Meds.ge » კლინიკები » ცედექსი
ინგლისურის მასწავლებელი თქვენთვის!

ცედექსი

მდებარეობა
map pin თბილისი, Irakli Abashidze str.61
$ENTRY_TITLE$
ცედექსი
გახსნა/დახურვა გაიგე მეტი კლინიკის შესახებ

კბილთა რესტავრაცია თანამედროვე კომპოზიტური საბჟენი მასალებით; ვინირება სარესტავრაციო მასალების გამოყენებით.
- ფესვთა არხების ენდოდონტიური მკურნალობა: ინსტრუმენტული დამუშავება და დაბჟენა ახალი ტექნოლოგიებითა და მეთოდებით.
- ლაზერის გამოყენებით, ანტიბაქტერიული ფოტოდინამიური თერაპიის მეთოდით პაროდონტის ანთებითი დაავადებების, პერიიმპლანტატების, სტომატიტების მკურნალობა; აღნიშნული მეთოდით ფესვთა არხების დეზინფექცია ენდოდონტიური მკურნალობისას.
- მინის კედლებში მოქცეულ სასტერილიზაციო სივრცეში, სტერილიზაციის ტექნოლოგიურ პროცესზე დაკვირვება და კონტროლი დისტანცირებულად.
- მოუხსნელი და მოსახსნელი ტიპის ორთოპედიული კონსტრუქციებით მკურნალობა: მეტალოკერამიკის გვირგვინები და ხიდისებრი კონსტრუქციები ძვირფასი და ნახევრადძვირფასი მეტალის კარკასით; ნეილონის დრეკადი პროთეზები (ვალპლასტი); ბიგელისებრი პროთეზები “ატაჩმენთა” სისტემის გამოყენებით; ტელესკოპური გვირგვინები; უმეტალო კერამიკის გვირგვინები; კერამიკული ვინირები და სხვა.
- პირის ღრუს სხვადასხვა სახის ამბულატორიული ქირურგიული მკურნალობა: მარტივი, რთული, რეტენციული კბილების ექსტრაქცია; ჰემისექცია, ფესვის ამპუტაცია, ფესვის მწვერვალის რეზექცია, ოდონტოგენური კისტების მკურნალობა; ღრძილების პლასტიკა, ნაფლეთოვანი ოპერაციები, კეთილთვისებიანი სიმსივნური წარმონაქმნების ქირურგიული მკურნალობა; ღია და დახურული სუბანტრალური აუგმენტაცია (Sinus Lift); ძვლის მიმართული რეგენერაცია PRP, კოლაგენური მემბრანების და ძვლის ბლოკების გამოყენებით; ენის და ტუჩის ლაგამის კორექცია; სრული და ნაწილობრივი მეორადი ადენტიის მკურნალობა დენტალური იმპლანტებით.
- კბილთა დგომის, კბილთა მწკრივის და თანკბილვის ანომალიების ორთოდონტიული მკურნალობა: მოსახსნელი ფირფიტოვანი კონსტრუქციებით, ფუნქციონალური აპარატებით და მეტალის, კერამიკული, გამჭვირვალე და კომპოზიტური თანამედროვე, მოუხსნელი ე.წ. “ბრეკეტ” (ბრეის) სისტემებით.
- სტომატოლოგიურ კლინიკას “ცედექსი“ მინიჭებული აქვს დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) განხორციელების აკრედიტაცია. კლინიკაში რეზიდენტების მზადება მიმდინარეობს თერაპიულ და ორთოპედიულ სტომატოლოგიაში

კომენტარები

user avatar servisebi.ge