ნეომედი
ნეომედი
გახსნა/დახურვა
გაიგე მეტი კლინიკის შესახებ
კლინიკა ”ნეო მედი” ფუნქციონირებს 2010 წლის სექტემბრიდან.
ჩვენ გთავაზობთ ონკოლოგიურ დაავადებათა პროფილაქტიკას, დიაგნოსტირებასა და მკურნალობას თანამედროვე მეთოდების გამოყენებით.
კლინიკა გათვლილია ორმოცდაათი პაციენტის მიღებაზე დღის განმავლობაში. ჩვენთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრინციპია - ინდივიდუალური მიდგომა თითოეული პაციენტისადმი. პირველი ვიზიტისთანავე პაციენტზე მზრუნველობს ადმინისტრატორი, რომელიც ფლობს მისი დიაგნოსტირებისა და მკუნალობის შესახებ მთელ ინფორმაციას.
მომსახურების ოპტიმიზაცია პაციენტის პირველადი მომართვიდან მკურნალობის დაწყებამდე დროის მინიმუმამდე დაყვანის საშუალებას გვაძლევს.
კლინიკა ”ნეო მედი” საქართველოში მოქმედი ყველა სადაზღვევო კომპანიის პროვაიდერი კლინიკაა, რაც განპირობებულია მომსახურების თანამედროვე სტანდარტებით, მაღალი ხარისხის მედიკამენტებითა და ხელმისაწვდომი ფასებით.
მკურნალობას უძღვებიან ევროპაში აკრედიტებული ქართველი სპეციალისტები.
სამკურნალო-დიაგნოსტიკური პროცესის ეფექტური მართვისთვის, ასევე მონაცემთა არქივაციისა და ანალიზისათვის ვიყენებთ უახლეს კომპიუტერულ პროგრამას, რომელიც შემუშავებული და ადაპტირებულია სპეციალურად კლინიკებისთვის. აღნიშნული პროგრამა ასევე საშუალებას იძლევა უზრუნველყოს პაციენტის შესახებ ინფორმაციის უსაფრთხოება და კონფიდენციალობა.
კომენტარები