Meds.ge » კლინიკები » წოპე - პლასტიკური და ესთეტიკური ქირურგიის კლინიკა
ინგლისურის მასწავლებელი თქვენთვის!

წოპე - პლასტიკური და ესთეტიკური ქირურგიის კლინიკა

მდებარეობა
map pin თბილისი, თევდორე მღვდლის ქ. 13
$ENTRY_TITLE$
წოპე - პლასტიკური და ესთეტიკური ქირურგიის კლინიკა
გახსნა/დახურვა გაიგე მეტი კლინიკის შესახებ

რინოპლასტიკა (ცხვირის პლასტიკა)


     ესთეტიკური რინოპლასტიკა არის ცხვირის ზომის და ფორმის მაკორეგირებელი ოპერაცია, რომელიც მიმართულია პაციენტის ფსიქოლოგიური კომფორტის შექმნისაკენ. იგი განეკუთვნება პლასტიუკრი ქირურგიის ერთ-ერთ ყველაზე რთულ და შემოქმედებითი ოპერაციების რიგს, რადგანაც ადამიანის სახეში ცხვირის ცენტრალური ადგილმდებარეობა, მისი რთული ანატომიური ფორმა განსაზღვრავს სახის სახასიათო სურათს და მასში შეტანილი უმნიშვნელო კორექციაც კი უნდა განახორციელოს პლასტიკურმა ქირურგმა ესთეტმა-პერფექციონისტმა, აღჭურვილმა სათანადო ცოდნითა და პროფესიული გამოცდილებით.

     ჩვენს პრაქტიკაში აუცილებლად გამოიყენება სახის ზოგადი წყობისა და მასთან მისადაგებული ცხვირის ფორმის კომპიუტერული მოდელირება. სხვა შედარებით გავრცელებულ შემთხვევებში პაციენტს ვთავაზობთ მსგავს ფოტოსურათებს, ცხვირის ოპერაციამდე და ოპერაციის შემდეგ.

     ესთეტიკური რინოპლასტიკის ყველა შემთხვევაში ჩვენი მიზანია მივაღწიოთ სახის ისეთ ჰარმონიულ წყობას, რომ ლამაზი და ბუნებრივი ცხვირის ფორმა არ იწვევდეს ეჭვს ჩატარებულ  ოპერაციაზე.

 

რინოპლასტიკა - ოპერაციის მოცულობა

     ესთეტიკური რინოპლასტიკა შეიძლება იყოს ზედაპირული (ნაწილობრივი რინოპლასტიკა), მიმართული მხოლოდ ცხვირის ფორმის სახასიათო ექსპრესიის მომატებისაკენ, სახის ნაკვთების და ინდივიდუალობის შენარჩუნებით. შედეგი - სახის გამომეტყველება ხდება შერბილებური, ცხვირის ყველა კონტურის მნიშვნელოვანი ცვლილების გარეშე.

  ზოგიერთ შემთხვევებში, ცხვირის პატარა უმნიშვნელო კეხი იმდენად აკეთილშობილებს სახის გამომეტყველებას, რომ ვალდებული ვართ პაციენტს დავანახოთ ცხვირის ფორმის სახეზე ზეგავლენის დადებითი მხარე, მაგრამ მიუხედავად ასეთი შემთხვევებისა კეხის მოცილება რჩება ყველაზე გავრცელებულ ოპერაციად. ნაწილობრივ რინოპლასტიკას მიეკუთვნება ცხვირის წვერის და ნესტოების პლასტიკაც, რომელიც მიზნად ისახავს ისეთი დეფორმაციის კორექციას როგორიცაა მსხვილი წვერი, კუთხოვანი ფორმის, დაბორცვილი, ძალიან აპრეხილი ან პირიქით დაშვებული ცხვირის წვერი, ასიმეტრიული ნესტოები და ცხვირის ფრთები, ცხვირის ფორმის ასაკობრივი ცვლილებები.

