Meds.ge » ჯანმრთელობა, დაავადებები, რჩევები » პოლინოზი (თივისმიერი ცხელება)

პოლინოზი (თივისმიერი ცხელება)

131

თივისმიერი ცხელება არის ალერგიული მდგომარეობა, რომელიც ყოველ მეხუთე ადამიანს ემართება თავისი სიცოცხლის განმავლობაში.

თივისმიერი ცხელების სიმპტომებია:

  • ცემინება
  • სურდო
  • თვალების ქავილი.

თივისმიერი ცხელების სიმპტომებს იწვევს ადამიანის ალერგიულო რეაქცია ყვავილის მტვერზე.

ყვავილის მტვერი ეს არის წვრილი ნაწილაკების ერთობლიობა, რომელთაც წარმოქმნიან მცენარეები რეპროდუქციული ციკლის დროს. მტვერი შეიცავს ცილებს, რომელთა ცხვირში, თვალებში, ყელში და სინუსებში (პატარა ჰაერით სავსე ღრუები ლოყისა და შუბლის ძვლების უკან) მოხვედრამ შეიძლება გამოიწვიოს მათი შესიება, გაღიზიანება და ანთება.

ალერგია შესაძლოა გქონდეთ:

  • ხის მტვერზე, რომელიც გამოთავისუფლდება გაზაფხულზე
  • ბალახის მტვერზე, რომელიც გამოდის გაზაფხულის ბოლოს და ზაფხულის დასაწყისში
  • მცენარის მტვერზე, რომელიც გამოთავისუფლდება ადრეული გასაფხულიდან გვიან შემოდგომამდე.

ბევრი ადამიანი ამჩნევს, რომ მათი სიმპტომები უმჯობესდება ასაკის მატებასთან ერთად. პაციენტთა რაოდენობის ნახევარი აღნიშნავს, რომ მათი სიმპტომები რამდენიმე წლის განმავლობაში გაუმჯობესდა. ადამიანთა დაახლოებით  10%-20%-ს სიმპტომები სრულად უქრება.

მკურნალობა

თივისმიერი ცხელების განკურნება ამ ეტაპზე ვერ ხერხდება, თუმცა პაციენტთა უმეტესობას მკურნალობის ფონზე სიმპტომები უმსუბუქდება.

თივისმიერი ცხელების ყველაზე ეფექტური კონტროლი მტვრის ნაწილაკებთან შეხების თავიდან არიდებაა. თუმცა ეს ძალიან რთულია, განსაკუთრებით ზაფხულის თვეებში, როდესაც დროის უმეტესი ნაწილის გატარება გარეთ გსურთ. 

თივისმიერი ცხელების სამკურნალო საშუალებებს მიეკუთვნება ანტიჰისტამინები, რომლებსაც შეუძლიათ ალერგიული რეაქციების თავიდან აცილება და კორტიკოსტეროიდები (სტეროიდები), რომლებიც ამცირებენ ანთების დონეს და შესიებას.

არსებობს ბევრი შემთხვევა, როდესაც პაციენტები ცხელებას მკურნალობენ ფარმაცევტის მიერ მითითებული წამლებით. მაგრამ თუ თქვენ აღგენიშნებათ შედარებით მძიმე ფორმის სიმპტომები, მაშინ უმჯობესი იქნება თუ გაესაუბდებით თქვენს ექიმს და მიიღებთ მის მიერ რეკომენდირებულ მედიკამენტებს.

მუდმივი და მძიმე ფორმის თივისმიერი ცხელების სამკურნალოდ იყენებენ  მკურნალობის გარკვეულ ტიპს - იმუნოთერაპიას. ამ დროს თქვენ წარგიდგენენ ძალიან მცირე რაოდენობით მტვრის ნაწილაკებს, რის საშუალებითაც თქვენ  განიცდით რეზისტენტობას მისგან გამოწვეული ალერგიული ეფექტების მიმართ. თუმცა, ამ პროცესს შედეგის გამოსაღებად შესაძლოა დასჭირდეს მრავალი თვე, ან წლებიც კი.

