Meds.ge » ჯანმრთელობა, დაავადებები, რჩევები » მეზოთელიომა

მეზოთელიომა

208

მეზოთელიომა არის მეზოთელიური უჯრედების სიმსივნე. ეს უჯრედები ქმნიან მემბრანას, რომელიც ფარავს სხეულის ორგანოების უმეტესობის გარე ზედაპირს.

ორი ძირითადი ტიპის მეზოთელიომაა:

  • პლევრალური მეზოთელიომა - ყველაზე ხშირი ტიპის, რომელიც ვითარდება ფილტვის დამცავ ქსოვილში.
  • პერიტონეალური მეზოთელიომა - რომელიც წარმოიქმნება მუცლის მფარავ ქსოვილში

მეზოთელიომის სიმპტომები

პლევრალური მეზოთელიომის სიმპტომებია:

  • ტკივილი მკერდსა და ზურგის ქვედა ნაწილში
  • სუნთქვის გაძნელება
  • მაღალი ტემპერატურა (სიცხე ) 38ºC და ოფლიანობა, განსაკუთრებით ღამით
  • მუდმივი ხველა
  • გაურკვეველი მიზეზებით წონაში კლება

პერიტონეალური მეზოთელიომის სიმპტომები შესაძლოა იყოს:

  • მუცლის ტკივილი ან შესიება
  • გულისრევა ან ღებინება
  • მადის დაკარგვა
  • გაურკვეველი მიზეზით წონაში კლება
  • იარეა (ფაღარათი) ან ყაბზობა.

იშვიათ შემთხვევაში მეზოთელიომა შესაძლოა წარმოიქმნას სათესლე ჯირკვლის მფარავ ქსოვილში (ტესტიკულარული მეზოთელიომა). ამის მთავარი სიმპტომი არის სათესლე ჯირკვალზე სითხით სავსე პარკის წარმოქმნა.

ვინ არის რისკის ქვეშ?

დიდ ბრიტანეთში ყოველწლიურად 2500 ადამიანს უსვამენ მეზოთელიომის დიაგნოზს და კაცებში ეს ხუთჯერ უფრო ხშირია ვიდრე ქალებში.

მეზოთელიომა თითქმის ყოველთვის, გამოწვეულია ასბესტთან კონტაქტით. ასბესტი არის რბილი, ნაცრისფერ-თეთრი შეფერილობის მასალა, რომელიც ფართოდ გამოიყენებოდა მშენებლობაში, ინსულაციისათვის და ასევე ხანძრისგან დასაცავად.

მეზოთელიომა ჩვეულებრივ, აზბესტთან კონტაქტიდან ძალიან დიდი ხნის შემდეგ ვითარდება, ჩვეულებრივ 20-დან 60 წლამდე პერიოდში.

წაიკითხეთ მეტი აზბესტთან კონტაქტის ეფექტებზე (the effects of prolonged exposure to asbestos).

როდის უნდა მიაკითხოთ ექიმს

მიაკითხეთ ექიმს როდესაც შენიშნავთ უცნაურ ან მუდმივ სიმპტომებს, განსაკუთრებით მაშინ თუ წარსულში გქონდათ ასბესტთან შეხება. დიდი შანსია, რომ არ იყოს მეზოთელიომა, მაგრამ მაინც აუცილებელია ექიმთან შემოწმება.

2015 წელს, დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნულმა ინსტიტუტმა (the National Institute for Health and Care Excellence - NICE), ექიმებისთვის გამოსცა სახელმძღვანელო, რომ ადვილად ამოიცნონ მესოთელიომის ნიშნები და სიმპტომები. ამ სახელმძღვანელოს ნახვა (ინგლისურ ენაზე) შესაძლებელია შემდეგ ლინკზე: NICE 2015 guidelines on Suspected Cancer: Recognition and Referral.

