Meds.ge » ჯანმრთელობა, დაავადებები, რჩევები » პრიაპიზმი (გრძელვადიანი და მტკივნეული ერექცია)

პრიაპიზმი (გრძელვადიანი და მტკივნეული ერექცია)

148

პრიაპიზმი არის ხანგრძლივი და ხშირად მტკივნეული ერექცია, რომელიც რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდება.

ამ დროს ერექცია არაა აუცილებლად სქესობრივ სტიმულაციასთან, ან აგზნებასთან კავშირში, და არ გაივლის ეაკულაციის შემდეგ (სპერმის პენისიდან გამოთავისუფლება).

ერექცია გრძელდება 4 საათზე მეტი დროის განმავლობაში. ამ დროს პენისი გამაგრებულია, დრეკადობა კი დაკარგული აქვს, მაგრამ პენისის თავი რბილი რჩება. პენისი ასევე შეიძლება მტკივნეული ან მგრძნობიარე იყოს.

პრიაპიზმის შემთხვევაში, აუცილებელია დაყოვნებლივი სამედიცინო დახმარება. თუ მას არ ვუმკურნალებთ 24 საათის განმავლობაში, პენისი შესაძლოა სამუდამოდ დაზიანდეს და მომავალში შეიქმნას ერექციის პრობლემები.

პრიაპიზმის ტიპები

არსებობს პრიაპიზმის სამი ძირითადი სახეობა:

  • მცირე რაოდენობის სისხლის (იშემიური) მიდინებით - ყველაზე გავრცელებული და სერიოზული ტიპი, რომელიც ჩვეულებრივ გამოწვეულია, პენისში სისხლის მცირე რაოდენობის სისხლის მიდინებით
  • სისხლის დიდი რაოდენობის (არა-იშემიური ტიპი) მიდინებით - შედარებით იშვიათი შემთხვევა, რომელიც ხშირად გამოწვეულია გენიტალიების ან პერინეუმის დაზიანებით (არე გენიტალიებსა და სწორ ნაწლავს შორის)
  • განმეორებადი, ან პერიოდული პრიაპიზმი - ეს სახეობა იშემიური პრიაპიზმის მსგავსია, მაგრამ ხასიათდება განმეორებებით, უფრო დიდ ხანს გრძელდება და ახასიათებს მტკივნეული ერექცია, რომელიც გრძელდება 2-3 საათის განმავლობაში.

რა იწვევს პრიაპიზმს?

პრიაპიზმი ხდება მაშინ, როდესც სისხლი, რომელიც აავსებს პენისის ღრუბელისმაგვარ ქსოვილებს, ერექციის დროს, ვეღარ გამოდის პენისიდან უკან. ეს შეიძლება გამოიწვიოს ნებისმიერმა პრობლემამ რომელიც მოქმედებს ნერვულ სისტემაზე, სისხლის მიმოქცევაზე, ან ორივეზე ერთად. მაგალითად:

  • ნამგლისებრუჯრედოვანი ანემიის (გენეტიკური დაავადება, როდესაც სისხლის უჯრედები ანომალიური სტრუქტურისაა) გართულება
  • ზოგიერთი წამლის იშვიათი გართულებებით, როგორიცაა ანტიფსიქოტური აგენტები, ან ანტიკოაგულანტები.

პრიაპიზმის მკურნალობა

იშემიური (სისხლის დაბალი რაოდენობის მიდინებითი) პრიაპიზმის მკურნალობა დიდი ალბათობით უფრო ეფექტური იქნება, როდესაც ის ადრეულ ეტაპზევე დაიწყება.

პენისიდან სისხლის გამოსადენად, ჩვეულებრივ რეკომენდირებულია ასპირაცია, რომელიც გულისხმობს სისხლის გამოდევნას ნემსის საშუალებით.

თუ ამან შედეგი ვერ მოგვცა, შესაძლოა პენისში შეიყვანონ მედიკამენტი, რომელიც მის სისხლძარღვებს შეავიწროებს და სისხლს გამოიყვანს პენისიდან.

თუ ვერც ერთმა ტიპის მკურნალობამ შედეგი ვერ გამოიღო, მაშინ მიმართავენ ქირურგიულ ჩარევას. არსებობს სხვადასხვანაირი პროცედურა, რომელიც დამოკიდებულია პრიაპიზმის სახეობაზე.

რამდენად ხშირია პრიაპიზმი?

ზოგადად პრიაპიზმი იშვიათი მდგომარეობაა, თუმცა ის ხშირია ადამიანთა ზოგიერთ ჯგუფში, რომლებიც ამ მდგომარეობის განვითარების მაღალ რისკ ჯგუფში ხვდებიან. მაგალითად: მამაკაცები, რომლებსაც აქვთ ნამგლისებრ-უჯრედოვანი ანემია, ან მამაკაცები რომლებიც სვამენ ერექციული დისფუნქციის წამლებს.

ნამგლისებრუჯრედოვანი ანემიით დაავადებული 10-დან 9 მამაკაცს და 4-დან ერთ ბიჭს განუვითარდება პრიაპიზმის სულ მცირე ერთი ეპიზოდი მაინც.

ერექციული დისფუნქციის წამლების შედეგად განვითარებული პრიაპიზმის შემთხვევები ბევრად იშვიათია და 1000-იდან დაახლოებით ერთს ემართება.

კომენტარის დამატება