Meds.ge » ჯანმრთელობა, დაავადებები, რჩევები » სისტემური წითელი მგლურა (მგლურა)

სისტემური წითელი მგლურა (მგლურა)

275

მგლურა კომპლექსური, ცუდად შესწავლილი დაავადებაა, რომელიც აზიანებს სხეულის ბევრ სხვადასხვა ნაწილს და აქვს სიმპტომები, რომლებიც შეიძლება იყოს როგორც მსუბუქი, ასევე სიცოცხლისთვის საშიში.

მგლურას სახეობები

არსებობს მგლურას სახეობები, რომლებიც მოქმედებენ მხოლოდ კანზე, როგორიცაა ერითემატოზული (წითელი) დისკოიდური მგლურა და ქვემწვავე  კანის ერითემატოზული მგლურა. ასევე ზოგიერთმა წამალმა შეიზლება გამოიწვიოს მგლურას მსგავსი გვერდითი ეფექტები.

თუმცა, ტერმინი “მგლურა” ყველაზე ხშირად გამოიყენება უფრო ძლიერი ფორმის აღსაწერად, რომელსაც სისტემური ერითემატოზული მგლურა ეწოდება და რომელიც შეიძლება გამოვლინდეს სხეულის სხვადასხვა ადგილას, მათ შორის კანზე, სახსრებში და შიდა ორგანოებშიც.

მისი სიმპტომები შეიძლება იყოს როგორც მსუბუქი ფორმის ასევე მძიმეც და მრავალ ადამიანს აქვს ხანგძლივი პერიოდები რამდენიმე სიმპტომით, ან უსიმპტომოდაც და შემდეგ უცბათ ხდება მდგომარეობის აფეთქება, რომლის დროსაც სიმპტომები ძალიან ძლიერდება.

ამ მდგომარეობის მსუბუქი სიმპტომებიც კი შეიძლება იყოს ძალიან გამაღიზიანებელი და ჰქონდეს დიდი გავლენა ცხოვრების სტილზე.

ეს სტატია მიძღვნილია სისტემური ერითემატოზული მგლურას აღსაწერად.

ნიშნები და სიმპტომები

სისტემური წითელი მგლურა შეიძლება იწვევდეს სხვადასხვა სიმპტომებს, სხეულზე მისი გავრცელების ადგილზე დამოკიდებულებით. მისი ძირითადი სიმპტომებია:

  • ძლიერი დაღლილობა
  • კანის გამონაყარი - განსაკუთრებით სახეზე, მაჯებზე და ხელებზე
  • სახსრების ტკივილი და შეშუპება

რადგან ამ დაავდების სიმპტომები შეიძლება ძალიან ჰგავდეს სხვა მრავალი მდგომარეობის სიმპტომებს, მისი დიაგნოზირება ძეიძლება რთული აღმოჩნდეს.

თუ გაქვთ გაგრძლებული ან შემაწუხებელი სიმპტომები და გგონიათ, რომ გაწუხებთ მგლურა, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

რა იწვევს მგლურას?

მგლურა აუტოიმუნური მდგომარეობაა, რაც ნიშნავს, რომ ის გამოწვეულია იმუნური სისტემის პრობლემებით (სხეულის ბუნებრივი დამცავი სისტემა ავადმყოფობისა და ინფექციის წინააღმდეგ).მგლურას მქონე ადამიანებში, გაუგებარი მიზეზით, იმუნური სისტემა უტევს ჯანსაღ უჯრედებს, ქსოვილებსა და ორგანოებს.

ისევე, როგორც უფრო გავრცელებული აუტოიმუნური დაავადების, რევმატოიდული ართრიტის შემთხვევაში, მიიჩნევენ, რომ მგლურას განვითარებაზეც პასუხისმგებელია გენეტიკური და გარემო ფაქტორების კომბინაცია.

ვის ემართება?

სისტემური წითელი მგლურა იშვიათი დაავადებაა და შემთხვევათა 90% გვხვდება ქალებში. მისი შემთხვევების უმეტესობა იწყება ქალებში, რომლებიც სქესობრივად მომწიფებულობის ასაკში არიან (15-50 წელი).

მდგომარეობა უფრო იშვიათია ევროპული წარმოშობის თეთრ ადამიანებში და უფრო ხშირია აფრიკული, კარიბეული და აზიური წარმოშობის ადამიანებში.

მგლურას მკურნალობა

ამჟამად სისტემური წითელი მგლურას სამკურნალო მეთოდი არ ასებობს, მაგრამ სხვადასხვა მედიკამენტები გვეხმარება სიმპტომების შემსუბუქებასა და ორგანოების დაზიანების პროგრესირების პრევენციაში.

ეს წამლები მოიცავს:

  • ჰიდროქსიქლოროქვინი (hydroxychloroquine) - წამალი, რომელსაც ისტორიულად იყენებდნენ მალარიის სამკურნალოდ, მაგრამ ასევე შეიძლება გამოიყენებოდეს სისტემური წითელი მგლურას ზოგიერთი სიმპტომის სამკურნალოდ
  • კორტიკოსტეროიდები - ანთების საწინააღმდეგო წამლები
  • იმუნოსპრესანტები - წამლების ჯგუფი, რომელიც ასუსტებს იმუნურ სისტემას.

მეგობრების, ოჯახის წევრებისა და ჯანდაცვის სფეროს პროფესიონალების მხარდაჭერით სისტემური წითელი მგლურას მქონე ადმიანები ახერხებენ მათი დაავადების ეფექტურად მართვას.

პერსპექტივა

რამდენიმე ათეული წლის წინ სისტემური წითელი მგლურა მიიჩნეოდა სასიკვდილო მდგომარეობად, რადგანაც ადამიანთა უმრავლესობა იღუპებოდა გართულებებით დიაგნოზის დასმიდან რამდენიმე წლის შემდეგ.

მკურნალობაში არსებული მიღწევების შედეგად, ამჟამად სისტემური წითელი მგლურას მქონე ადამიანთა უმრალესობას აქვს ნორმალური, ან ნორმალურთან მიახლოებული ცხოვრება.

თუმცა, ამ მდგომარეობით დაავადებული ზოგიერთი ადამიანი, მაინც იმყოფება სიცოცხლისთვის საშიში გართულებების რისკ ჯგუფში, როგორიცაა შინაგანი ორგანოების და ქსოვილების დაზიანება, მათ შორის გულის შეტევის ან ინსულტის განვითარებაც.

სისტემურმა წითელმა მგლურამ და მისთვის განკუთვნილმა ზოგიერთმა წამალმაც, ასევე შეიძლება გაზარდოს პოტენციურად სერიოზული ინფექციების განვითარების რისკიც.

სისტემურმა სითელმა მგლურამ შეიძლება გავლენა იქონიოს როგორც შინაგან ორგანოებზე ასევე კანზეც.

კომენტარის დამატება