Meds.ge » ჯანმრთელობა, დაავადებები, რჩევები » სასქესო ასოს კიბო (პენისის კიბო)

სასქესო ასოს კიბო (პენისის კიბო)

979

პენისის კიბო არის კიბოს იშვიათი სახეობა, რომელიც ვლინდება პენისის კანზე ან პენისში.

დიდ ბრიტანეთში პენისის კიბოს დიაგნოზს ყოველწლიურად დაახლოებით 550 მამაკაცს უსვამენ. პაციენტების უმრავლესობა 60 წელზე მეტი ასაკისაა.

ბოლო 30 წლის განმავლობაში, პენისის კიბოს შემთხვევები 20%-ზე მეტით გაიზარდა, რაც შესაძლოა სქესობრივი ურთიერთობის პრაქტიკის ცვლილებებით იყოს გამოწვეული. თუმცა, დიაგნოზირების, სტადიების დადგენის და მკურნალობის მეთოდების გაუმჯობესების გამო ამ მდგომარეობით სიკვდილიანობა ზოგადად შემცირებულია.

ნიშნები და სიმპტომები

პენისის კიბოს მანიშნებელი შეიძლება იყოს:

  • წამონაზარდი ან წყლული პენისზე, რომელიც არ შეხორცდება 4 კვირის განმავლობაში
  • სისხლდენა პენისიდან ან ჩუჩის ქვემოდან
  • ცუდი სუნის გამონადენი
  • პენისის ან ჩუჩის კანის გასქელება (გაუხეშება), რაც აძნელებს პენისის თავის გადაწევას (ფიმოზი)
  • პენისის ან ჩუჩის კანის ფერის ცვლილება
  • გამონაყარი პენისზე.

ასეთი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება სასწრაფოდ მიმართოთ ექიმს. მცირეა იმისი ალბათბა, რომ ეს სიმპტომები პენისის კიბოთი იყოს გამოწვეული, მაგრამ მათი შემოწმება და სწორი დიაგნოზის დასმა ძალიან მნიშვნელოვანია.

დიაგნოზირების დაყოვნებამ შეიძლება შეამციროს წარმატებული მკურნალობის შანსები.

პენისის კიბოს სახეობები

პენისი მრავალი სხვადასხვა სახის ქსოვილისგან შედგება და განვითარებული კიბოს სახეობაც დამოკიდებული იქნება იმ უჯრედის სახეობაზე, საიდანაც განვითარდება კიბო.

ყველაზე ხშირი სახეობებია:

  • ბრტყელუჯრედოვანი პენისის კიბო, იგი შეადგენს შემთხვევათა 90% და ვითარდება პენისის ზედაპირის უჯრედებიდან
  • კარცინომა ინ სიტუ (კის) -  ბრტყელუჯრედოვანი კიბოს სახეობა, რომლის დროსაც ზიანდება მხოლოდ ზედაპირის უჯრედები და არ ვითარდება სიღრმისეულად
  • ადენოკარცინომა -კიბო, რომელიც ვითარდება პენისის ჯირკვლოვან უჯრედებში, რომლებიც გამოყოფენ ოფლს
  • პენისის მელანომა -როდესაც კიბო ვითარდება კანის იმ უჯრედებში, რომლებიც კანს აძლევენ ფერს.

რა იწვევს პენისის კიბოს?

პენისის კიბოს ზუსტი გამომწვევი მიზეზი უცნობია, თუმცა არსებობს ფაქტორები, რომლებიც ზრდიან მისი განვითარების რისკს.

ადამიანის პაპილომა ვირუსის (human papillomavirus (HPV)(ვირუსი, რომელიც იწვევს გენიტალურ მეჭეჭებს) მატარებელ მამაკაცებს პენისის კიბოს განვითარების რისკი უფრო მაღალი აქვთ. კვლევების მიხედვით, პენისის კიბოს მქონე მამაკაცების 47%-ს ასევე ჰქონდა ადამიანის პაპილომა ვირუსი.

პენისის კიბოს განვითარების რისკ ფაქტორია ასევე ასაკი. ეს მდგომარეობა იშვიათად უვითარდებათ 40 წლამდე მამაკაცებს და ყველაზე ხშირად უვითარდებათ 60 წელზე მეტი ასაკის მამაკაცებს.

სიგარეტის მოწევა საგრძნობლად ზრდის პენისის კიბოს რისკს. სიგარეტის კვამლში შემავალი ქიმიური ნივთიერებები აზიანებენ პენისის უჯრედებს, რაც ზრდის კიბოს განვითარების რისკს.

პენისის მდგომარეობები, როგორიცაა ფიმოზი (როდესაც ძნელდება პენისის თავის გადაწევა), ზრდის ინფექციების, მაგალითად ბალანიტის (balanitis) განვითარების რისკს. განმეორებით ინფექციები კი დაკავშირებულია პენისის ზოგიერთი სახეობის კიბოს განვითარების უფრო გაზრდილ რისკებთან, რადგან ამ განმეორებითმა ინფექციებმა შეიძლება შეასუსტოს იმუნური სისტემა.

