კარიტასის ამბულატორია
საქართველოში მცხოვრები მოწყვლადი ადამიანების დახმარება და ქველმოქმედების, სამართლიანობის, ადამიანისეული რესურსების განვითარების ხელშეწყობა ქრისტიანული ღირებულებების გათვალისწინებით და თითოეული ადამიანის ღირსებისადმი პატივისცემით
სახარებისგან, ეკლესიის სოციალური სწავლებისგან, გასაჭირში მყოფი ადამიანების გამოცდილებებისა და იმედებისგან შთაგონებული, საქართველოს კარიტასი ქართულ საზოგადოებაში „სიყვარულის ცივილიზაციის“ ჩამოყალიბებაზე მუშაობს და მიზნად ისახავს:
თითოეული ბავშვის, ქალისა და მამაკაცის ადამიანური ღირსების და ფუნდამენტური უფლებების დაცვასა და პატივისცემას;
მშვიდობის, თავისუფლების, სამართლიანობის, გულმოწყალების, სოლიდარობის ხელის შეწყობასა და დაფასებას;
საერთო საზოგადოებრივი ინტერესების ინდივიდუალურ ინტერესებზე მაღლა დაყენებას;
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, გაჭირვებული და სოციალურად დაუცველი ადამიანების რესურსების განვითარებას და მათ სოციალიზაციას;
გარემოს დაცვასა და პატივისცემას
კომენტარები