Meds.ge » კლინიკები » თალიზი
ინგლისურის მასწავლებელი თქვენთვის!

თალიზი

მდებარეობა
map pin თბილისი, ტაშკენტის #27
$ENTRY_TITLE$
თალიზი
გახსნა/დახურვა გაიგე მეტი კლინიკის შესახებ

კლინიკა თალიზი დაარსდა თბილისში 1998 წელს
ჩვენი კლინიკის მთავარ ღირებულებას წარმოადგენს თალიზის გუნდი რომლიც მუშაობს თალიზში კლინიკის დაარსების დღიდან. გუნდური მუშაოპის პრინციპი და 22 წლიანი გამოცდილება წარმოადგენს ჩვენი კლინიკის მთავარ ფასეულობას.
დაარსების დღიდან ჩვენ მუდმივად ვცვლიდით რისი შეცვლაც შეგვეძლო და ყოველთვის ვიღებდით იმას, რაც გვსურდა. ეს იყო ცვლილებები წარმატებისთვის. ჩვენ გაგვიმართლა: თავიდანვე ვიპოვეთ ის, რაც გვიყვარს – ჩვენი ცხოვრების მთავარი საქმე - თმის გადანერგვა.


კლინიკის ხელმძღვანელია გამოცდილი ქირურგი, თმის აღდგენითი ქირურგიის საერთაშორისო საზოგადოების (ISHRS), საქართველოს პლასტიკური, რეკონსტრუქციული და ესთეტიკური ქირურგიის (GEOPRAS), აკადემიკოს გრიგოლ მუხაძის ქირურგიული საზოგადოების წევრი ვაჟა ვადაჭკორია. მრავალწლიანი მოღვაწეობის პერიოდში ჩატარებული აქვს 15 000-ზე მეტი წარმატებული ოპერაცია თმის ტრანსპლანტოლოგიის, პლასტიკური და ზოგადი ქირურგიის სფეროში, მასთან ერთად ჩვენს კლინკაში მორვაწეობენ კლინიკის თანადამფუძნებლები, გამოცდილი თმის ტრანსპლანტოლოგები მარი გუგავა და ეკატერინე ყანდიაშვილი, ჩატარებული აქვთ 7000-ზე მეტი წარმატებული ოპერაცია თმის არდგენითი ქირურგიის სფეროში,  ასევე ექიმები ელისო მშვენიერაძე და ნინო ვადაჭკორია, სასწავლო პროგრამების ხელმძღვანელი, თმის აღდგენითი ქირურგიის საერთაშორისო საზოგადოების (ISHRS)  ასისტენტთა აღმასრულებელი საბჭოს კომიტეტის წევრი სალომე ვადაჭკორია.

ჩვენს კლინიკაში ყოველთვის გამოყენებოდა თმის გადანერგვის უახლესი ამერიკული ტექნოლოგიები. 2012 წლელს კლინიკა “თალიზში”  დამყარდა მსოფლიო რეკორდი – გადანერგილ იქნა  9688 გრაფტი (20 000 თმის ძირი). ერთ ოპერაციაში აღნიშნული რაოდენობის ფოლიკულების ერთ ეტაპად გადანერგვა რთულად მიღწევადია წამყვანი კლინიკებისთვისაც კი თანამედროვე თმის ტრანსპლანტოლოგიის მსოფლიო პრაქტიკაში.

ჩვენი კლინიკის მთავარ უპირატესობებს მიეკუთვნება მარალკვალიფიციური  გუნდის ეფექტური მუშაობის პრინციპები, რაც საშუალებას გვაძლევს მინიმალურ დროში 3-4 საათი ჩავატაროთ 5000-მდე თმის ძირის გადანერგვის მასშტაბური, მაღალტექნოლოგიური ოპერაციები. დღეისათვის ჩვენს კლინიკას შეუძლია მიაღწიოს სარეციპიენტო მიდამოში თმის ბუნებრივ სიხშირეს. განსაკუთრებით ნატიფი და მინიატურული ინსტრუმენტების გამოყენებით (მათ შორის იმპლანტერებით, რომელიც უკვე 10 წელზე მეტია დანერგილია ჩვენს კლინიკაში) შესაძლებელია 1 სმ2 გადაინერგოს 100-მდე ფოლიკულური გაერთიანება, რაც 200-მდე თმის პროდუქციას იძლევა. ასეთი სიხშირე თმის ტრანსპლანტაციაში იდეალურადაა მიჩნეული.

კლინიკა თალიზში მიღებულია სადონორო არის ტრიხოპიტული დახურვის ბაზაზე იდეალური პლასტიკისა და გადანერგილი თმების მაქსიმალური სიხშირის (ე. წ. კომპრესიის არარსებობის) კონცეფციები. სადონორო არის პლასტიკის შემდეგ ჩვენი პაციენტები აღარ საჭიროებენ ნაკერების მოხსნის უსიამოვნო პროცედურას და, რაც მთავარია, სადონორო არეში პრაქტიკულად აღარ ვითარდება ნაწიბურები. ეს იმას ნიშნავს, რომ ადგილები, საიდანაც თმის ძირებია აღებული, პრაქტიკულად შეუმჩნეველია სხვა ადამიანებისთვის.

დღეისათვის თალიზი თმის ტრანსპლანტაციის მსოფლიოში აღიარებული, ერთ-ერთი მოწინავე კლინიკაა, სადაც პაციენტები  ჩამოდიან მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. დღეისათვის ჩვენი ფილიალები და საკონსულტაციო ცენტრები ფუნქციონირებს ევროპისა და აზიის ქვეყნებში, ჩვენს კლინიკას გააჩნია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული ექიმთა დოპლომის შემდგომი განათლების ლიცენზია. ჩვენს სასწავლო ცენტრში სისტემატიურად მიმდინარეობს ქირურგ-ტრანსპლანტოლოგების მომზადება მსოფლიოს სხვადასხა ქვეყნებიდან.

თმის ტრანსპლანტაციის თანამედროვე ტექნოლოგიებსა და 22 წლიან გამოცდილებაზე დაყრდნობით ჩვენ თამამად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ თმის გადანერგვა ”თალიზში” ტარდება 2-3 საათში, ადგილობრივი ანესთეზიით სრულიად უმტკივნეულდ, რაც მთავარია გარანტირებული შედეგებით, გართულებებისა და გვერდითი მოვლენების გარეშე.  პოსტოპერაციულ პერიოდში არ ინიშნება არავითარი მედიკამენტები, პაციენტი არ საჭიროებს ტკივილგამაყუჩებელ საშუალებებს და იმავე დღეს უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს.

კომენტარები

user avatar servisebi.ge