Meds.ge » ჯანმრთელობა, დაავადებები, რჩევები » მალთაშორისი თიაქარი (დისკოზი დისკის პროლაფსი)

მალთაშორისი თიაქარი (დისკოზი დისკის პროლაფსი)

128

ხერხემლის მალთაშორისი თიაქარი ნიშნავს, რომ ხერხემლის ერთ-ერთი ხრტილოვანი დისკი ზიანდება და აწვება ნერვს.

ეს მდგომარეობა ასევე ცნობილია, როგორც დისკის პროლაფსი ან დისკოზი.

ხერხემალი

ხერხემალი შედგება 24 ინდივიდუალური ძვლისგან, რომლებსაც მალები ეწოდებათ და რომლებიც დალაგებულია ერთმანეთზე.

მალებს შორის არის შემაერთებელი ქსოვილების წრიული საფენები - ხრტილოვანი დისკები. ეს დისკები შედგება გარეთა მყარი საფარით და შიგნით მოთავსებულია ჟელეს მსგავსი ნივთიერება. სწორედ ეს თვისება აძლევს ხერხემალს მოქნილობის და თავისუფალი მოძრაობის საშუალებას.

ზურგის ტვინი მგრძნობიარე ნერვული ბოჭკოების ერთობლიობაა, რომელიც გადის ხერხემლის შუაში. ეს ნერვები აკავშირებენ სხეულის სხვადასხვა ნაწილებს თავის ტვინთან.

დისკოზის სიმპტომები

დისკოზმა შეიძლება გამოიწვიოს ზურგის ტკივილი (back pain) და კისრის ტკივილი. სხვა სიმპტომები შეიძლება იყოს დაბუჟება, სისუსტე და ჩხვლეტის შეგრძნება სხეულის სხვა ნაწილებში.

დისკოზის დროს ხშირად ზიანდება საჯდომის ნერვი. ეს ორგანიზმში ყველაზე გრძელი ნერვია, რომელიც მიყვება მენჯის უკანა ნაწილიდან დუნდულების გავლით ბარძაყებს და ჩადის ტერფებამდე.თუ წნევა აწვება ამ ნერვს (იშიაზი), ამან შესაძლოა გამოიწვიოს ფეხში, ბარძაყებში ან მუცელში მსუბუქიდან ძლიერ ტკივილამდე.

თუმცა დისკოზი ყოველთვის არ იწვევს აღნიშნულ სიმპტომებს და მრავალი ადამიანი ისე ცხოვრობს, რომ ვერც გებულობს ამ პრობლემის შესახებ.

გაიგეთ მეტი დისკოზის სიმპტომების შესახებ.

რა იწვევს დისკოზს?

დისკის პროლაფსი ხდება მაშინ, როდესაც დისკის გარეთა შრე სკდება და შიგნით არსებული რბილი, ჟელეს მსგავსი ნივთიერება გამოდის გარეთ.

დაზიანებულმა დისკმა შესაძლოა გამოიწვიოს წნეხი მთლიანად ზურგის ტვინზე ან რომელიმე ნერვის ღეროზე. ეს კი ნიშნავს იმას, რომ დისკის პროლაფსმა შესაძლოა გამოიწვიოს არამხოლოდ დაზიანებული ადგილის ტკივილი, არამედ იმ რეგიონისაც, რომელსაც აკონტროლებს ის ნერვი, რომელსაც მიაწვა გამოზნეწილი ჟელეს-მსგავსი მასა.

ყოველთვის არ არის ცნობილი, რამ გამოიწვია დისკის პროლაფსი, თუმცა ეს ხშირად დაკავშირებულია ასაკთან. რაც უფრო ასაკში შედის ადამიანი, მისი დისკები კარგავს წყლის შემცველობას, ხდება ნაკლებად მოქნილი და უფრო მიდრეკილი ხდება გასკდომისკენ.

დისკოზთან ასევე ასოცირებულია სიგარეტის მოწევაც, რადგან სიგარეტის მოწევა დისკს უკარგავს ბუნებრივ მოქნილობას.

სხვა ფაქტორები, რომლებმაც ასევე შეიძლება გაზარდოს ზურგის დაჭიმვა და დისკოზის რისკი, შესაძლებელია იყოს:

  • ცუდად მოხრა
  • სიმძიმეების აწევა ან ცუდად მოხრილმა ადგომამ
  • ხანგრძლივი ჯდომა, განსაკუთრებით მანქანის მართვისას
  • ჭარბწონიანობა ან სიმსუქნე
  • ძალოსნური სპორტი, მაგალითად მძლეოსნობა
  • ზურგის ძლიერი დაზიანება, მაგალითად დავარდნისას ან ავტოავარიისას.

