ნეოგენი
ნეოგენი
გახსნა/დახურვა
გაიგე მეტი კლინიკის შესახებ
ნარკოლოგიური კლინიკა ნეოგენი
ჩვენს კლინიკაში ტარდება ნარკომანიისა და ალკოჰოლიზმის მკურნალობის სრული კურსი, დეტოქსიკაციიდან რეაბილიტაციამდე, გთავაზობთ აზარტომანიისა და თამბაქოზე დამოკიდებულების თერაპიას, მსოფლიოში აპრობირებული უახლესი მეთოდებით. კლინიკის გუნდი გამოირჩევა ნარკოლოგიაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილებითა და მაღალი კვალიფიკაციით, ხელმძღვანელები: მედიცინის დოქტორი დავით ვადაჭკორია და ზურაბ ჭანტურიძე, ექიმი-ნარკოლოგები: თამარ გამყრელიძე და მარინა მურდალაშვილი, ფსიქოთერაპევტი თამარ ბოკუჩავა, ფსიქოლოგი/არტთერაპევტი - მაია მინაშვილი, ფიზიოთერაპევტი - მაკა ჩაგელიშვილი. კლინიკა ნეოგენი გთავაზობთ სიმშვიდითა და სრული კომფორტით აღჭურვილ გარემოს, ქალაქის ცენტრიდან მოშორებით, თანამედროვე პრინციპებზე სრულად მორგებულ სამკურნალო ბაზასა და ფსიქოთერაპიულ მიდგომებს. ასევე გთავაზობთ საქართველოში უანალოგო, უახლესი აპარატით ნარკომანიის, ალკოჰოლიზმის, აზარტომანიის, დეპრესიის და ა.შ მკურნალობას ტრანსკრანიალურ მაგნიტური სტიმულაციის გამოყენებით. ჩვენი მიზანია მაქსიმალურად კომფორტული გარემო შევუქმნად პაციენტს, რათა იგი ბოლომდე იყოს ორიენტირებული მკურნალობისა და რეაბილიტაციის მიმდინარეობასა და აქედან გამომდინარე მაქსიმალური შედეგის მიღებაზე.
კომენტარები