Meds.ge » ჯანმრთელობა, დაავადებები, რჩევები » ორალური ბრტყელი ლიქენი

ორალური ბრტყელი ლიქენი

297

ბრტყელი ლიქენი არის არაინფექციური, ქავილიანი გამონაყარი, რომელიც შეიძლება გაჩნდეს სხეულის სხვადასხვა ადგილას.

გამონაყარი შესაძლოა განვითარდეს:

  • ხელებსა და ფეხებზე
  • პირში (ორალური ბრტყელი ლიქენი)
  • ფრჩხილებსა და თავზე
  • საშოზე, საშოში და პენისზე.

ბრტყელი ლიქენის ზუსტი გამომწვევი მიზეზი უცნობია, თუმცა ცნობილია, რომ ეს დაავადება არ არის ინფექციური და ასევე არ გადადის თაობიდან თაობაში (ანუ არ არის გენეტიკური). ასევე არ არის გადამდები სხვა ადამიანებისთვის, მათ შორის არც სქესობრივი პარტნიორებისთვის.

ექიმი ბრტყელი ლიქენის  დიაგნოზს სვამს გამონაყრის დათვალიერებით და სიმპტომების გამოკითხვით. ორალური ბრტყელი ლიქენის დიაგნოზს ხშირად სტომატოლოგი სვამს კბილების რუტინული შემოწმების დროს.

ვის ემართება?

მოიაზრება, რომ ბრტყელი ლიქენით დაავადებულია მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით 1-2% და უფრო ხშირია 40 წელს გადაცილებულებში.

კანის ბრტყელი ლიქენი თანაბარი სიხშირით ვითარდება ქალებსა და კაცებში. თუმცა, ორალური ბრტყელი ლიქენი უფრო ხშირია ქალებში. პირის ღრუს ბრტყელი ლიქენი ამ მდგომარეობის შემთხვევების 50%-ს შეადგენს (ორალური ბრტყელი ლიქენი).

ბრტყელი ლიქენის  მკურნალობა

არ არსებობს რაიმე სახის მკურნალობა, რომელიც ბრტყელ ლიქენს მთლიანად განკურნავს, თუმცა შესაძლებელია სიმპტომების და ყოველდღიური ცხოვრების გასაუმჯობესებლად მკურნალობა. მაგალითად, სტეროიდული კრემები ხშირად გამოიყენება ქავილის შესამსუბუქებლად და გამონაყარის საკონტროლოდ .

უმეტეს შემთხვევაში კანის ბრტყელი ლიქენი თავისით ქრება 6-9 თვის განმავლობაში. გამონაყარი იშვიათად გრძელდება 18 თვეზე დიდხანს,თუმცა ორალური ბრტყელი ლიქენი და გენიტალური ადგილების ბრტყელი ლიქენი შეიძლება უფრო ხანგძლივი მდგომარეობები იყოს.

ეროზიული ბრტყელი ლიქენი

ეროზიული ბრტყელი ლიქენი არის დაავადების იშვიათი ფორმა, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში გრძელდება.ის იწვევს პირის ღრუში და ქალისა და მამაკაცის სასქესო ორგანოებზე მტკივნეულ წყლულებს.

ზოგიერთ შემთხვევებში, დიდხანს გაგრძელებული ბრტყელი ლიქენი ზრდის სხვადასხვა სიმსივნეების გაჩენის შანსს.

კანის ბრტყელი ლიქენი ძირითადად გვხვდება 40 წელზე უფროს მამაკაცებში.

კომენტარის დამატება