Meds.ge » კლინიკები » კარდიოექსპრეს დიაგნოსტიკა
ინგლისურის მასწავლებელი თქვენთვის!

კარდიოექსპრეს დიაგნოსტიკა

მდებარეობა
map pin თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ 83/11
$ENTRY_TITLE$
კარდიოექსპრეს დიაგნოსტიკა
გახსნა/დახურვა გაიგე მეტი კლინიკის შესახებ
გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გართულების დროული გამოვლენა და მისი მკურნალობა წარმოადგენს თანამედროვე მედიცინის უდიდეს პრობლემას. აქ იგულისხმება ხამდაზმული არტერიული ჰიპერტენზია(BP),ავთვისებიანი არტერიული ჰიპერტენზია(როცა არტერიული წნევის მაღალი ციფრები ძნელად ქვეითდება მკურნალობის ფონზეც), გულის არტერიების ანუ კორონარული არტერიების დაავადების ქრონიკული ფორმები)(SCAD).აღნიშნული დაავადებები ხშირად შერწყმულია ისეთ გავრცელებულ პათოლოგიასთან, როგორიცაა სიმსუქნე. მათი თანაარსებობა უმეტესად რთულდება გულის უკმარისობით (LVEF<49c/o-45c/o),მიოკარდიუმის ინფარქტით,ინსულტით.
პაციენტთა უმრავლესობაში არტერიული ჰიპერტენზიის და კორონალური არტერიების დაავადების დადგენა შესაძლებელია მხოლოდ ანამნეზის და ისეთი ელემენტარული
გამოკვლევების საფუძველზე, როგორიცაა არტერიული წნევის ხშირი გაზომვა და ეკგ მონიტორინგი. თუმცა ექოკარდიოგრაფია, ფიზიკური და ლაბორატორიული ტესტები
საჭიროა დიაგნოზის დასაზუსტებლად და მით უფრო–გართულებების გამოსავლინებლად.
კორონალური არტერიების ქრონიკული სტაბილური დაავადების (SCAD) სტენოკარდიით ანუ გულის ანგინით გამოვლინება ხშირია ახალგაზრდა და შუა ხნის მამაკაცებში, ხოლო საშუალო ასაკის ქალებში უფრო მეტად გვხვდება კორონალური არტერიების ფუნქციური დაავადება– ე.წ.მიკროვასკულური ანგინა და თუ ასეთ მდგომარეობას თან ახლავს სიმსუქნე და ინსულინორეზისტენტობა , ეს ქმნის დაავადების გართულების უფრო მაღალ რისკს.
ამ მიზნით, შპს ,,კარდიოექსპრეს–დიაგნოსტიკა“ და სააფთიაქო ქსელი ,,ფარმა გიდი“ ერთობლივად ატარებს გულ–სისხლძარღვთა დაავდებების გართულებული ფორმების და სიმსუქნის კორექციის პროგრამას. პროგრამის ფარგლებში დაავადებათა დიაგნოსტიკური და პროგნოზული შეფასება ხდება ერთდროულად–კარდიოლოგისა და ნურტიციოლოგ–
დიეტოლოგის ჰარმონიული მუშაობით.
თანაგადახდის საფუძველზე პაციენტს შევთავაზებთ გამოკვლევების ძვირადღირებულ
პაკეტს: სულ რაღაც 70 ლარად 235 ლარის ნაცვლად.
პაკეტი მოიცავს:
1)ელექტროკარდიოგრამა
2) ტრანსთორაკალური ექოკარდიოგრაფია 2D ფორმატით PHILIPS
SONOS 7500
3)ლაბორატორიული მომსახურება:
ა)სისხლის საერთო ანალიზი
ბ) შარდის საერთო ანალიზი
გ)INR , PT, PI(პროთრომბინის დრო, ინდექსი)
დ)გლუკოზისადმი ტოლერანტობის განსაზღვრის ტესტი
ე)კრეატინინის განსაზღვრა სისხლში
ვ)ლიპიდური პროფილის განსაზღვრა სისხლში
4)კარდიოლოგის კონსულტაცია
5) ნუტრიციოლოგ– დიეტოლოგის კონსულტაცია
6) განმეორებითი უფასო კონსულტაციები (კარდიოლოგი, ნუტრიციოლოგი)
ორი კვირის ვადაში
პაციენტთა რაოდენობა შეზღუდულია
ჩაწერა ხდება ცხელი ხაზის მეშვეობით შემდეგ ნომრებზე:
2 53-73-00; 2-95-00-33;
577–27–99–25; 571–89–02–02

კომენტარები

user avatar servisebi.ge