Meds.ge » ჯანმრთელობა, დაავადებები, რჩევები » პერიკარდიტი

პერიკარდიტი

172

გული შემოსაზღვრულია სითხით სავსე ტომრით, პერიკარდიუმით.  მის შეშუპებას ეწოდება პერიკარდიტი.

პერიკარდიტის მთავარი სიმპტომი არის ტკივილი გულმკერდის არეში. ის შეიძლება იყოს უეცარი, მწვავე და ხანჯლის ჩაცემის მსგავსი ტკივილი მკერდის ძვლის უკან ან უფრო ყრუ ტკივილი. ის, უმეტესად, უარესდება წოლისას ან ჩასუნთქვისას და მსუბუქდება ჯდომისას.

პერიკარდიტი, ჩვეულებრივ, არ არის სერიოზული მდგომარეობა და მისი მართვა შეიძლება ჰოსპიტალიზაციის გარეშეც.

პერიკარდიტის ტიპები

არსებობს პერიკარდიტის სამი ძირითადი ტიპი:

  • მწვავე პერიკარდიტი - როდესაც სიმპტომები გრძელდება სამ თვეზე ნაკლებ ხანს (მკურნალობის ფონზე სიმპტომები, ჩვეულებრივ, ქრება ერთ კვირაში). ხშირად, ისინი ვლინდება, როგორც გრიპის მსგავსად
  • პერიოდული პერიკარდიტი - როდესაც პერიკარდიტის ეპიზოდები მეორდება
  • ქრონიკული პერიკარდიტი - პერიკარდიტის გართულება, როდესაც სიმპტომები გრძელდება სამ თვეზე მეტ ხანს.

როდის ვითარდება პერიკარდიტი?

უმეტეს შემთხვევაში პერიკარდიტის მიზეზი დაუდგენელია. თუმცა, უმეტესად ის ინფექციურია.

პერიკარდიტის სხვა გამომწვევი მიზეზებია გულმკერდის ტრავმა, გარკვეული სიმსივნეები და ზოგიერთი ისეთი მკურნალობა, როგორიცაა რადიოთერაპია ან ქიმიოთერაპია.

როგორ იკურნება პერიკარდიტი?

მწვავე პერიკარდიტის დროს, როგორც წესი, შეშუპების შესამცირებლად ინიშნება ისეთი მედიკამენტები, როგორიცაა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდები (ასა) (non-steroidal anti-inflammatory drugs (NSAIDs)). თუმცა ბაქტერიული ინფექციის შემთხვევაში შესაძლოა საჭირო გახდეს ანტიბიოტიკოთერაპია. პერიოდული პერიკარდიტის დროს, სიმპტომების განმეორების თავიდან ასაცილებლად, ხშირად ინიშნება კოლხიცინი (Colchicine).

ქრონიკული პერიკარდიტის მკურნალობა დამოკიდებული იქნება მის გამომწვევ მიზეზზე. ზოგიერთ შემთხვევაში მედიკამენტოზური მკურნალობა ეფექტურია, ზოგჯერ კი ქირურგიული ჩარევაა საჭირო.

გულის ტამპონადა

იშვიათად, პერიკარდიტმა შეიძლება განაპირობოს სერიოზული გართულების, გულის ტამპონადის განვითარება. ეს გულისხმობს პერიკარდიუმის შიგნით ჭარბი სითხის დაგროვებას. ეს სითხე აწვება გულს დიდი წნევით, რაც აფერხებს გულის ნორმალურ ფუნქციონირებას.

გულის ტამპონადას შეუძლია გამოიწვიოს შემდეგი სიმპტომები:

  • თავბრუსხვევა ან გულისწასვლის შეგრძნება
  • მხედველობის დაბინდვა
  • გულის ფრიალი
  • გულისრევა.

გულის ტამპონადა ასევე ვლინდება გულის კუნთის ანთების (მიოკარდიტის) დროს. ეს იწვევს გულის შეტევის მსგავს ტკივილს.

გულის ტამპონადა სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობაა და საჭიროებს დაუყოვნებელ მკურნალობას. თუ გაქვთ პერიკარდიტი გადატანილი და გაგივითარდათ ზემოთ ნახსენები სიმპტომები, დარეკეთ 112-ზე და გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება.

ვის უვითარდება პერიკარდიტი?

პერიკარდიტი საკმაოდ გავრცელებული გულის პათოლოგიაა. გულმკერდის არეში ტკივილის გამო საავდმყოფოში მომართვის შემთხვევათა დაახლოებით 5%-ში პერიკარდიტი დიაგნოზირდება. ის უფრო ხშირად მამაკაცებში გვხვდება. პერიკარდიტი შეიძლება ნებისმიერ ასაკში განვითარდეს, მაგრამ უმეტესად ახალგაზრდებში ვლინდება.

კომენტარის დამატება