ეროვნულ სკრინინგ ცენტრი
ეროვნულ სკრინინგ ცენტრი
გახსნა/დახურვა
გაიგე მეტი კლინიკის შესახებ
უფასო გამოკვლევები შენთვის და შენი ოჯახის წევრებისთვის. ტელ: +995 322 20 35 35
ა(ა)იპ ეროვნული სკრინინგ ცენტრი დაფუძნებულია თბილისის მერიის მიერ 2008 წელს. ცენტრის მიზანია სხვადასხვა ლოკალიზაციის კიბოს პრევენცია, ადრეული დიაგნოსტიკის გზით.
დაფუძნებიდან მცირე ხანში, ეროვნული სკრინინგ ცენტრის საქმიანობა ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების ყურადღების ქვეშ მოექცა. 2009 წლის 21 იანვარს, ევროპელი პარლამენტარების სამიტზე, საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის ქართული პროგრამა სამაგალითოდ აღიარეს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისათვის და დააჯილდოვეს სპეციალური პრიზით - "სიბრძნის მარგალიტი". დღემდე, ეროვნულ სკრინინგ ცენტრს ორჯერ მიენიჭა "ქართული ხარისხის ნიშანი" და მისი მენეჯმენტის ხარისხი და მომსახურება შეფასდა როგორც საუკეთესო.
სადღეისოდ, ეროვნული სკრინინგ ცენტრი სკრინინგის პროგრამას ახორციელებს საქართველოს მოქალაქეებისთის, რაც მოიცავს უფასო გამოკვლევებს ძუძუს, საშვილოსნოს ყელის, მსხვილი ნაწლავისა და პროსტატის კიბოს პრევენციისათვის. სკრინინგის პროგრამა უფასოა საქართველოს მოქალაქეებისთვის, განსაზღვრული ასაკობრივი კრიტერიუმების გათვალისწინებით:
40-დან 70 წლის ჩათვლით – ძუძუს კიბოს სკრინინგი
25-დან 60 წლის ჩათვლით – საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი
50-დან 70 წლის ჩათვლით - მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგი
50-დან 70 წლის ჩათვლით - პროსტატის კიბოს სკრინინგი
დაავადებათა სკრინინგის პროგრამას სრულად აფინანსებს თბილისის მერია.
სკრინინგის პროგრამის ამოქმედების შედეგად, ადრეულ ეტაპზე პათოლოგიის გამოვლენის მაჩვენებელი სამჯერ გაიზარდა. ეს არ ნიშნავს, რომ კიბოს შემთხვევებმა იმატა. უბრალოდ, ძვირადღირებული გამოკვლევები უფასოდ გახდა ხელმისაწვდომი პროგრამაში ჩართვის მსურველთათვის და მათ შეძლეს ეროვნული სკრინინგ ცენტრისთვის მიემართათ, ადრე გამოევლინათ პათოლოგია და ემკურნალათ. ეს ნიშნავს, მრავალ გადარჩენილ სიცოცხლეს, რადგან ადრეული დიაგნოსტიკა, საუკეთესო პრევენციაა ავთვისებიან სიმსივნესთან ბრძოლაში.
სკრინინგის პროგრამაში ჩართვის მსურველმა უნდა დარეკოს ნომერზე (032) 2-20-35-35 და ჩაეწეროს გამოკვლევაზე.
კომენტარები