Meds.ge » ჯანმრთელობა, დაავადებები, რჩევები » პოსტ-ნატალური დეპრესია (მშობიარობის შემდგომი დეპრესია)

პოსტ-ნატალური დეპრესია (მშობიარობის შემდგომი დეპრესია)

182

პოსტნატალური დეპრესია, ანუ მშობიარობის შემდგომი დეპრესია, არის დეპრესიის ისეთი ტიპი, რომელსაც განიცდიან ქალები ბავშვის დაბადების შემდეგ.

ეს საკმაოდ ხშირი პრობლემაა და ქალების 10%-ზე მეტს ემართებათ მშობიარობის შემდეგ 1 წლის განმავლობაში. ეს პრობლემა იშვიათად შეიძლება დაემართოთ მამებსაც.

პოსტნატალური დეპრესია ხშირად შეიძლება არც იყოს შესამჩნევი, ქალებმა არ იციან რომ ეს მდგომარეობა აქვთ, მიუხედავად იმისა რომ თავს კარგად არ გრძნობენ.

თუ ფიქრობთ, რომ შეიძლება გქონდეთ დეპრესია, აუცილებლად, რაც შეიძლება სწრაფად მიმართეთ სამედიცინო დახმარებას, რადგან მკურნალობის გარეშე, სიმპტომები შეიძლება თვეების განმავლობაში გაგრძელდეს და გაუარესდეს, რაც გავლენას მნიშვნელოვან იქონიებს თქვენზე, ბავშვზე და თქვენს ოჯახზეც.

სწორდი დახმარების შედეგად, რაც მოიცავს თვით-დახმარების სტრატეგიებს და თერაპიებს, ქალების უმრავლესობა სრულიად ჯანმრთელდება.

ნიშნები და სიმპტომები

მშობიარობის შემდეგ პირველი კვირის განმავლობაში მრავალი ქალი თავს ცუდად (ცუდ ხასიათზე) გრძნობს. ეს მოიაზრება რომ ნორმალური მდგომარეობაა, გამოწვეულია ჰორმონალური ცვლილებებით და არ გრძელდება ორ კვირაზე მეტ ხანს.

თუ სიმპტომები უფრო მეტ ხანს გაგრძელდა, ან დაიწყო უფრო გვიან,, ეს შეიძლება პოსტნატალური დეპრესიის ნიშანი იყოს. დეპრესიის ეს სახეობა მშიბოარობიდან პირველი წლის განმავლობაში ნებისმიერ დროს შეიძლება დაიწყოს.

პოსტნატალური დეპრესიის ნიშნებია:

  • მოწყენილობის და უხასიათობის ხანგრძლივი შეგრძნება
  • ხალისის დაკარგვა და გარე სამყაროსადმი ინტერესის ნაკლებობა
  • ენერგიის ნაკლებობა და მუდმივი დაღლილობა
  • ღამით დაძინების სიძნელე და დღისით ძილიანობა
  • ბავშვთან კავშირის დამყარების სიძნელე
  • სხვა ადამიანებთან კონტაქტის გაწყვეტა
  • კონცენტრაციის და გადაწყვეტილების მიღების პრობლემები
  • საშიში აზრები, მაგალითად ბავშვის დაზიანებაზე.

მრავალი ქალი ვერ ამჩნევს, რომ მათ პოსტნატალური დეპრესია სჭირთ, რადგან ეს მდგომარეობა თანდათანობით ვითარდება.

გაიგეთ მეტი პოსტნატალური დეპრესიის სიმპტომების შესახებ.

როდის მივმართოთ ექიმს?

თუ ფიქრობთ, რომ თქვენს პარტნიორს, ნათესავს ან მეგობარს აქვს პოსტნატალური დეპრესიის ნიშნები და სიმპტომები, დაეხმარეთ და წააქეზეთ ის, რომ მივიდეს ექიმთან.

მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ პოსტნატალური დეპრესია არის ჩვეულებრივი ავადმყოფობა. თუ ის გაქვთ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ თქვენი შვილი არ გიყვართ და მასზე არ ზრუნავთ. არ ელოდოთ, რომ ეს მდგომარეობა თავისით გაივლის. გახსოვდეთ, რომ:

  • არსებობს დახმარების სხვადასხვა საშუალებები, მათ შორის თერაპიებიც
  • დეპრესია არის დაავადება
  • დეპრესიის განვითარება არ არის თქვენი ბრალი, ეს ნებისმიერს შეიძლება დაემართოს
  • დეპრესია არ ნიშნავს, რომ ცუდი მშობელი ხართ
  • დეპრესია არ ნიშნავს სიგიჟეს და არ ნიშნავს, რომ გიჟდებით
  • ამ დროს არ მოგაშორებენ ბავშვს.

პოსტნატალური დეპრესიის მკურნალობა

პოსტნატალური დეპრესია შეიძლება იყოს განმარტოვების, სტრესისა და შიშის შეგრძნების მიზეზი, მაგრამ ამის სამკურნალო ბევრი გზა არსებობს.

