Meds.ge » ჯანმრთელობა, დაავადებები, რჩევები » სინკოპე (გულის წასვლა)

სინკოპე (გულის წასვლა)

142

გულის წასვლა მოულოდნელი, დროებითი გონების კარგვაა, რასაც ხშირად დაცემა მოსდევს.

როცა გულის წასვლაზე საუბრობენ, მედიცინის მუშაკები ხშირად იყენებენ ტერმინ „სინკოპეს“, რადგან ეს გულის წასვლას სხვა დროებითი გონების კარგვისგან, მაგალითად გულყრისგან ან ტვინის შერყევისგან ასხვავებს.

გულის წასვლის დროს ადამიანი გონების დაკარგვამდე თავს სუსტად გრძნობს. გულის წასვლა ძირითადად რამდენიმე წამს გრძელდება.

ამ მდგომარეობას შეიძლება საერთოდ არ უძღოდეს რაიმე ნიშნები, მაგრამ ზოგიერთი ადამიანი გრძნობს ან განიცდის:

  • მთქნარებას
  • უეცარ წებოვან ოფლიანობას
  • გულისრევის შეგრძნებას
  • ხშირ, ღრმა სუნთქვას
  • დაბნეულობას
  • თავბრუსხვევას
  • დაბინდულ მხედველობას ან თვალების წინ ლაქების გაჩენას მხედველობის არეში
  • ყურებში ზარების რეკვის ხმას.

გაიგეთ მეტი გულის წასვლის სიმპტომების შესახებ.

რა უნდა მოიმოქმედოთ თუ თქვენ ან თქვენს გარშმო მყოფ ადამიანს მისდის გული

თუ გრძნობთ, რომ მიგდით გული (კარგავთ გონებას), დაწექით ისე, რომ თავი იყოს ფეხებზე უფრო ქვემოთ. ეს დაეხმარება სისხლის მიმოქცევას ტვინისკენ.

თუ შეუძლებელია დაწოლა, მაშნ დაჯექით ისე, რომ თავი ჩარგოთ ფეხებში (მუხლებში). თუ ფიქრობთ, რომ ვინმეს თქვენს გარშემო მისდის გული, დაეხმარეთ დაწოლაში, ან დასვით ისე, რომ თავი ჩარგოს მუხლებში.

თუ ადამიანმა დაკარგა გონება და არ მოვიდა გონზე 1-2 წუთის განმავლობაში, დააწვინეთ ის გამოჯანსაღების პოზაში.

აუცილებლად დარეკეთ 112-ზე და გამიოძახეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება და დარჩით დაზარალებულის გვერდით სასწრაფო დახმარების მოსვლამდე.

როდის უნდა მიმართოთ ექიმს?

შემთხვევათა უმრავლესობაში, ადამიანი 1-2 წუთში ფხიზლდება.

მიუხედავად ამისა, იშვიათ შემთხვევაში, გულის წასვლა სასწრაფო სამედიცინო დახმარებას საჭიროებს.

თუ გულწასული ადამიანი 1-2 წუთში გონს არ მოვიდა სასწრაფოს გამოსაძახებლად 999 უნდა აკრიფოთ.

რატომ მისდით გული?

გონების დაკარგვის უმეტესობა შემთხვევები არ არის საშიში და არ საჭიროებს დაუყოვებლივ მკურნალობას, მაგრამ იშვიათად ეს შეიძლება საჭიროებდეს სასწრაფო დახმარებას.

გულის წასვლის შემთხვევის შემდეგ აუცილებლად მიმართეთ ექიმს, თუ:

  • წარსულში არ გქონდათ ასეთი შემთხვევა
  • განიცდით გულის წასვლის განმეორებით ეპიზოდებს
  • გონების დაკარგვის დროს მოგივიდათ დაზიანება
  • გაქვთ დიაბეტი - ქრონიკული მდგომარეობა, რომელიც იწვევს სისხლში გლუკოზის ძალიან მაღალ დონეს
  • ხართ ორსულად
  • გაქვთ გულის დაავადების ისტორია - როდესაც გულში მიმავალი სისხლის ნაკადი იბლოკება ან ფერხდება
  • გაქვთ მკერდის ტკივილი, ან არარეგულარული გულისცემა, ან გონების დაკარგვამდე გაქვთ ძლიერი გულისცემა
  • გაქვთ შარდის ბუშტის ან ნაწლავების შეკავების კონტროლის დაკარგვა
  • ცნობიერების მოსვლას დასჭირდა რამდენიმე წუთზე მეტი.

თუ გონების დაკარგვის პირველი ეპიზოდი განვითარდა 40 წელს გადაცილებულ ადამიანში, მაშინ ეს შეიძლება უფრო სერიოზული თანმდევი პრობლემის ნიშანი იყოს და აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

გაიგეთ მეტი გულის წასვლის დიაგნოზირების შესახებ.

რა იწვევს გულის წასვლას?

ნორმალურად ფუნქციონირებისთვის ტვინი ჟანგაბდს საჭიროებს, რაც მას სისხლის მეშვეობით მიეწოდება. ტვინში სისხლის ნაკადის შეფერხება გულის წასვლას იწვევს.

ჩვეულებრივ, ტვინში შემცირებულ სისხლის დინებას ორგანიზმი მალევე ასწორებს, მაგრამ ამან შესაძლოა უცნაური შეგრძნება, ოფლიანობა და თავბრუსხვევა გამოიწვიოს. თუ ეს მდგომარეობა დიდხანს გაგრძელდა, შეიძლება გამოიწვიოს გულის წასვლა.

ტვინის სისხლმომარაგების შემცირების მრავალი მიზეზი არსებობს, თუმცა ჩვეულებრივ ეს ავტონომიური სისტემის ფუნქციონირების დროებით მოშლითაა გამოწვეული. ეს ნერვული სისტემის ნაწილს წარმოადგენს, რომელიც ორგანიზმის მრავალ ავტომატურ ფუნქციას, მათ შორის გულის ცემასა და სისხლის წნევას არეგულირებს. ამ ტიპის გულის წასვლას ნერვული მიზეზებით განპირობებულ სინკოპეს უწოდებენ და შეიძლება გამოწვეული იყოს:

  • ემოციური სტრესით,
  • ტკივილით,
  • ხანგრძლივი ფეხზე დგომით
  • ფიზიკური პროცესებით, როგორებიცაა ხველა, ცემინება ან სიცილი.

გაიგეთ მეტი გულის წავლის მიზეზების შესახებ.

გულის წასვლის მკურნალობა

გულის წასვლის მკურნალობა დამოკიდებულია მის სახეობაზე. ნერვული მიზეზებით გამოწვეული სინკოპეს უმრავლეს შემთხვევებში არ არის საჭირო დამატებითი მკურნალობის ჩატარება.

თუ ადგილი ჰქონდა გულის წასვლის ეპიზოდს, უნდა შევეცადოთ არ დავუშვათ შემდგომი ეპიზოდები. ამისთვის საჭიროა:

  • თავი ავარიდოთ გულის წასვლის ისეთ მიზეზებს, როგორიც არის სიცხე და ხალხმრავალი გარემო ან ემოციური სტრესი.
  • ვიყოთ ფხიზლად, რომ დროული რეაგირება მოვახდინოთ ისეთი სიმპტომის გამოვლენის დროს, როგორიცაა თავბრუსხვევა და დავწვეთ, რომ უფრო მეტი სისხლი მიეწოდოს თავის ტვინს.

კომენტარის დამატება