Meds.ge » კლინიკები » ესთეტიკის ცენტრი მემ
ინგლისურის მასწავლებელი თქვენთვის!

ესთეტიკის ცენტრი მემ

მდებარეობა
map pin თბილისი, ფალიაშვილის ქ. N 6/1
$ENTRY_TITLE$
ესთეტიკის ცენტრი მემ
გახსნა/დახურვა გაიგე მეტი კლინიკის შესახებ

მაია მამალაძის ესთეტიკური მედიცინის ცენტრი MM 2010 წელს დაარსდა. მას შემდეგ ექიმი-დერმატოლოგი ამ სფეროს განვითარებას, ევროპული სტანდარტების საქართველოში დანერგვასა და საზღვარგარეთ მიღებული გამოცდილების გაზიარებას ემსახურება. MM-ში სახისა და სხეულის მოვლისთვის ყველა უახლესი მეთოდია დანერგილი, რასაც კიდევ უფრო ეფექტურს ჩვენი ცენტრის პროფესიონალ ექიმთა გუნდი და ტექნიკური მხარდაჭერა ხდის. MM-ის წარმატებულ საქმიანობას ხელს უწყობს მსოფლიოში წამყვანი ბრენდების პრეპარატებისა და აპარატურის ოფიციალური წარმომადგენლობა, იტალია – VISCODERM, PROFHILO, PLEXR PLUS, BIOREPEEL, შვეიცარია – ALIAXIN, საფრანგეთი – REVITACARE, ესპანეთი – PHFORMULA, ბრიტანეთი - ESTECHOC, აშშ - DERMALOGICA. ამ უმაღლესი ხარისხის პროდუქციით მუშაობის საშუალებას MM მთელი საქართველოს მასშტაბით არსებული კლინიკების კოსმეტოლოგებსაც აძლევს და ჩვენი ცენტრის ოფიციალური ტრენერი დერმატო-კოსმეტოლოგები თავადვე ზრუნავენ მათ გადამზადებაზე. MM მუდმივად ზრუნავს დერმატო-კოსმეტოლოგების კვალიფიკაციის ამაღლებაზე. MM-ის თანამედროვე აღჭურვილობის ტრეინინგ ცენტრი ხშირად მასპინძლობს მსოფლიოს წამყვან დერმატო-კოსმეტოლოგებს და პლასტიკურ ქირურგებს, რომლებიც ქართველ კოსმეტოლოგებს საკუთარ გამოცდილებასა და ესთეტიკურ მედიცინაში მკურნალობის უახლეს მეთოდებს უზიარებენ. გარდა ადგილობრივი ტრენინგებისა, MM ჩვენს პარტნიორ ექიმებს საშუალებას აძლევს საზღვარგარეთ გაიარონ სხვადასხვა თეორიული და პრაქტიკული სასწავლო კურსები, რაც მათ ცოდნის გაღრმავებასა და გამოცდილების მიღებაში ეხმარება. MM ინოვაციების აქტიურ ძიებაშია და მომხმარებელს მუდმივად სთავაზობს სიახლეებს. ჩვენი წარმატების საფუძველი არის პროფესიონალთა გუნდი, უმაღლესი ხარისხის პროდუქცია და საქმისადმი დიდი სიყვარული

კომენტარები

user avatar servisebi.ge