Meds.ge » ჯანმრთელობა, დაავადებები, რჩევები » პრე-ეკლამფსია

პრე-ეკლამფსია

140

პრე-ეკლამფსია ისეთი დაავადებაა, რომელიც ემართებათ ორსულ ქალებს, ორსულობის მეორე ნახევრის პერიოდში (დაახლოებით 20 კვირიდან) ან მალევე ბავშვის დაბადების შემდეგ.

პრე-ეკლამფსიის ადრეული ნიშნებია მაღალი წნევა (ჰიპერტენზია) და ცილა შარდში (პროტეინურია). დაბალი ალბათობაა იმისა, რომ თქვენ ამ ნიშნებს შეამჩნევთ, მაგრამ ისინი შესამჩნევია რუტინული ანტენატალური გასინჯვების ჩატარებისას.

ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლოა განვითარდეს სხვა სიმპტომებიც, როგორებიცაა:

  • ფეხის, კოჭების, სახისა და ხელების შეშუპება სითხის შეკავების გამო (ედემა)
  • ძლიერი თავის ტკივილი
  • მხედველობის პრობლემები
  • ნეკნებს ქვემოთ ტკივილი.

თუ პრე-ეკლამფსიის სიმპტომებს შეამჩნევთ, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ან მიმართეთ თქვენს ექიმს.

მიუხედავად იმისა, რომ ბევრი შემთხვევა მსუბუქია, თუ მას არ ვუმკურნალებთ და არ მოვახდენთ მის მონიტორინგს, შესაძლოა შედეგად დადგეს სერიოზული გართულებები, როგორც დედისთვის ასევე ბავშვისთვისაც. რაც უფრო ადრე მოვახდენთ პრე-ეკლამფსიის დიაგნოზირებასა და მონიტორინგს, მით უკეთესი შედეგი გვექნება დედისთვის და ბავშვისთვის.

ვის ემართება?

მსუბუქი პრე-ეკლამფსია გამოვლენილია ორსულობათა 6%-ში, რთული შემთხვევები კი ორსულობათა 1-2 %-შია.

არსებობს სხვადასხვა რამ, რაც ზრდის მის რისკს, ესენია:

  • ორსულობამდე დიაბეტის, სისხლის მაღალი წნევის ან თირკმელების დაზიანების ქონა
  • სხვა სამედიცინო მდგომარეობის ქონა, როგორიცაა მგლურა ან ანტიფოსფოლიდური სინდრომი
  • წინა ორსულობისას განვითარებული პრე-ეკლამფსია.

სხვა მიზეზები, რამაც ასევე შეიძლება მცირედით გაზარდოს ამ მდგომარეობის განვითარების რისკები:

  • ამ მდგომარეობის ოჯახური ისტორია (თუ თქვენს ოჯახში სხვას სჭირდა ეს დაავადება)
  • 40 წელს გადაცილებული ასაკი
  • წინა ორსულობიდან 10 წელზე მეტი დროის გასვლა
  • 1-ზე მეტ ბავშვზე ორსულობა (ტყუპები, ან სამი ბავშვი ერთდროულად)
  • სხეულის მასის ინდექსის 35 და უფრო მეტის ქონა.

თუ ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზებიდან გექნებათ ორი ან უფრო მეტი ერთდროულად, შანსები უფრო მეტად გაიზრდება.

თუ მოიაზრებით მაღალი რისკის ჯგუფში, შეიძლება შემოგთავაზონ ასპირინის მცირე დოზა ყოველდღიურად, ორსულობის მეთორმეტე კვირიდან ბავშვის გაჩენამდე.

რა იწვევს პრე-ეკლამფსიას?

პრე-ეკლამფსიის ზუსტი გამომწვევი მიზეზი უცნობია, მაგრამ ფიქრობენ რომ პრობლემა პლაცენტასთანაა დაკავშირებული (ორგანო, რომელიც აკავშირებს დედისა და ბავშვის სისხლის მიმოქცევის სისტემებს).

პრე-ეკლამფსიის მკურნალობა

თუ დაგიდგინდათ პრე-ეკლამფსიის დიაგნოზი, მაშინ სპეციალისტმა უნდა გაგსინჯოთ. ეს როგორც ჩვეულებრივ, საავადმყოფოში ხდება.

საავადმყოფოში ყოფნისას მოახდენენ მონიტორინგს დაავადების სიმძიმის განსასაზღვრად და იმის დასადგენად, გესაჭიროებათ თუ არა საავადმყოფოში დარჩენა.

პრე-ეკლამფსიისგან განკურნების ერთადერთი გზა ბავშვის გაჩენაა, ასე რომ ბავშვის გაჩენამდე ან ხელოვნურად საკეისრო კვეთის დანიშვნამდე საჭიროა რეგულარული მონიტორინგი. საკეისრო კვეთის ჩატარება ნორმალურ შემთხვევებში ორსულობის 37-38 კვირებში იქნება, მაგრამ უფრო რთულ შემთხვევებში შეიძლება ჩატარდეს მანამდეც.

ამ ეტაპზე (37 კვირის შემდეგ), მშობიარობა შეიძლება ხელოვნურად დაგაწყებინონ (ინდუცირებული) ან შესაძლოა საკეისრო კვეთა (ბავშვის ამოყვანა მუცლის გაჭრის შემდეგ) ჩაგიტარდეთ.

რეკომენდირებულია მედიკამენტებიც, რომლებიც დაწევს სისხლის წნევას იმ დროის განმავლობაში, როდესაც ბავშვის დაბადებას ელოდებით.

გართულებები

მიუხედავად იმისა, რომ პრე-ეკლამფსიის შემთხვევათა უმეტესობა არ იწვევს პრობლემებს, ან მალევე გამოსწორდება ბავშვის დაბადების შემდეგ, არსებობს რისკი სერიოზული გართულებებისა, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს ბავშვზეც და დედაზეც.

პრე-ეკლამფსიის რისკი არის, რომ დედას შეიძლება განუვითარდეს კრუნჩხვები, რომელსაც “ეკლამფსია” ეწოდება. ეს კრუნჩხვები შეიძლება საშიში აღმოჩნდეს დედისა და ბავშვის სიცოცხლისთვის, თუმცა ასეთი შემთხვევები იშვიათია.

კომენტარის დამატება