Meds.ge » კლინიკები » ევრომედცენტრი
ინგლისურის მასწავლებელი თქვენთვის!

ევრომედცენტრი

მდებარეობა
map pin თბილისი, ვაჟა-ფშაველას 75
$ENTRY_TITLE$
ევრომედცენტრი
გახსნა/დახურვა გაიგე მეტი კლინიკის შესახებ

„ევრომედცენტრი" დაფუძნებულია ევროპის მენოპაუზის, ევროპის  ცერვიკალური   კიბოს,  ამერიკის კლინიკური ონკოლოგიის ასოციაციისა,  ევროპის ონკოლოგიური სკოლის წევრთა და ევროპის ნევროლოგთა ასოციაციის წევრების მიერ და მოიცავს მედიცინის ისეთ დარგებს როგორიც არის: გინეკოლოგია, ზოგადი თერაპია, კარდიოლოგია, ნევროლოგია, უროლოგია, მამოლოგია, ენდოკრინოლოგია.

„ევრომედცენტრში" მუშაობენ  უმაღლესი კატეგორიის ექიმები, მეცნიერებათა დოქტორები და პროფესორები, რომლებიც სერტიფიცირებულები არიან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების საუკეთესო კლინიკურ ცენტრებში  და რომლებიც დაეხმარნენ მრავალ ადამიანს გადაეწყვიტათ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები.
ცენტრი აღჭურვილია თანამედროვე ლაბორატორიულ-დიაგნოსტიკური აპარატურით (უნივერსალური ულტრასონოსკოპი,  მამოგრაფი, კარდიოგრაფი). და გთავაზობთ   დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ფართო სპექტრს რომელიც მოიცავს ზემოთ აღნიშნულ მედიცინის  განხრებს.

მხოლოდ ჩვენს ცენტრში შესაძლებელია ქალისა და მამაკაცის პათოლოგიური კლიმაქსის არამედიკამენტოზური მკურნალობა. მკურნალობის მეთოდი შემუშავებულია პროფესორ ია ვერულაშვილის მიერ და როგორც გამოგონება დამტკიცებულია ყოფილი საბჭოთა კავშირის გამოგონებისა და აღმოჩენების საქმეთა სახელმწიფო კომიტეტების მიერ.

მეთოდის უნიკალურობა მდგომარეობს იმაში, რომ კლიმაქტერული სინდრომის მკურნალობა წარმოებს იმპულსური დენით – ელექტროანალგეზია. ჩვენ მუდმივად ვნერგავთ როგორც დიანოსტიკის, აგრეთვე მკურნალობის ახალ მეთოდებს. „ევრომედცენტრის" ბაზაზე ტარდება ექიმთა უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამები.

კომენტარები

user avatar servisebi.ge