დანიშნავს მკურნალობას და ასევე რეკომენდაციას გაუწევს ცხოვრებისეული წესის ცვლილებებს:

  • ჰორმონების ჩანაცვლების თერაპია (Hormone replacement therapy (HRT)) - მოიცავს აბებით, კანზე დასაკრავი პლასტირებით, გელით ან იმპლანტის საშუალებით ესტროგენის ჰორმონის ჩანაცვლებას, რაც შეამსუბუქებს მენოპაუზის სიმპტომებს
  • საშოს სიმშრალის სამკურნალოდ საშოს ესტროგენის კრემის, ლუბრიკანტის ან დამატენიანებლის გამოყეება
  • ჯანსაღი და ბალანსირებული დიეტით კვებას და რეგულარულ ფიზიკურ ვარჯიშს - ჯანსაღი წონის შენარჩუნებით და კარგ ფორმაში ყოფნით შესაძლებელია მენოპაუზის სიმპტომების შემსუბუქება.

 გაიგეთ მეტი მენოპაუზის სიმპტომების მკურნალობის შესახებ.

რა იწვევს მენოპაუზას?

მენოპაუზას იწვევს ორგანიზმში სქესობრივი ჰორმონების ბალანსის ცვლილება, რაც ხდება ასაკის მატებასთან ერთად.

ეს ხდება მაშინ, როდესაც საკვერცხეები აღარ გამოყოფენ საკმარისი რაოდენობის ესტროგენს და აღარ გამოყოფენ კვერცხუჯრედს ყოველთვიურად.

ნაადრევი ან მოუმწიფებელი მენოპაუზა შეიძლება მოხდეს ნებისმიერ ასაკში და მათ უმრავლესობაში ვერ ხერხდება რაიმე მიზეზის აღმოჩენა.

ზოგჯერ ეს ხდება მკურნალობის შედეგად, მაგალითად მკერდის კიბოს მკურნალობის, ან საკვერცხეების ამოკვეთის ქირურგიული ოპერაციის, ან ქიმიოთერაპიის, ან რადიოთერაპიის შედეგად, ან სხვა თანმდევი დაავადების გამო.

კომენტარის დამატება