დიაგნოზი

პენისის კიბოს დიაგნოზის დასასმელად ან მის გამოსარიცხად ექიმი პაციენტს გასინჯავს პენისის კიბოს ნიშნებზე და ასევე კითხავს სიმპტომების შესახებ და თუ როდის განვითარდა ისინი.

ოჯახის ექიმმა პაციენტი შეიძლება გაგზავნოს სპეციალისტთან დამატებით გამოკვლევებზე. პაციენტის ჯანმრთელობის ზოგადი მდგოამრეობის შესამოწმებლად და სისხლის უჯრედების დასათვლელად შეიძლება დანიშნონ სისხლის ანალიზის ჩატარება.

დიაგნოზის დასადასტურებლად შესაძლოა საჭირო გახდეს ბიოფსიის გაკეთება, ამ დროს ხდება ქსოვილის მცირე ზომის ნიმუშის აღება სხეულიდან და მისი მიკროსკოპულად შესწავლა.

მკურნალობა

პენისის კიბოს მკურნალობა დამოკიდებულია დაზიანებული ადგილის დიდიდეზე და კიბოს გავრცელების სიჩქარეზე.

მაგალითად, კარცინომა ინ სიტუს უმეტეს შემთხვევებში, როდესაც მხოლოდ კანის უჯრედებია დაზიანებული, მკურნალობა ხდება ქიმიოთერაპიული კრემის გამოყენებით, ან ლაზერული ქირურგიის დახმარებით კანის დაზიანებული ადგილის ამოკვეთით. ქირურგიული ოპერაციის შემდეგ ძირითადად უკეთებენ კანის გადანერგვას.

პენისის კიბოს ისეთი შემთხვევების დროს, როდესაც კიბო არ არის ძალიან ადრეულ სტადიაში, მკურნალობის ძირითადი მეთოდებია:

  • ქირურგიული ოპერაცია
  • რადიოთერაპია
  • ქიმიოთერაპია.

ქირურგიული მეთოდით მკურნალობაში შედის კიბოს უჯრედების სრულად და მასთან მდებარე ქსოვილების მოშორება.

უმეტეს შემთხვევაში, ოპერაციის შემდეგ შესაძლებელია პენისის ცვლილებების შესწორება რეკონსტრუქციული ქირურგიით. ამ დროს დამატებით ქსოვილს )კანს და კუნთებს) იღებენ სხეულის სხვა ნაწილიდან და აკეთებენ ახალ ფუნქციონირებად პენისს.

თუმცა, ადრეული დიაგნოსტიკა და თანამედროვე ქირურგიული ტექნიკები საშუალებას გვაძლევს შევინარჩუნოთ პენისის ქსოვილის დიდი ნაწილი.

პენისის კიბოს მკურნალობის განუყოფელ ნაწილს შეადგენს პაციენტის საზარდულის მიმდებარე ლიმფური ჯირკვლების შემოწმება, რომ განისაზღვროს ხომ არ არის კიბო უფრო გავრცელებული. ამის შესამოწმებლად იყენებენ გამოკვლევას, რომელიც ცნობილია “სადარაჯო ლიმფური კვანძის” ბიოფსიით. ზოგიერთ შემთხვევაში საჭირო ხდება ამ ლიმფური ჯირვლების ამოკვეთა.

როგორც კიბოს სხვა შემთხვევების დროს, პენისის კიბოს პროგნოზიც დამოკიდებულია დიაგნოზირების დროს კიბოს სტადიაზე.

დიდი ბრიტანეთის კიბოს კვლევის ცენტრის ვებგვერდზე შესაძლებელია უფრო მეტი ინფორმაციის მიღება პენისის კიბოს სტადიებზე და მისი მკურნალობის მეთოდებზე (ინფორმაცია ინგლისურ ენაზეა):  staging penile cancer and the types of treatment for cancer of the penis.

პრევენცია

პენისის კიბოს პრევენცია ყოველთვის ვერ ხერხდება, თუმცა შესაძლებელია  ამ დაავადების განვითარების რისკების შემცირება.

სიგარეტის მოწევის შეწყვეტა საგრძნობლად ამცირებს მის განვითარებას. ასევე მნიშვნელოვანია პენისის კარგი ის დაცვა, რათა არ მოხდეს ინფექციების და ვირუსების განვითარება.

პენისის ჰიგიენაში შედის:

  • პრეზერვატივის გამოყენება, ადამიანის პაპილომა ვირუსის თავიდან აცილების მიზნით
  • პენისის რეგულარულად დაბანა, თბილი წყლით, რაც მოიცავს თავის გადაწევას და ჩუჩის შიგნით დაბანასაც.

წაიკითხეთ მეტი პენისის ჯამრთელობის შესახებ penis health.

რა არის კიბო?

ორგანიზმი შედგება მილიონობით სხვადასხვა სახეობის უჯრედებისგან. კიბო ვითარდება მაშინ, როდესაც ზოგიერთი უჯრედები იწყებენ ანომალიურ ზრდას და გამრავლებას.

როდესაც კიბო მოქმედებს ორგანოზე და მყარ ქსოვილზე, ის იწვევს წამონაზარდის გაჩენას და სიმსივნის წარმოქმნას. კიბო სხეულის ნებისმიერ ადგილზე შეიძლება განვითარდეს.

კომენტარის დამატება