     ესთეტიკური რინოპლასტიკის სხვა შემთხვევები მოითხოვს ცხვირის ფორმის და სახის ნაკვთების მნიშვნელოვან ცვლილებებს (მთლიანი რინოპლასტიკა). პროფილის შესწავლისას შეიძლება აღმოჩნდეს, რომ დიდი ზომის ცხვირი თავისი ფორმით - სწორი და გრძელი ან კეხიანი, ძალიან გამოდის სახის საერთო საზღვრებიდან. წინა პროექციაში ცხვირის ზურგი შეიძლება იყოს განიერი ძვლოვან ნაწილში, გამრუდებული, ცხვირის წვერი დიდი ზომის, ასიმეტრიული და სხვა. სახის წყობაში ცხვირის როლის გარდა, შეიძლება დავინახოთ გარკვეული დისპროპორცია, რაც მოითხოვს პრობლემის გაანალიზებას და დამატებითი ზომების მიღებას.

     ნაწილობრივი  რინოპლასტიკა - ცხვირის ფორმის კორექცია, რომელიც შემოიფარგლება მხოლოდ გარე ცხვირის ზოგიერთი უბნის დამუშავებით, რაც ყოველთვის არ შეეხება ძვლოვან ქსოვილს. მაგალითისთვის, ცხვირის წვერის ნაწილობრივი პლასტიკა, პროფილში უმნიშვნელო ზომის კეხის (ცხირის პროფილის ოვალის) გასწორება. ზოგადი ანესთეზიის ფასის ჩათვლით, ნაწილობრივი რინოპლასტიკა, რომელიც მიმართულია ცვირის ფორმის კონტურების უმნიშვნელო ცვლილებებისკენ, სუნთქვის აღდგენის გარეშე ღირს 3200 ლარი. 

     მთლიანი რინოპლასტიკა - არის ცხვირის ფორმის შეცვლის ისეთი ოპერაცია, რომელიც შეეხება ცხვირის შემადგენელ ყველა ქსოვილს (ძვლოვანს, ხრტილოვანს, რბილ ქსოვილს) და მიზნად ისახავს გარე ცხვირის სტრუქტურული ნაწილების მნიშვნელოვან ცვლილებას - სიგრძის შემცირება, კეხის მოცილება, ცხვირის ფართო ზურგის შევიწროება ძვლოვან ნაწილში (ოსტეოტომია), გამრუდებული გადახრილი ცხვირის რეპოზიცია, ცხვირის წვერის, ფრთების, ნესტოების სრული პლასტიკა.

     პოსტტრავმული  რინოპლასტიკა - ტარდება ცხვირის ტრავმის შედეგად განვითარებული დეფორმაციის კორექციის მიზნით. დეფორმაცია შეიძლება იყოს წარმოდგენილი, როგორც ცხვირის ფორმის დაზიანებით, ასევე  ძგიდის გამრუდებით, ცხვირის ნიჟარების ჰიპერტროფიით, რასაც შედეგად მოჰყვება ცხვირით სუნთქვის დარღვევა. ეს ოპერაცია მიზნად ისახავს არა მხოლოდ კოსმეტიკურ ჩარევას, არამედ ფიზიოლოგიური ფუნქციის, ცხვირიდან სუნთქვის აღდგენას. პოსტტრავმული რინოპლასტიკა სუნთქვის აღდგენით, წარმოადგენს ორ ოპერაციას ერთ ეტაპად - ცხვირის პლასტიკა და სეპტოპლასტიკა. ამ შემთხვევაში გამოიყენება არა მხოლოდ ესთეტიკური რინოპლასტიკის, არამედ სუნთქვის აღდგენის ოტორინოლარინგოლოგიური მეთოდები. 

