Meds.ge » ჯანმრთელობა, დაავადებები, რჩევები » სეფსისი

სეფსისი

295

სეფსისი არის გავრცელებული და სიცოცხლისათვის პოტენციურად საშიში მდგომარეობა. მას ინფექცია იწვევს.

ამ დროს იმუნური სისტემა გაძლიერებულად მუშაობს დაიწყება რეაქციები, მათ შორის ფართოდ გავრცელებული ანთება, შეშუპება და სისხლის შედედებასთან დაკავშირებულ დარღვევები, კერძოდ სისხლი დედდება. აღნიშნულმა შესაძლოა არტერიული წნევის მნიშვნელოვნად დაქვეითება გამოწვიოს, რაც იმას ნიშნავს, რომ სასიცოცხლო ორგანოებთან, როგორიცაა, თავის ტვინი, გული და თირკმელები, სისხლმომარაგება მცირდება.

დაუყოვნებელი მკურნალობის გარეშე, სეფსისი საბოლოოდ პოლიორგანულ უკმარისობასა და ფატალურ შედეგს იწვევს.

ყოველწლიურად, დიდ ბირტანეთში, დადგენილია, რომ 100,000-ზე მეტი ადამიანი ხვდება საავადმყოფოში სეფსისის დიაგნოზით და დაახლოებით 37,000 იღუპება.

სეფსისის ნიშნები და სიმპტომები

სეფსისის ადრეული ნიშნები, როგორც წესი, სწრაფად ვითარდება და მოიცავს:

  • მაღალ ტემპერატურას (ცხელება);
  • ციებასა და კანკალს;
  • გახშირებული გულისცემას;
  • ხშირ სუნთქვას;

ზოგიერთ შემთხვევაში, მწვავე სეფსისის ან სეპტიკური შოკისთვის დამახასიათებელი სიმპტომები (არტერიული წნევა ძალიან დაბალ დონეს აღწევს) მალევე ვლინდება. ეს შეიძლება მოიცავდეს:

  • თავბრუსხვევას ან სისუსტის შეგრძნებას;
  • დაბნეულობას ან დეზორიენტაციას;
  • გულისრევას ან ღებინებას;
  • ფაღარათს (დიარეას);
  • ცივ, წებოვან და ღია ან აჭრელებულ კანს;

წაიკითხეთ მეტი სეფსისის სიმპტომების შესახებ.

როდის უნდა მიმართოთ ექიმს

დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ინფექციის ან ტრავმის არსებობის შემთხვევაში და თუ გაქვთ სეფსისის შესაძლო ადრეული ნიშნები.

მწვავე სეფსისის და სეპტიკური შოკის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას. თუ ფიქრობთ, რომ თქვენ ან სხვას, თქვენი ზრუნვის ქვეშ მყოფს, აღენიშნება ნიშნები, დარეკეთ 112-ზე და მოითხოვეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება.

წაიკითხეთ მეტი სეფისის დიაგნოზირების შესახებ.

ვინ იმყოფება რისკის ქვეშ?

ჭრილობის ან უმნიშვნელო ინფექციის შედეგად, ნებისმიერ ადამიანს შეიძლება განუვითარდეს სეფსისი, განსაკუთრებით მათ, ვინც მეტად დაუცველია. ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ მყოფი ადამიანები შესაძლოა იყვნენ:

  • შესუსტებული იმუნური სისტემის მქონე დაავადებულები ან პაციენტები ისეთი მკურნალობით, რომელიც ასუსტებს იმუნურ სისტემას;
  • საავადმყოფოში მყოფი მძიმე დაავადების მქონე პაციენტები;
  • ძალიან ახალგაზრდები ან ძალიან მოხუცები;
  • ვინც ახლახანს ჩაიტარა ოპერაცია, ან მათ, ვისაც აქვს ჭრილობები, დაზიანებები მძიმე შემთხვევის შედეგად;

წაიკითხეთ მეტი სეფსისის გამომწვევი მიზეზების შესახებ.

სეფსისის მკურნალობა

სეფსისის ადრეულ სტადიაში აღმოჩენის შემთხვევაში, თუ არ არის დაზიანებული სასიცოცხლო ორგანოები, მისი მკურნალობა შესაძლებელია სახლის პირობებში, ანტიბიოტიკებით. ადამიანთა უმრავლესობას, რომელთაც აღნიშნულ სტადიაზე აღმოუჩენენ სეფსისს, სრულად გამოჯანმრთელდებიან.

მწვავე სეფსისისა და სეპტიკური შოკით ზოგიერთიადამიანი სავარაუდოდ საჭიროებს რეანიმაციულ განყოფილებაში მიღებას, სადაც შეძლებენ სხეულის ორგანოების დახმარებას, ინფექციის მკურნალობამდე.

სასიცოცხლოორგანოებთან დაკავშირებული პრობლემების შედეგად, მწვავე სეფსისით დაავადებული პაციენტები სავარაუდოდძალიანავად ხდებიან და ეს მდგომარეობა შეიძლება სიცოცხლისთვის საშიშიც აღმოჩნდეს.თუმცა, სწრაფად გამოვლენისადამკურნალობის შემთხვევაში, სეფსისიგანკურნებადიადახშირშემთხვევაშიმიდის სრულ გამოჯანმრთელებამდე არავითარი დარჩენილი პრობლემით.

წაიკითხეთ მეტი სეფსისი მკურნალობის შესახებ.

სეფსისი, სეპტიცემია და სისხლის მოწამვლა

სეფსისი ხშირად მოიხსენება როგორც სისხლის მოწამვლა ან სეპტიცემია, თუმცა არსებობს სხვადასხვა აზრი ამ ტერმინების შესახებ და მეცნიერები კამათობენ, რომ ეს ტერმინები (სისხლის მოწამვლა და სეპტიცემია) არ არის ბოლომდე ზუსტი შესატყვისი ამ დაავადებისთვის.

სეფსისი არ არის შეზღუდული მხოლოდ სისხთან დაკავშირებული პრობლემებით და შესაძლებელია ზემოქმედება მოახდინოს მთელ ორგანიზმზე სხვადასხვა ორგანოების ჩათვლით.

სეპტიცემია (სისხლის მოწამვლის მეორე სახელწოდება) გულისხმობს ბაქტერიის შეჭრას სისხლის მიმოქცევის სისტემაში და ეს სეფსისის ნაწილია. სეფსისი ასევე შესაძლებელია გამოწვეული იყოს ვირუსული ან სოკოვანი ინფექციებით, თუმცა ბაქტერიული ინფექციებით გამოწვეული სეფსისი ბევრად უფრო ხშირი მდგომარეობაა.

კომენტარის დამატება