Meds.ge » კლინიკები » ენდორფინი – ესთეტიკური მედიცინისა და სამედიცინო მასაჟის კლინიკა
ინგლისურის მასწავლებელი თქვენთვის!

ენდორფინი – ესთეტიკური მედიცინისა და სამედიცინო მასაჟის კლინიკა

მდებარეობა
map pin თბილისი, მუხიანი, II მ/რ, დუმბაძის გამზ., ბიზნეს ცენტრი
$ENTRY_TITLE$
ენდორფინი – ესთეტიკური მედიცინისა და სამედიცინო მასაჟის კლინიკა
გახსნა/დახურვა გაიგე მეტი კლინიკის შესახებ

ესთეტიკური მედიცინისა და სამედიცინო მასაჟის კლინიკა „ენდორფინი“ დაარსდა 2015 წლის 30 მაისს და აქცენტირებულია მაღალი ხარისხის მომსახურებაზე, ყველა სეგმენტისათვის მისაღებ ფასად. ის  სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს:  აღჭურვილია 2015 წლის გერმანული აპარატურით და დაკომპლექტებულია კვალიფიციური ექიმებით. კლინიკა არის მრავალპროფილიანი.  მოიცავს: დერმატო-კოსმეტოლოგიას, მასაჟს, ეპილაციას.

ჩვენი მაღალკვალიფიციური გუნდის მიზანია, კლინიკაში მოსულ ყოველ ადამიანს, ენერგია და სიჯანსაღე დავუბრუნოთ და  მათი სილამაზის იდეალიზებასა და გახანგრძლივებაზე ვიზრუნოთ. ხოლო, ბავშვებისთვის, 3 თვიდან 14 წლამდე,  კლინიკაში მოქმედებს  სარეაბილიტაციო მასაჟის პროგრამა.

ასევე, კლინიკაში ფუნქციონირებს მასაჟის შემსწავლელი კურსები „ENDORPHIN SCHOOL“, სადაც ისწავლება: სამკურნალო, სარეაბილიტაციო, პედიატრიული, ანტიცელულიტური, სპა, ლიმფოდრენაჟული მასაჟი; ფიზიოთერაპია, სამკურნალო ვარჯიშები.

კლინიკის მიზანი, საზოგადოებაში, ცხოვრების ჯანსაღი წესისა და თავის მოვლის კულტურის ხელშეწყობაა-როგორც ფიზიოლოგიურ, ასევე, ფსიქოემოციურ დონეზე. სახელწოდებიდან გამომდინარე, „ენდორფინი“ მომხმარებელს  კომფორტულ და სასიამოვნო გარემოს სთავაზობს. პროფესიონალთა გუნდი, გულდასმით სწავლობს და ინდივიდუალურად უდგება თითოეული პაციენტის პრობლემას, მის სრულ აღმოფხვრამდე.

ენდორფინი-ბედნიერებისა და სიხარულის ჰორმონების ჯგუფია. ისინი  თავის ტვინში გამომუშავდება და მათ, დაქვეითებული განწყობის ამაღლება და ადამიანის ემოციური მდგომარეობის განსაზღვრა შეუძლიათ.დადებითი განცდები, სისხლში, ენდორფინების დონის მატებას იწვევს. იმისთვის, რომ ორგნიზმში ენდორფინების გამოთავისუფლება გამოვიწვიოთ და თავი ბედნიერად ვიგრძნოთ, არსებობს ისეთი სასარგებლო და სასიამოვნო მეთოდები, როგორიცაა- მასაჟი, სხეულისა და სახის მოვლა, რაც ენდორფინის გამოყოფის ეფექტური სტიმულატორია და დამატებით სილამაზესთან ერთად, თავდაჯერებასა და თვითკმაყოფილებას  გმატებთ. ამ ყოველივეს მიღება, კლინიკა „ენდორფინში“, ჩვენი სპეციალისტების დახმარებით  შეგიძლიათ

კომენტარები

user avatar servisebi.ge