     განმეორებითი  რინოპლასტიკა - მეორადი  რინოპლასტიკა, რომლის ამოცანაა წარუმატებელი პირველადი ოპერაციის შედეგად წარმოშობილი დეფორმაციის კორექცია. ეს ოპერაცია რთულია იმით, რომ ის მოითხოვს სპეციალისტის მიერ პირველადი ოპერაციული ჩარევის შედეგად ქსოვილის ნაკლებობით ან სხვა მიზეზით განვითარებული დეფორმაციის აღმოფხვრას, ცხვირის უკვე შეხორცებული ქსოვილის ფონზე.

 

რინოპლასტიკის  ოპერაციული  მიდგომები

 რინიოპლასტიკის ოპერაციული მიდგომები შეირჩევა ინდივიდუალურად. კლინიკა "წოპე"-ში ცხვირის ოპერაცია ტარდება, როგორც ღია, ასევე დახურული მიდგომით, კანის გარეგანი კვეთის გარეშე (ენდონაზალური რინოპლასტიკა).

 გაუტკივარების მეთოდიც შეირჩევა ინდივიდუალურად, რინოპლასტიკა ღრმა ჩარევით ტარდება ზოგადი გაუტკივარებით; უმნიშვნელი, ზედაპირული ჩარევისას, ზოგიერთ შემთხვევებში მივმართავთ ინტრავენურ გაუტკივარებას.

 ზოგადი ნარკოზის შემთხვევაში ანესთეზიოლოგის მიერ ჩატარებულ მანიპულაციებზე დახარჯული დროის (1სთ) გამოკლებით, ესთეტიკური რინოპლასტიკის ხანგრძლივობა საშუალოდ 1 საათია; რინოპლასტიკა ცხვირის სუნთქვის აღდგენით  გრძელდება საშუალოდ 2 სთ.

 

რინოპლასტიკა - შესაძლო  რისკები

     მრავალწლიანი გამოცდილება და თანამედროვე მეთოდების გამოყენება საშუალებას გვაძლევს ცხვირის რთული ანატომიური ფორმის არსებობისას წინასწარ დავინახოთ, შევაფასოთ და მინიმუმამდე დავიყვანოთ არასასურველი შედეგების აღმოცენების რისკები, უმეტეს შემთხვევებში კი სრულად გამოვრიცხოთ მათი განვითარების შესაძლებლობა.

     ცხვირის ოპერაციები ტარდება დახურული მიდგომით, მინიმალური განაკვეთებით, თანამედროვე ნაკლებტრავმატული მეთოდებითა და ტექნოლოგიების გამოყენებით, რაც ხელს უწყობს შეხორცებისა და ოპერაციის შემდგომი აღდგენითი პროცესების სწრაფ განვითარებას.

     წარმატებული რინოპლასტიკა დამოკიდებულია არა მხოლოდ პლასტიკური ქირურგის გამოცდილებასა და ესთეტურ გემოვნებაზე. აუცილებელია წინასაოპერაციო მოსამზადებელ პერიოდში პაციენტმა სრულად დაიცვას ექიმის მიერ მითითებული რეკომენდაციები, რათა მინიმუმამდე იქნას დაყვანილი ცხვირის შეშუპება, მიღწეულ იქნას უსისხლოდ ჩატარებული ოპერაცია და ოპერაციის შემდგომი აღდგენითი პერიოდის შემცირება.

     დიდი ყურადღება ექცევა ორგანიზმის წინასაოპერაციო პერიოდში ზოგადი მდგომარეობის შესწავლას, ორგანიზმის შეხორცების ინდივიდუალურ თავისებურებებს, ალერგიული რეაქციების განვითარების რისკს, ფუნქციური კვლევების შედეგების სათუო შემთხვევაში ტარდება პაციენტის ოპერაციამდელი მზადება. ეს ზომები მიმართულია ოპერაციის მსვლელობის და შემდგომი აღდგენითი პერიოდის ხანგრძლივობის შემცირებისკენ.