ვის ემართება ეს დაავადება

თივისებრი ცხელება არის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი ალერგიული რეაქცია. დადგენილია, რომ ინგლისის მაცხოვრებლების დაახლოებით 10 მილიონს აწუხებს ეს პრობლემა.

თივისებრი ცხელება ხშირ შემთხვევებში იწყება ბავშვობიდან, ან თინეიჯერული წლებიდან, თუმცა შესაძლოა გამოვლინდეს ნებისმიერ ასაკში. რეაქცია უფრო ხშირია ბიჭებში. ზრდასრულ ასაკში, მამაკაცებს და ქალებს თანაბრად ემართებათ იგი.

თივისებრი ცხელება უფრო მეტად გვხვდება იმ ადამიანებში, სადაც არის ოჯახური განწყობა ალერგიების მიმართ, მაგალითად ასთმა ან ეგზემა.

თვით-დახმარების მეთოდები

ზოგჯერ შესაძლებელია გარკვეული გამაფრთხილებელი ზომების დაცვით თავიდან ავიცილოთ თივის ცხელებით გამოწვეული სიმპტომები, როგორებიცაა:

  • დახურული სათვალის ტარება, რათა შევაჩეროთ მცენარის მტვერის თვალში მოხვედრა
  • სახლში დაბრუნების შემდეგ გამოიცვალეთ ტანისამოსი და მიიღეთ შხაპი, რათა მოიშოროთ თქვენს ტანზე დაგროვილი მტვერი
  • ეცადეთ დარჩეთ სახლში, როდესაც მტვრის რაოდენობა მაღალია (50-ზე მეტი მარცვალი ერთ კუბურ მეტრ ჰაერში).
  • წაისვით მცირე რაოდენობით ვაზელინი ცხვირის ნესტოებში, რაც შეაფერხებს მტვრის ცხვირში მოხვედრას.

გართულებები

თივისებრი ცხელება არ წარმოადგენს სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობას, თუმცა შეუძლია  უარყოფითი გავლენა მოახდინოს ცხოვრების ხარისხზე. ადამიანებს, რომელთაც აქვთ ძალიან მძიმე ხარისხის თივისებრი ცხელება, შესაძლოა დაუქვეითდეთ პროდუქტიულობა სკოლასა და სამსახურში.  

თივისებრი ცხელების მორიგი ხშირი გართულებაა სინუსების ანთება (სინუსიტი). ბავშვებს თივისებრი ცხელების ფონზე ასევე შესაძლოა განუვითარდეთ  შუა ყურის ინფექცია.  

ალერგიული რინიტი

სეზონური ალერგიული რინიტი, თივისმიერი ცხელების სამედიცინო დასახელებაა. რინიტი ნიშნავს ანთებას ცხვირში.

ზოგიერთი ადამიანი, თივისმიერი ცხელების მსგავს სიმპტომებს განიცდის რაიმე ალერგიის მაპროვიცირებელ ნივთიერებასთან კონტაქტითაც, როგორიცაა მაგალითად მტვრის ტკიპები, ან ცხოველის ბეწვი.

გაიგეთ მეტი ალერგიული რინიტის შესახებ allergic rhinitis.

ყვავილის მტვრის რაოდენობის დათვლა

ყვავილის მტვრის რაოდენობის დათვლა გულისხმობს ჰაერში მისი რაოდენობის განსაზღვრას. რაც უფრო მაღალია ეს რაოდენობა, მით უფრო ძლიერი შეიძლება გახდეს თივისმიერი ცხელების სიმპტომები (თუმცა ეს დამოკიდებულია იმ სპეციფიური სახეობის მტცერზე, რომელზეც გაქვთ ალერგიული რეაქცია).

კომენტარის დამატება