
მინიმალურად ინვაზიური ნეიროქირურგიის კლინიკა
მინიმალურად ინვაზიური ნეიროქირურგიის კლინიკა

შესაძლოა ექიმის ბინაზე გამოძახება.
"მინიმალურად ინვაზიური ნეიროქირურგიის კლინიკის" პროფილი:
- თავის ტვინის დაავადებები
- თავის ტვინის სისხლძარღვების დაავადებები
- პერიფერიული ნერვების დაავადებები
- ხერხემალის და ზურგის ტვინის დაავადებები
- სახსრების, იოგების და კუნთების დაავადებები
- რბილი ქსოვილის დაავადებები
- ემოციური სფეროს დაავადებები
დაავადების ტიპის და სიმძიმის მიხედვით პაციენტს შეიძლება დასჭირდეს სხვადასხვა სახის დიაგნოსტიკური ჩარევა და მკურნალობა. თქვენთვის საინტერესო ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ „მინიმალურად ინვაზიური ნეიროქირურგიული კლინიკის“ ვებგვერდზე:
- ამბულატორია - ხორციელდება პაციენტის კონსულტაცია (საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ექიმის ბინაზე გამოძახება), ტარდება ყველა ამბულატორიული სამკურნალო პროცედურა, ოპერაციის ან გადატანილი ინსულტის შემდგომი პერიოდის რეაბილიტაცია.
- სტაციონარი - ხორციელდება იმ პაციენტების სამედიცინო დახმარება, ვისაც ესაჭიროება გეგმიური და გადაუდებელი ოპერატიული ჩარევა, სტაციონარული მკურნალობა, ტექნიკურად რთული დიაგნოსტიკური პროცედურები (მაგნიტურ-რეზონანსული და კომპიუტერული ტომოგრაფია), ლაბორატორიული ანალიზები (თავზურგტვინის სითხე, სისხლი, შარდი).
ჩვენს კლინიკაში თქვენ მიიღებთ პროფესიონალურ მომსახურებას. შეგიძლიათ იხილოთ პაციენტთა შედეგები, დატოვოთ თქვენი შეფასებები ჩვენი მომსახურეობის ხარისხის შესახებ და ა.შ.
მოგვმართეთ ტელეფონის ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. ჩვენი სპეციალისტები პასუხებს გასცემენ თქვენ მიერ დასმულ კითხვებს და მოგცემენ რჩევებს
კომენტარები