  • თვით-დახმარების ტექნიკა - ისეთი საშუალებები რაც თქვენ თვითონ შეგიძლიათ გააკეთოთ, მათ შორის მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან საუბარი თქვენი გრძნობების შესახებ, შეგიძლიათ სთხოვოთ მათ დახმარება, გამოყოთ დრო თქვენი თავისთვის და ისეთი რაღაცეები კეთებისთვის რაც განიჭებთ სიამოვნებას, შეძლებისდაგვარად დასვენება, კარგად გამოძინება, რეგულარული ვარჯიში, სწორი კვება და ბალანსირებული დიეტა
  • ფსიქოლოგიური თერაპია - ექიმმა ასევე შეიძლება გირჩიოთ ფსიქოლოგიური დახმარების მიღებაც, როგორიცა კოგნიტიურ-ქცევითი თერაპია
  • ანტიდეპრესანტები - ეს შეიძლება დაინიშნოს, თუ დეპრესია უფრო მძიმე ფორმაშია, ან თუ სხვა სამკურნალო საშუალებებმა ვერ გამოიღეს სასურველი შედეგი. ამ შემთხვევაში ექიმი გამოგიწერთ ისეთი სახის ანტიდეპრესანტებს, რომლებიც უსაფრთხო იქნება ძუძუთი კვების დროს.

წაიკითხეთ მეტი პოსტნატალური დეპრესიის მკურნალობის შესახებ.

რა იწვევს პოსტნატალურ დეპრესიას?

პოსტნატალური დეპრესიის გამომწვევი ზუსტი მიზეზი არაა ცნობილი, მაგრამ ფიქრობენ, რომ მას რამდენიმე გამომწვევი აქვს. ესენი შეიძლება იყოს:

  • გონებრივი პრობლემების ისტორია, განსაკუთრებით წარსულში დეპრესიის ქონა
  • ორსულობისას გონებრივი პრობლემების ქონა
  • ორსულობის დროს და მშობიარობის შემდეგ დამხმარე ადამიანების ქრყოლა
  • მეუღლესთან ცუდი ურთიერთობა
  • ახლო წარსულში სტრესული მოვლენები, როგორიცაა მწუხარება, ან უბედური შემთხვევა ახლობელზე
  • ჰორმონული ცვლილებები ორსულობის შემდეგ, ზოგიერთი ქალი შესაძლოა მგრძნობიარე იყოს ამ ცვლილებების მიმართ.

ამ პრობლემების არქონის შემთხვევაშიც კი, ბავშვის გაჩენა ცხოვრების სტილის შეცვლას იწვევს და ამან ზოგჯერ შეიძლება თავისით გამოიწვიოს დეპრესია.

ზოგჯერ მშობლის ამპლუაში ადაპტირება გარკვეულ დროს საჭიროებს და ბავშბზე ზრუნვა შეიძლება სტრესული და გამომფიტველი იყოს.

შეიძლება პოსტნატალური დეპრესიის თავიდან აცილება?

მიუხედავად მრავალი კვლევისა, რმლებიც ჩატარებული იყო ამ პრობლემების თავიდან აცილების ტექნიკების გასარკვევად, ამჟამად არ არსებობს მტკიცებულებები, რომ რაიმე კონკრეტულმა აქტივობამ შეიძლება თავიდან აგვაცილოს მშობიარობის შემდგომი დეპრესია.

თუმცა, ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემების შემთხვევაში აუცილებლად მიმართეთ ექიმს ორსულობის პერიოდშივე, რადგან წინასწარი დაგეგმვა და ინფორმაციის ქონა უფრო გააადვილებს ამ პრობლემასთან გამკლავებას. ასევე შეიძლება უფრო გაგიადვილდეთ დროული აღმოჩენა ან სწორი მონიტორინგი.

მითები მშობიარობის შემდგომი დეპრესიის შესახებ

პოსტნატალური დეპრესიის შესახებ მრავალი მითი და გაუგებლობა არსებობს, ესენია:

  • ამბობენ, რომ პოსტნატალური დეპრესია უფრო მსუბუქია სხვა სახის დეპრესიებთან შედარებით - სინამდვილეში კი ეს სხვა სახის დეპრესიების მსგავსად სერიოზული მდგომარეობაა
  • ამბობენ, რომ პოსტნატალური დეპრესია გამოწვეულია ჰორმონალური ცვლილებებით - სინამდვილეში კი გამოწვეულია მრავალი სხვადასხვა ფაქტორით
  • ამბობენ, რომ პოსტნატალური დეპრესია მალევე გაივლის - სინამდვილეში კი ეს მდგომარეობა შეიძლება თვეებიც გაგრძელდეს, თუ არ დაინიშნა მკურნალობა. მცირე შემთხვევებში კი შეიძლება ძალიან ხანგრძლივადაც გაგრძელდეს
  • ამბობენ, რომ პოსტნატალური დეპრესია მხოლოდ ქალებს უვითარდებათ - სინამდვილეში კი ბავშვის გაჩენის შემდეგ მამაკაცების დაახლოებით 4%-საც უვითარდება.

კომენტარის დამატება