Meds.ge » ჯანმრთელობა, დაავადებები, რჩევები » სიმსივნე

სიმსივნე

141

კიბო დაავადებაა, რომლის დროსაც სხეულის გარკვეული ნაწილის უჯრედები უკონტროლოდ მრავლდებიან. კიბოს უჯრედებს ახლომდებარე ქსოვოლში და ორგანოებში ინვაზია (შეჭრა) და განადგურება შეუძლიათ. 

კიბო როგორც წესი ორგანიზმის ერთ ნაწილში იწყება და შემდეგ ვრცელება სხვაგან. ამ პროცესს მეტასტაზირება ქვია.

კიბოს 200-ზე მეტი სახეობა არსებობს, ყოველ მათგანს ერთმანეთისგან განსხვავებული დიაგნოსტიკა და მკურნალობა სჭირდება. ინფორმაცია კიბოს სხვადასხვა ტიპებზე სტატიაში მოცემულ ლინკებში შეგიძლიათ ნახოთ.

კიბოს ნიშნები

ორგანიზმში მიმდინარე ნორმალური პროცესების ცვლილება ან სიმპტომები, რომლებიც უჩვეულოა, კიბოს პირველადი მიმანიშნებელი შეიძლება იყოს.

მაგალითად: სხეულზე უეცრად გაჩენილი გამაგრებული ადგილი, აუხსნელი სისხლდენა ან კუჭის შეცვლილი მოქმედება და ა.შ. თუ შეამჩნევთ ასეთ ცვლილებებს აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

უმეტეს შემთხვევაში ამ სიმპტომების გამომწვევი არა კიბო, არამედ სხვა დაავადება იქნება. თუმცა, აუცილებელია, რომ მიმართოთ ექიმს რათა თქვენი სიმპტომები გამოიკვლიონ.

კიბოს განვითარების რისკების შემცირება

ცხოვრების სტილის უმნიშვნელო ცვლილებები საგრძნობლად ამცირებს კიბოს განვითარების რისკებს. მაგალითად: ჯანსაღი კვება, რეგულარული ვარჯიში (exercise) და სიგარეტის არ-მოწევა (not smoking) დაგეხმარებათ რისკების შემცირებაში.

წაიკითხეთ მეტი როგორ გვეხმარება ჯანმრთელი ცხოვრების წესი კიბოს განვითარების რისკების შემცირებაში (how a healthy lifestyle can help reduce your chances of developing cancer).

რამდენად ხშირია კიბო

კიბო ხშირი დაავადება. 2011 წელს, გაერთიანებულ სამეფოში კიბოს 331,500 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. სამიდან ერთ ადამიანზე მეტი ცხოვრების რაღაც ეტაპზე კიბოს რომელიმე სახეობით ავადდება. გაერთიანებულ სამეფოში, ყველაზე ხშირი კიბოს სახეობებია:

  • მკერდის კიბო (breast cancer)
  • პროსტატის კიბო (prostate cancer)
  • ფილტვის კიბო
  • ნაწლავის კიბო (bowel cancer)

კიბოს მკურნალობა

კიბოს სამკურნალოდ ყველაზე ხშირი მეთოდი ქირურგიული ოპერაციაა, რადგან ჩვეულებრივ მყარი სიმსივნეები შეიძლება ამოიკვეთოს ქირურგიულად.

თუმცა, ქირურგიული ოპერაციის შემდეგ, ორ ძირითად მეთოდს წარმოადგენს ქიმიოთერაპია (chemotherapy) (კიბოს საწინააღმდეგო ძლიერი მკურნალობის კურსი) და რადიოთერაპია (გამოიყენება მაღალი ენერგიის რენტგენის სხივები).

ლოდინი

კიბოს ზუსტი დიაგნოზის დასმისთვის რამდენიმე კვირა ან თვე შეიძლება გახდეს საჭირო. ვინაიდან კიბო ნელა, წლების მანძილზე ვითარდება, დიაგნოზის მოლოდინში გასულ ‘უმოქმედო’ რამდენიმე კვირას მკურნალობის ეფექტურობაზე გავლენა არ ექნება. პაციენტები, რომლებსაც სავარაუდოდ კიბოს სიმტომატიკა აქვთ, სპეციალისტთან ვიზიტამდე, ორ კვირაზე მეტი არ უნდა მოიცადონ.

კიბოს დიაგნოზის დადასტურების შემდეგ კი, მკურნალობის კურსის დაწყებამდე, პაციენტმა 31 დღეზე მეტი არ უნდა მოიცადოს.

კომენტარის დამატება