Meds.ge » ჯანმრთელობა, დაავადებები, რჩევები » ნაღვლის ბუშტის კენჭები

ნაღვლის ბუშტის კენჭები

146

ნაღვლის ბუშტის კენჭები პატარა ქვებია, რომლებიც ძირითადად ქოლესტერინისგან შედგება და რომელიც ფორმირდება ნაღვლის ბუშტში. უმეტეს შემთხვევაში მათ არ აქვთ რაიმე სიმპტომები და არ საჭიროებენ მკურნალობს.

თუმცა, თუ კენჭი გაიჭედება ნაღვლის ბუშტის სადინარში, მას შეუძლია უცაბედი და ძლიერი მუცლის ტკივილის გამოწვევა, რომელიც გრძელდება 1-დან 5 საათამდე და ცნობილია, როგორც ბილიარული ტკივილი. ზოგიერთ ადამიანს ასევე უვითარდება გართულებებიც, როგორიცაა ნაღვლის ბუშტის ანთება (ქოლეცისტიტი), რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს:

  • მუდმივი ტკივილი
  • სიყვითლე  (jaundice)
  • მაღალი ტემპერატურა (სიცხე).

როდესაც ნაღვლის ბუჭტის კენჭები იწვევენ სიმპტომებს ან გართულებებს, ეს ცნობილია როგორც კენჭოვანი დაავადება ანქოლელითიაზი.

ნაღვლის ბუშტი

ნაღვლის ბუშტი არის პატარა ქისის მაგვარი ორგანო, რომელიც მდებარეობს  ღვიძლის ქვემოთ. მისი მთავარი ფუნქცია ნაღველის შეკავება და შენახვაა.

ნაღველი არის  ღვიძლის მიერ წარმოქმნილი  სითხე, რომელიც ხელს უწყობს ცხიმების მონელებას. ის ნაღვლის ბუშტში გადადის ღვიძლიდან, უამრავი სადინარის საშუალებით, რომლებსაც ნაღვლის სადინარები ეწოდებათ. შემდეგ, ნაღველი ინახება ნაღვლის ბუშტში და დროთა განმავლობაში ხდება უფრო მეტად კონცენტრირებული, რაც აუმჯობესებს, მის მიერ, ცხიმების მონელების უნარს. ნაღვლის ბუშტი, ნაღველს უშვებს საკვების მომნელებელ სისტემაში, როცა ამის საჭიროება შეიქმნება.

რა იწვევს ნაღვლის ბუშტის კენჭებს

მოიაზრება, რომ კენჭები ნაღვლის ბუშტში არსებული ნაღვლის ქიმიური შემადგენლობის დისბალანსის გამო წარმოიქმნება. უმეტეს შემთხვევებში ქოლესტერინის დონე ნაღველში ძალიან მატულობს და კენჭებად ფორმირდება.

ნაღვლის ბუშტის კენჭების არსებობა საკმაოდ ხშირია. დიდ ბრიტანეთში შეფასებულია, რომ მოსახლეობის 10%-ზე მეტს აქვს ნაღვლის ბუშტის კენჭები, თუმცა სიმპტომები მხოლოდ მცირე ნაწილს აღენიშნება.

კენჭების წარმოქმნის რისკს ზრდის შემდეგი ფაქტორები:

  • ჭარბწონიანობა ან სიმსუქნე
  • მდედრობით სქესი, განსაკუთრებით შვილების გაჩენის შემდეგ
  • ორმოცი წლის ზემოთ ასაკი - კენჭების უმეტესი შემთხვევა ემართებათ 40 წელზე ზემოთ ასაკის ადამიანებს. რისკი ასაკის მატებასთან ერთად იზრდება.

კენჭების მკურნალობა

ნაღვლის ბუშტის კენჭების მკურნალობა მხოლოდ იმ შემთხვევაშია საჭირო, თუ კენჭი იწვევს:

  • სიმპტომებს, მაგალითად, მუცლის ტკივილს, ან
  • გართულებებს, როგორიცაა სიყვითლე ან მწვავე პანკრეატიტი.

ამ შემთხვევაში შეიძლება რეკომენდირებული იყოს ლაპარასკოპიულიოპერაცია ნაღვლის ბუშტის ამოსაკვეთად. ეს პროცედურა ცნობილია როგორც ლაპარასკოპიული ქოლეცისტექტომია. ის ჩასატარებლად შედარებით მარტივია და გართულებების ნაკლები შანსი არსებობს.

ოპერაციის შემდეგ ადამიანი შეძლებს ჩვეულებრივი, სრულყოფილი ცხოვრებით ცხოვრებას. ის საჭირო ორგანოა, მაგრამ არაა ძირითადი და მნიშვნელოვანი. ღვიძლი ჩვეულებრივ გააგრძელებს ნაღვლის გამოშვებას, მაგრამ ნაღველი ნაღვლის ბუშტში დაგროვების და კონცენტრირების ნაცვლად, უწყვეტად ჩავა  წვრილ ნაწლავში.

პროგნოზი

ნაღვლის ბუშტის კენჭების უმეტესი შემთხვევა ადვილად იკურნება ქირურგიული ჩარევით. მხოლოდ ძალიან მძიმე შემთვევებში შესაძლოა დაემუქროს სიცოცხლეს საფრთხე, ძირითადად ისეთ ადამიანებში, რომლებსაც სუსტი ჯანმრთელობა აქვთ, მაგრამ სიკვდილიანობა დიდ ბრიტანეთში იშვიათია.

კომენტარის დამატება