Meds.ge » ჯანმრთელობა, დაავადებები, რჩევები » მასტოიდიტი

მასტოიდიტი

492

მასტოიდიტი ყურის უკან მდებარე მასტოიდური ძვლის (დვრილისებრი მორჩი) იშვიათი ბაქტერიული ინფექციაა.

ჩვეულებრივ, ეს პათოლოგია  ბავშვებში ვითარდება, თუმცა ზოგჯერ, შესაძლებელია ზრდასრულებშიც განვითარდეს.

დვრილისებრ ძვალს ფიჭის მსგავსი სტრუქტურა აქვს  - ის ჰაერის სივრცეებს შეიცავს,  რომელთაც მასტოიდური უჯრედები ეწოდებათ. ეს 

უჯრედები შუა ყურში საჰაერო სივრცის შენარჩუნებას უზრუნვეყოფენ.

მასტოიდიტი შეიძლება დვრილისებრი უჯრედების ინფიცირების, ან ანთებისას განვითარდეს, რაც ხშირად შუა ყურის მუდმივი ინფექციის (middle ear infection) შედეგია. ამან შეიძლება პოროვანი ძვლის დაშლა გამოიწვიოს.

მასტოიდიტის სიმპტომები

ჩვეულებრივ, მასტოიდიტი იწვევს:

  • ცხელებას, გაღიზიანებადობას და დაღლილობას
  • ყურის უკან შეშუპებას, რაც ყურის წინ წამოწევას იწვევს
  • ყურის უკან სიწითლეს, მომატებულ მგრძნობელობას ან ტკივილს
  • ყურიდან კრემისებრ გამონადენს
  • თავის ტკივილის
  • სმენის დაკარგვას.

როდის მივმართოთ ექიმს

მიმართეთ თქვენი ოჯახის ექიმს, თუ თქვენ ან თქვენ შვილს:

  • გაწუხებთ მასტოიდიტისათვის დამახასიათებელი ზემოთ ჩამოთვლილი ნებისმიერი სიმპტომი
  • გაქვთ ყურის ინფექცია, რომელიც არ ლაგდება მკურნალობით, ან გაჩნდა ახალი სიმპტომები
  • დაგისვეს მასტოიდიტის დიაგნოზი, მაგრამ მკურნალობა უშედეგოა.

რა იწვევს მასტოიდიტს?

მასტოიდიტი ჩვეულებრივ ვითარდება მკურნალობის გარეშე დატოვებული სუა ყურის ინფექციის შედეგად. ბაქტერია შუა ყურიდან მასტოიდური ძვლის ჰაეროვან უჯრედებში შეიძლება გავრცელდეს და გამოიწვიოს მასტოიდური ძვლის მასტოიდური უჯრედების დაინფიცირება.

მასტოიდიტის მეორე შესაძლო მიზეზი ქოლესტეატომაა (cholesteatoma) (ყურში კანის უჯრედების პათოლოგიური დაგროვება), რომელმაც შესაძლოა ყურის დრენირებას შეუშალოს ხელი და ინფექციის განავითარება გამოიწვიოს.

როგორ ხდება მასტოიდიტის დიაგნოზირება?

ექიმს, ყურში ინფექციის ან ქოლესტეატომის არსებობის დასადგენად, ოტოსკოპის გამოყენება დასჭირდება (ინსტრუმენტი სინათლითა და გამადიდებელი შუშით).

ყურის ინფექციების უმრავლესობა შუა ყურის ინფექციითაა (middle ear infection) გამოწვეული (შუა ოტიტი). თუ თქვენს ექიმს ეჭვი მასტოიდიტზე აქვს, რომელიც შუა ყურის ანთების გართულებაა, თქვენ ყელ-ყურ-ცხვირის ექიმთან/ოტორინოლარინგოლოგთან გაგაგზავნიან, სადაც დამატებით გამოკლევებსა და ანალიზებს ჩაგიტარებენ. ჩვეულებრივ ეს გამოკვლევები სისხლის ანალიზებსა და ყურის ბაქტერიულ კულტურას მოიცავს (ყურის გამონადენს ბაქტერიული ინფექციის არსებობაზე ამოწმებენ).

ზოგიერთ ბავშვს შესაძლოა კომპიუტერული ტომოგრაფიით სკანირება  დასჭირდეს, რომელიც რენტგენის სხივებისა და კომპიუტერის გამოყენებით თავის ქალის შიგნით არსებული გამოსახულების დეტალურ სურათებს იძლევა.

როგორ ხდება მასტოიდიტის მკურნალობა?

მასტოიდიტი სერიოზული ინფექციაა და საჭიროებს სასწრაფო მკურნალობას ანტიბიოტიკებით.

ანტიბიოტიკების მიცემა შესაძლებელია საჭირო იყოს ინტრავენურად, წვეთოვანის გამოყენებით, ამიტომ შეიძლება აუცილებელი გახდეს საავადმყოფოში მისვლა. ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლებელია საჭირო გახდეს ქირურგიული ოპერაცია შუა ყურის დრენირების (მირინგოტომია) ან ინფიცირებული მასტოიდური ძვლის ნაწილის ამოღებისთვის (მასტოიდექტომია).

ამ მკურნალობისთვის შეიძლება რამდენიმე დღით კლინიკაში დარჩენა დაგჭირდეთ, სანამ ყელ-ყურ-ცხვირის ექიმი არ ჩათვლის, რომ ინფექცია კონტროლს დაექვემდებარა.

ოპერაციის შემდეგ

მასტოიდიტის სამკურნალოდ ქირურგოიული ოპერაციის ჩატარების შემთხვევაში დაგჭირდებათ ბიულეტენი ერთი ან ორი კვირის განმავლობაში, რადგან ვერ შეძლებთ სამსახურში წასვლას. ექიმი მოგცემთ რჩევას ამის შესახებ.

ყურადღება მიაქციეთ, რომ არ მოხდეს ნაოპერაციები ყურის დასველება. თავის დაბანა შესაძლებელი იქნება ოპერაციიდან ერთი კვირის შემდეგ, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არ დაისველებთ ყურს შიგნიდან.

ოპერაციის შემდეგ ოთხიდან ექვსი კვირის შემდეგ შეძლებთ ცურვასაც.

პროგნოზი

დროული ანტიობიოტიკოთერაპიით პაციენტთა უმრავლესობა სწრაფად, გართულებების გარეშე გამოჯანრმთელდება. თუმცა, მკურნალობა ყოველთვის არ არის მარტივი და შეიძლება დაავადების რეციდივი განვითარდეს.

თუ მასტოიდური ძვალი მძიმედაა დაინფიცირებული და არ მოხდა მისი ამოკვეთა, ამან შეიძლება სმენის დაკარგვა და სიცოცხლისათვის საშიში ისეთი გართულებების განვითარება გამოიწვიოს, როგორიცაა სისხლის კოლტის განვითარება, მენინგიტი ან ტვინის აბსცესი.

კომენტარის დამატება