Meds.ge » ჯანმრთელობა, დაავადებები, რჩევები » სიცხე ბავშვებში

სიცხე ბავშვებში

159

ცხელება მაღალი ტემპერატურაა. როგორც წესი, ბავშვებში 37.5°C-ზე მაღალი ტემპერატურა სიცხედ/ცხელებად ითვლება.

მშობელმა შესაძლოა ბავშვის მაღალი სიცხის გამო ძალიან ინერვიულოს. თუმცა, ცხელება ხშირია და ხშირად მკურნალობის გარეშეც ლაგდება.

სიცხის გაზომვა ხდება თერმომეტრის საშუალებით და უმჯობესია თუ გამოიყენებთ ციფრულ თერმომეტრს.

რა იწვევს მაღალ ტემპერატურას?

ცხელებების უმრავლესობა ინფექციებით ან სხვა ავადმყოფობებითაა გამოწვეული. ცხელება ორგანიზმს იმუნური სისტემის სტიმულაციის გზით, ინფექციებთან ბრძოლაში ეხმარება (იმუნური სისტემა ორგანიზმის ინფექციებისა და ავადმყოფობებისგან დამცავი ბუნებრივი სისტემაა).

სხეულის ტემპერატურის გაზრდის შედეგად, ცხელება ინფექციების გამომწვევ ბაქტერიებსა და ვირუსებს გადარჩენის შანსებს უმცირებს.

ცხელების გამომწვევი გავრცელებული მდგომარეობები მოიცავს:

  • ზედა სასუნთქი გზების ინფექციები
  • გრიპი
  • ყურის ინფექციები/ear infections
  • როზეოლა (ვირუსი, რომელიც ცხელებასა და გამონაყარს იწვევს)
  • ტონზილიტი
  • თირკმლის ან საშარდე გზების ინფექციები
  • ბავშვების გავრცელებული ავადმყოფობები, როგორებიცაა ჩუტყვავილა და ყივანახველა/whooping cough.

ბავშვს ცხელება შესაძლოა კბილების ამოსვლის დროსა/teething (როცა კბილების განვითარება იწყება) და აცრების/vaccinations შემდეგაც განუვითარდეს, ასევე შესაძლოა ტემპერატურის გაზრდა გადახურებამ, მაგალითად ზედმეტად თბილმა ტანსაცმელმა ან თეთრეულმა გამოიწვიოს.

როდის მივმართოთ სასწრაფო დახმარებას?

სასწრაფოდ დაუკავშირდით ექიმს თუ ბავშვი:

  • 3 თვემდე ასაკისაა და 38°C ან უფრო მაღალი სიცხე აქვს
  • 3-6 თვისაა და 39°C ან უფრო მაღალი სიცხე აქვს.

ასევე უნდა დაუკავშირდეთ ექიმს, თუ ბავშვს აქვს ავადმყოფობის სხვა ნიშნებიც, მაგალითად ხშირი ღებინება, კვებაზე უარის თქმა, ძილიანობა ან მოთენთილობა.

თუ ბავშვი სიცხის მიუხედავად თავს კარგად გრძნობს-მაგალითად, თუ თამაშობს და ყურადღებიანია - დიდი ალბათობით ის სერიოზულად ავად არ იქნება.

ცხელების მკურნალობა

თუ ბავშვს ცხელება აქვს, ძალიან მნიშვნელოვანია მათთვის დიდი რაოდენობით გრილი წყლის მიცემა, რომ თავიდან ავიცილოდ დეჰიდრატაცია. ჩვილებისთვის საჭიროა დიდი რაოდენობით სითხეები, როგორიცაა ძუძუს რძე ან საკვები ფორმულა (ხელოვნური რძე). მაშინაც კი, თუ თქვენს პატარას არ სწყურია, ორგანიზმში სითხის დონის შესანარჩუნებლად შეეცადეთ მცირე რაოდენობით წყალი, მაგრამ ხშირად დაალევინოთ.

ბავშვის ცხელების შესამცირებლად ასევე შეგიძლიათ გაითვალისწინოთ:

  • ბავშვი გრილად იყოს, თუ გარემო თბილია - მაგალითად, შეგიძლიათ შედარებით თხელი დასაფარებელი ან ზეწარი დააფაროთ საბნის მაგივრად (მაგრამ გარემოს შესაბამისად უნდა ჩააცვათ)
  • მათ ოთახში ტემპერატურა დაახლოებით 18°C უნდა იყოს (საჭიროების შემთხვევაში შეგიძლიათ ფანჯარაც გამოაღოთ)

სიცხის დასაწევად გრილი წყლით დაზელვა არ არის რეკომენდირებული.

სიცხის დამწევი საშუალებები

ბავშვების პარაცეტამოლი ან იბუპროფენი მოქმედებენ როგორც სიცხის დამწევებად, ასევე ტკივილგამაყუჩებლებადაც.მათი ერთდროულად მიცემა არ შეიძლება, თუმცა თუ ერთ-ერთი მათგანი არაეფექტური აღმოჩნდა, შეგიძლიათ მეორე მათგანი მოგვიანებით გამოიყენოთ.

სიცხის დამწევი წამლების მიცემა ყოველთვის არაა საჭირო - მაგალითად, თუ ბავშვი სიცხის გამო არაა შეწუხებული, ან მთავარი ავადმყოფობა არ აწუხებს, არ არის საჭირო მათი მიცემა სიცხის დასაწევად.

სიცხის დამწევი წამლების გამოყენებისას, ბავშვის ასაკის შესაბამისი სწორი დოზირებისა და სიხშირის შესახებ ინფორმაციისთვის, აუცილებლად გაეცანით წამლის მწარმოებლის ინსტრუქციას, რომელიც მოყვება წამალს შეფუთვაში.

ბავშვებში მაღალი ტემპერატურის მკურნალობის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის იხ. treating a high temperature in children.

უფრო სერიოზული ავადმყოფობები

ხანდახან, მაღალი ტემპერატურა ბავშვებში უფრო სერიოზულ ნიშნებთან და სიმპტომებთანაა დაკავშირებული, როგორიცაა:

  • სუნთქვის უკმარისობა
  • ღებინება
  • გამონაყარი
  • გულყრები/fits or seizures.

სავარაუდოდ სერიოზული ბაქტერიული დაავადებები შეიძლება იყოს:

  • მენინგიტი – მენინგების ინფექცია (მენინგები თავისა და ზურგის ტვინის შემომსაზღვრელი დამცავი მემბრანებია)
  • სეპტიცემია - სისხლის ინფექცია
  • საშარდე გზების ინფექცია
  • პნევმონია – ფილტვის ქსოვილის ანთება, რომელიც ხშირად ინფექციითაა გამოწვეული.

მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებაც, რომ ცხელების გამომწვევი პოტენციურად სერიოზული მიზეზები შედარები იშვიათია.

ჩვილებსა და ბავშვებში სერიოზული ავადმყოფობების ნიშნების ამოცნობის

კომენტარის დამატება