Meds.ge » ჯანმრთელობა, დაავადებები, რჩევები » სინუსური თავის ტკივილი

სინუსური თავის ტკივილი

156

სინუსური თავის ტკივილი არის თავის ტკივლის იშვიათი სახეობა, რომელიც გამოწვეულია სინუსების ანთებით (სინუსიტით). ამ დროს ადამიანს აქვს ყრუ, პულსაციური ტკივილი სახის ზედა ნაწილში.

ადამიანთა უმეტესობა ფიქრობს რომ სინუსური თავის ტკივილი აქვთ, როცა სინამდვილეში შეიძლება ჰქონდეთ შაკიკი ან მოჭერითი-ტიპის თავის ტკივილი.

ნებისმიერი სახის თავის ტკივილის დროს, რომელსაც ვერ იყუჩებთ ურეცეპტოდ გაცემული ტკივილგამაყუჩებლებით და განსაკუთრებით თუ ის გრძელდება ერთ კვირაზე მეტ ხანს, აუცილებლად უნდა მიხვიდეთ ექიმთან, რომ მან მოახერხოს სწორი დიაგნოზის დასმა და შესაბამისი მუკრნალობა.

რა იწვევს სინუსუ თავის ტკივილს?

სინუსები არის, თავის ქალაში არსებული, პატარა ზომის ჰაერით სავსე ღრმულები, რომელიც არის ცხვირის, თვალისა და ყვრიმალების უკან. ისინი იხსნებიან ცხვირში, ხელს უწყობენ ლორწოს ჩამოდინებას და ჰაერის ნორმალურ ცირკულაციას.

როდესაც ცხვირის მიმდებარე ადგილები და ზედა სასუნთქი სისტემა ინფიცირდება, მაგალითად გაციებისას, პატარა არხი რომელიც სინუსებს აერთებს ცხვირთან იკეტება. ეს ხელს უშლის ლორწოს გარეთ გამოსვლას და შესაბამისად აწვება სინუსებს. ეს მდგომარეობა ცნობილია სინუსიტის სახელით.

ბაქტერიისთვის გასანმრავლებლად, სასურველი ადგილია გაჭედილი ლორწო, ასე რომ ზოგჯერ ინფექცია ვითარდება სინუსებში, რაც ცნობილია როგორცსინუსიტი. მაგალითად ადამიანებში რომელთაც სინუსიტი აქვთ, წნევა სინუსებში იმდენად მატულობს რომ იწვევს ტკივილს, ან სინუსურ თავის ტკივილს.

გაციების დროს, შეიძლება ცხვირი გქონდეთ გაჭედილი, მაგრამ ეს გაივლის გაციებასთან ერთად. სინუსიტი და სინუსური თავის ტკივილი კი, შეიძლება გაგრძელდეს ბევრად დიდი ხანი. ეს ჩვეულებრივ ხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ბაქტერია დააინფიცირებს გაჭედილ ლორწოს ან სინუსები ალერგიის შედეგად ხშირად შუპდება.

სინუსური თავის ტკივილის ნიშნები და სიმპტომები

სინსური თავის ტკივილი მუდმივი, პულსირებული სახის ტკივილია (ძირითადად თვალების გარშემო, ყვრიმალებში და შუბლზე), ძირითადად მხოლოდ ერთ მხარეს. ყველაზე მეტად მტკივნეულია დილით, შუადღისთვის კი ტკივილი თანდათან მცირდება.

ტკივილი შეიძლება გაძლიერდეს თავის გამოძრავებასთან ერთად, ან თავის დახრისას, ან ტემპერატურის ცალებადობასთან ერთად (როცა თბილი ოთახიდან გადიხართ გარეთ, სიცივეში). ტკივილი ასევე შეიძლება გადაეცეს კბილებს, ზედა ყბას და თავის სხვა ადგილებს.

სახე ამ დროს შეიძლება იყოს შეშუპებული და შეხებაზე მგრძნობიარე. ასევე გამოვლენილი იქნევა სინუსიტის სიმპტომებიც, როგორიცაა მწვანე ან ყვითელი ლორწოვანი გამონადენი ცხვირიდან და მაღალი ტემპერატურა (სიცხე).

სინუსური თავის ტკივლის სიმპტომები ძალიან ჰგავს შაკიკისა და მოჭერითი ტიპის თავის ტკივილის, ამიტომ ზოგჯერ შეიძლება რთული იყოს მათი განსხვავება, მაგრა, სინუსური თავის ტკივილი ხდება, სინუსიტის სხვა სიმპტომებთან ერთად, როგორიცაა სიცხე და ცხვირიდან გამონადენი.

ზოგადად, თუ აღინიშნება სახის ტკივილი, ან თავის ტკივილი, მაგრამ არ არის გამოხტული სინუსიტის სხვა სიმპტომები, დიდი ალბათობით ეს იქნება შაკიკი ან ზეწოლითი ტიპის თავის ტკივილი.

სინუსური თავის ტკივილის მკურნალობა

სიმპტომების მსუბუქ ფორმაში გამოვლინების შემთხევვაში, მათი მკურნალობა სახლის პირობებშიც შესაძლებელია, შემდეგი მეთოდებით:

  • დასვენება და დიდი რაოდენობით სითხეების მიღება
  • ურეცეპტოდ გაცემული წამლების მიღება, როგორიცაა პარაცეტამოლი ან იბუპროფენი
  • ურეცეპტოდ გაცემული ცხვირის გამხსნელი საშუალებების გამოყენება, როგორიცაა ცხვირში ჩასაწვეთებელი წვეთები, ან სპრეის სახით, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ მათი გამოყენება არ შეიძლება ერთ კვირაზე მეტ ხანს
  • თბილი საფენების დადება სინუსებზე, რამდენიმე წუთით, დღეში რამდენიმეჯერ
  • ცხვირის შიგნიდან გამორეცხვა მარილიანი ცხვირის სპრეის, ან ხსნარის საშუალებით. ეს შეიძლება დაგეხმაროთ სინუსებში შეშუპების შემცირებაში, ლორწოს, ბაქტერიების და ალერგიის გამომწვევი ნებისმიერი ნაწილაკის გარეთ გამოტანით.

როდის უნდა მიმართოთ ექიმს?

მიმართეთ ექიმს, თუ თავის ტკივილმა არ გაგიარათ ერთი კვირის განმავლობაში, ან თუ გაუარესდა, ან გიმეორდებათ ხშირად. ექიმმა შეიძლება რეკომენდაცია მოგცეთ შემდეგ საშუალებებზე:

  • ანტიჰისტამინური ტაბლეტები - თუ სიმპტომები ალერგიითაა გამოწვეული
  • კორტიკოსტეროიდული ცხვირის სპრეი, ან წვეთები სინუსებში შეშუპების შესამცირებლად
  • ანტიბიოტიკები - თუ სიმპტომები გამოწვეულია ბაქტერიული ინფექციით. 

ზოგიერთ შემთხვევაში, ექიმმა შეიძლება გადაგამისამართოთ ყელ-ყურ-ცხვირის სპეციალისტთან, რომელიც დამატებითი ანალიზებით, შეეცდება სიმპტომების გამომწვევი მიზეზების დადგენას.

თუ მკურნალობის ვერანაირმა მეთოდმა ვერ გაამართლა, ყელ-ყურ-ცხვირის ექიმმა შეიძლება რეკომენდაცია გაუწიოს ქურურგიულ ოპერაციას, სინუსებიდან ჩამოდენის გასაუმჯობესებლად.

კომენტარის დამატება