Meds.ge » ჯანმრთელობა, დაავადებები, რჩევები » საზარდულის თიაქარი

საზარდულის თიაქარი

336

თიაქარი ხდება მაშინ, როდესაც სხეულის შინაგანი ნაწილი დასუსტებული კუნთის კედლის საშუალებით მის ახლომდებარე ქსოვილში ჩადის.

ჩვეულებრივ, კუნთები საკმარისად ძლიერია იმისთვის, რომ ნაწლავები და შინაგანი ორგანოები თავის ადგილზე გააჩეროს, თუმცა სუსტ ადგილებში შესაძლოა თიაქარი განვითარდეს.

რა არის საზარდულის თიაქარი

საზარდული თიაქარი ყველაზე ხშირია სხვადასხვა სახეობის თიაქრებს შორის. თიაქარი შესაძლოა საზარდულის არეში ჩანართის სახის გამოჩნდეს ან სათესლე პარკის (სათესლე ჯირკვლები რაშიც არის მოთავსებული) მტკივნეული გადიდება გამოიწვიოს.

ჩანართი როგორც წესი ფეხზე დგომისას ჩანს და ჰორიზონტალურ მდგომარეობაში ქრება.

რა იწვევს სააზრდულის თიაქარს

საზარდული თიაქარის დროს, ნაწლავის ცხიმოვანი ქსოვილი ან ნაწლავი საზარდულის არეში ბარძაყის ზევით ჩადის. ეს დასუსტებული კუნთის ხარჯზე ხდება და საზარდულის არხში არასასურველი ქსოვილი ხვდება. 

საზარდულის არხით მამაკაცებში სისხლძაარღვები სათესლეებისკენ მიემართება ქალებში კი იქ მრგვალი მყესი (რომელიც საშვილოსნოს შემოსაზღვრავს) გაივლის.

საზარდულის თიაქარი უმეტესწილად კაცებს, ასაკთან ერთად ემართებათ. ეს იმიტომ, რომ დროთა განმავლობაში მუცლის კუნთები სუსტდება.

საზარდულის თიაქარი უცებ შეიძლება დაემართოს ადამიანს. მაგალითად გაჭინთვისას, თუ კუჭის შეკრულობა (constipation) აქვთ ან მძიმე საგნის აწევისას. თიაქარი ხანგრძლივ, გაგრძელებულ ხველასთანაც ასოცირდება.

როდის არის ოპერაცია საჭირო

საზარდულის თიაქარის გამოსასწორებლად ოპერაციის დროს ადგილ შეცვლილ ქსოვილს უკან აბრუნებენ და დასუსტებულ კუნთს ამაგრებენ.

ოპერაცია რეკომენდირებულია თუ პერსისტენტული სიმპტომები გაქვთ, ან გართულებების რისკი მაღალია.

საზარდულის თიაქარის გართულებებია:

  • ობსტრუქცია - ამ დროს ნაწლავი ფემორალურ სადინარში იჭედება, რაც იწვევს: გულის რევის შეგრძნებას, პირღებინებას, მუცლის ტკივილს და საზარდულში მტკივნეულ ჩანართს.
  • ჩაჭედვა - ნაწლავის ნაწილი იჭედება და სისხლის ნაკადი უწყდება. ამ დროს სასწრაფო ოპერაციაა საჭირო ნაწლავის გამოსათავისუფლებლად და სისხლის მიმოქცევის აღსადგენად.

მართალია ოპერაცია თიაქარს გამოსწორებს, მაგრამ შესაძლოა ის კვლავ დაემართოს ადამიანს.

როგორ მიმდინარეობს ოპერაცია

საზარდულის თიაქარის გამოსწორების ორი გზა არსებობს:

  • ღია ოპერაცია - განაკვეთს აკეთებენ და ქირურგი გამოსულ ქსოვილს უკან მუცლის ღუში აბრუნებს
  • ლაპარასკოპირული ოპერაცია - ნაკლებად ინვაზიური, მაგრამ უფრო ძნელი შესასრულებელი. სხეულზე პატარა განაკვეთებს აკეთებენ და სხვადასხვა ინსტრუმენტებით ცდილობენ თიაქარის გამოწორებას.

ორივე მეთოდს დადებით და უარყოფითი მხარეები აქვს. ოპერაცია ქირურგის გამოცდილებისა და პაციენტისთვის უფრო შესაფერი მეთოდის მიხედვით დაიგეგმება.

პაციენტის სახლში წასვლას ოპერაციის შემდეგ იმავე ან მომდევნო დღეს შეძლებს. მნიშვნელოვანია, რომ ოპერაციის შემდეგ ექიმის მოცემულ ინსტრუქციებს მიჰყვეთ. უნდა იკვებოთ სწორად, რათა თავიდან აიცილოთ კუჭის შეკრულობა, მოუარეთ ჭრილობას და არ  დაიტვირთოთ ფიზიკურად.

პაციენტების უმეტესობა ოპერაციიდან ექვს კვირაში სრულიად ჯანმრთელია, თუმცა ბევრი ადამიანი ოპერაციიდან ორ კვირაში ჯდება საჭესთან, იწყებს მუშაობას და მსუბუქ ფიზიკურ აქტივობას.

ოპერაციასთან დაკავშირებული რისკები

საზარდულის თიაქარის გამოსასწორებელი ოპერაცია რუტინული ოპერაციაა და ძალიან მცირე რისკის მატარებელია. თუმცა, ყოველი 10 პაციენტიდან 1-ს განმეორებით თიაქარი ემართება და 50 დაბრუნებული თიაქარიდან ერთი, ოპერაციიდან ორი წლის შემდეგ განვითარდება.

სხვა შესაძლო გართულებებია:

  • თიაქარის ადგილას სისხლის ან სითხის დაგროვება (ეს როგორც წესი მკურნალობის გარეშე თავისით გაივლის)
  • კაცებში პენისის ფუძის ან სათესლე ჯირკვლების დალურჯება და მტკივნეული შეშუპება
  • საზარდულის არეში ტკივილის და დაბუჟების შეგრძნება ოპერაციის დროს ნერვების დაზიანების გამო
  • სათესლე ჯირკვლებში სისხლის მიწოდების შეფერხება
  • სპერმის გადამტანი მილის დაზიანება.

გართულებები უფრო ხშირია 50 წელს ზევით და სხვა დაავადების, მაგალითად გულის დაავადების (heart disease) ან სუნთქვის პრობლემების მქონე პაციენტებში.

კომენტარის დამატება