თუ შემდგომი კვლევების ჩასატარებლად პაციენტს გააგზავნიან საავადმყოფოში, შესაძლოა გაუკეთონ შემდეგი კვლევები:

  • გამოსახულებითი კვლევები  - როგორიცაა რენტგენი, კომპიუტერული ტომოგრაფია, მაგნიტურ-რეზონანსული სკანირება ან ულტრაბგერითი სკანირება
  • თორაკოსკოპია  - ქირურგიული პროცედურა, რომელიც ტარდება ზოგადი ანესთეზიის (როდესაც გაძინებენ) ან ადგილობრივი ანესთეზიის საშუალებით. ეს კვლევა საშუალებას მისცემს ექიმს, რათა გასინჯოს მკერდის რეგიონი და აიღოს ბიოფსია (ქსოვილის ნიმუში ) კანზე დიდი განაკვეთის გარეშე.
  • სითხის დრენაჟი (პლევრალური ასპირაცია) - თუ სითხეა დაგროვებული ფილტვის ან მუცლის გარშემო, ნიმუშის აღება ხდება ნემსის საშუალებით,რომელიც შეყავთ ადგილობრივი ანესთეზიი გამოყენებით გაყუჩებული კანიდან (ჩვეულებრივ ულტრაბგერითი სკანირების დახმარებით.

მეზოთელიომის დიაგნოზის დასმა შეიძლება რთული იყოს, რადგან  სიმსივნური უჯრედების აღმოჩენა შეიძლება გაძნელდეს. ისინი შესაძლოა ჰგავდეს ნორმალურ უჯრედებს ან სხვა სიმსივნურ უჯრედებს, როგორიცაა ფილტვის სიმსივნე ან საკვერცხის სიმსივნე.

მეზოთელიომის მკურნალობა

საუკეთესო მკურნალობის მეთოდი დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე, მათ შორის სიმსივნის სტადიაზე და პაციენტის ზოგადი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.

ქიმიოთერაპია (Chemotherapy) არის მკურნალობის მთავარი მეთოდი. ეს მოიცავს იმ წამლების გამოყენებას რომელიც აკონტროლებს სიმპტომებს და ამცირებს სიმსივნეს ზომებში.

ზოგიერთ შემთხვევაში, გართულებების თავიდან ასაცილებლად, შეიძება გამოყენებული იყოს რადიოთერაპიაც.

მეზოთელიომის სამკურნალოდ ქირურგიული მკურნალობის გამოყენება კვლევების პროცესშია. თუმცა, მისი ეფექტურობის შესახებ მყარი მტკიცებულებები არ არსებობს.

სამწუხაროდ მეზოთელიომის დიაგნოზი უმეტეს შემთხვევაში ძალიან გვიან ისმევა და მისი მკურნალობა, როგორც წესი, ძირითადად მიმართულია სიმპტომების რაც შეიძლება დიდი ხნით კონტროლისკენ, რასაც პალიატიურ მკურნალობას უწოდებენ (palliative or supportive care).

პროგნოზი

მეზოთელიომას ცუდი პროგნოზი აქვს, რადგან უმეტეს შემთხვევაში მისი დიაგნოზი ხდება გვიან სტადიაზე. სამწუხაროდ ადამიანების უმეტესობა მეზოთელიომით იღუპება დიაგნოზის დასმიდან სამი წლის განმავლობაში და საშუალოდ ადამიანები ცოცხლობენ მხოლოდ, 12 თვის განმავლობაში.ყოველ წელს დიდ ბრიტანეთში ამ დაავადებით 2300 ადამიანი კვდება.

მეზოთელიომით გამოწვეული სიკვდილიანობა, ვარაუდობენ, რომ მოიმატებს დროთა განმავლობაში, რადგან ასბესტთან კონტაქტიდან ამ დაავადების განვითარებამდე დიდი დროა საჭირო.ექსპერტები ფიქრობენ, რომ  2050 წლისთვის, დიდ ბრიტანეთში მეზოთელიომით 90,000 ადამიანი იქნება გარდაცვლილი.

რა არის კიბო?

ორგანიზმი შედგება მილიონობით სხვადასხვა ტიპის უჯრედისგან. სიმსივნე ვითარდება მაშინ, როდესაც ამ უჯრედებიდან ზოგიერთი იწყებს ანომალიურად გამრავლებას და ეს შეიძება მოხდეს ორგანიზმის ნებისმიერ ადგილას. როდესაც ეს მდგომარეობა მოქმედებს ორგანოებზე ან მყარ ქსოვილებზე, ფორმირდება სიმსივნე.

კომენტარის დამატება