ამ სიტუაციებმა შესაძლებელია დაასუსტოს დისკის ქსოვილი და ზოგჯერ გამოიწვიოს დისკოზი.

ვის ემართება?

დისკოზი ყველაზე ხშირია 30-50 წლის ასაკობრივ ჯგუფში და ორჯერ უფრო ხშირად გვხვდება მამაკაცებში ვიდრე ქალებში.

დისკოხი ხშირად ვლინდება ხერხემლის ქვედა ნაწილში.

დისკის პროლაფსის დიაგნოსტიკა

დისკის პროლაფსის დიაგნოზირებას ექიმი ადვილად მოახდენს სიმპტომებითა და სამედიცინო ისტორიის შესწავლით. დიაგნოზირებისთვის ექიმმა შესაძლოა ჩაგიტარონ ფიზიკური გამოკვლევებიც და შეამოწმოს:

  • დგომა
  • რეფლექსები
  • კუნთების სიძლიერე
  • სიარულის შესაძლებლობა
  • შეგრძნება კიდურებში

წაიკიტხეთ მეტი თუ როგორ ხდება დიაგნოზირება.

მკურნალობა

დისკოზიდან გამოჯანმრთელებას შესაძლოა ერთიდან სამ თვემდე დრო დასჭირდეს. მკურნალობა ძირითადად მოიცავს ფიზიოთერაპიის კომბინაციას, როგორიცაა მასაჟი და ვარჟიში, ასევე, მედიკამენტებს ტკივილის შესამსუბუქებლად.

მძიმე შემთხვევების დროს, ან იმ შემთხვევაში, როდესაც ტკივილი არ მსუბუქდება დროთა განმავლობაში, შესაძლოა საჭირო გახდეს ქირურგიული ჩარევა, რაც გულისხმობს ნერვის გათავისუფლებასა და დაზიანებული დისკის ნაწილის მოკვეთას.

მრავალ შემთხვევაში, დისკი თავისით დაუბრუნდება თავის ადგილს, რაც ტკივილს შეამცირებს, რადგან ის აღარ დააწვება ნერვს. ზოგჯერ კი დისკი შესაძლოა არ დაუბრუნდეს თავის ადგილს და გააგრძელოს ნერვზე დაწოლა, მაგრამ ტკივილი შემსუბუქდეს, რადგან ამ დროს ტვინი სწავლობს ტკივილის მიზეზს და ამცირებს მის სიძლიერეს.

დისკოზის დროს ძალიან მნიშვნელოვანია რომ იყოთ აქტიური. შესაძლოა მოძრაობა გაგირთულდეთ, მაგრამ რამდენიმე დღიანი დასვენების შემდეგ აუცილებლად უნდა დაიწყოთ მოძრაობა. ეს დააჩქარებს გამოჯანმრთელებას, რადგან მოძრაობა ხელს უშლის ხერხემლის გაშეშებას და ხერხემლის კუნთების გავარჯიშებასა და გაძლიერებას.

თუმცა, ნებისმიერი ვარჯიში, რომელსაც ჩაატარებთ უნდა იყოს მსუბუქი და არ უნდა ტვირთავდეს ზურგს. ამ შემთხვევაში იდეალური ვარჯიში იქნება ცურვა. თავდაპირველად მოერდიდეთ სირბილს და ძლიერ აქტიურ ვარჯიშებს, მაგალითად ხტომას, აქტიურ ცეკვას და ა.შ.

წაიკითხეთ მეტი დისკოზის მკურნალობის შესახებ.

დისკის პროლაფსის პრევენცია

ჯანსაღ ცხოვრების წესს შეუძლია დისკის პროლაფსის რისკების შემცირება. ამისათვის:

  • ივარჯიშოთ რეგულარულად (regular exercise)
  • ფრთხილად აწიეთ მძიმე საგნები (safe technique when lifting)
  • ყოვლეთვის შეინარჩუნეთ სწორი ფორმა ჯდომისა და დგომის დროს (maintain a good posture when sitting
  • დაანებეთ თავი სიგარეტის მოწევას.

კომენტარის დამატება