     ცხვირის ღრუს მთლიანობისა და ცხვირით სუნთქვის დარღვევის ხარისხის შეფასების მიზნით, ასევე ცხვირის ღრუს არქიტექტონიკაზე ესთეტიკური რინოპლასტიკის უარყოფითი ზემოქმედების განსაღვრის მიზნით, შესაძლებელია საჭირო გახდეს დამატებით კომპიუტერული კტ-კვლევის ჩატარება.

     ადრეულ ახალგაზრდობის პერიოდში რინოპლასტიკის ჩატარებისას მხედველობაში მიიღება ზრდასრულობის ასაკი - გოგონებისათვის 16-17 წელი, ვაჟებისათვის 17-18 წელი. საორიენტაციოდ რინოპლასტიკა ტარდება 17 წლის ასაკიდან.

     ჩვენი პრაქტიკიდან გამომდინარე, ერთი შეხედვით ნათელი ხდება არსებული პრობლემა, მაგრამ პაციენტს ზოგიერთ შემთხვევებში საკითხის სრულად და სწორად აღქმისათვის ესაჭიროება გარკვეული დრო და განმეორებითი კონსულტაცია.

     ჩვენს პრაქტიკაში შემთხვევათა 30%-ში რინოპლასტიკა ტარდება 40 წლის შემდგომ ასაკში და ცხვირის ოპერაციის ჩატარების გადაწყვეტილება ძირითადად დამოკიდებულია პაციენტის ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობაზე. რინოპლასტიკა ხშირად ტარდება ერთ ეტაპად სხვა პლასტიკურ ოპერაციებთან ერთად სახესა და სხეულზე, გამომდინარე ოპერაციის მოცულობისგან - სახის კანის ლიფტინგი, ბლეფაროპლასტიკა, ტუჩის, ნიკაპის პლასტიკა, მკერდის ზომის გადიდება და ლიფტინგი, ლიპოსაქცია და სხვა.

 

პლასტიკური  ქირურგის  კონსულტაცია

     კონსულტაციაზე, პლასტიკური ქირურგი განსაზღვრავს ცხვირის ანატომიურ აგებულებას და სახის მოცემულობის მიხედვით აანალიზებს რინოპლასტიკის ჩარევის შესაძლებლობას. ოპერაციის ჩატარებაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში სპეციალისტი ათვალიერებს ცხვირის ღრუს, შეისწავლის ცხვირით სუნთქვის დარღვევის ხარისხს, ითვალისწინებს რინოპლასტიკის შესაძლო უარყოფით ზემოქმედებას ცხვირის ღრუს არქიტექტონიკაზე, ცხვირით სუნთქვაზე, რამაც შეიძლება მოითხოვოს დამატებითი კომპიუტერული კტ-კვლევა.

     განმეორებითი რინოპლასტიკის (მეორადი რინოპლასტიკის) შემთხვევაში სასურველია პაციენტმა წარმოადგინოს ოპერაციამდელი ფოტოსურათები მომავალი ქირურგიული ჩარევის სწორი ტაქტიკის შემუშავებისათვის.

     უნდა გვახსოვდეს, რომ ცხვირის ტრავმის შემთხვევაში (მაგალითად, ცხვირის ზურგის ახალი მოტეხილობა) საჭიროა დროულად, პირველივე დღეებში პაციენტმა მიმართოს კვალიფიცირებულ სპეციალისტს, რათა თავიდან აიცილოს მომავალში დიდი მოცულობის ქირურგიული ჩარევის აუცილებლობა, სუნთქვის დაქვეითება, არასასურველი ცხვირის ფორმის დეფორმაცია. დროული მიმართვის შემთხვევაში მკურნალობა ტარდება ამბულატორიულ პირობებში და ძირითადად შემოიფარგლება ცხვირის ზურგის ადგილნაცვალი მიდამოს ჩასწორებით, ქირურგიული განაკვეთის გატარების გარეშე.

    

რინოპლასტიკის  შემდგომი  აღდგენითი  პერიოდი

     ჩვეულებრივ ოპერაციისშემდგომი პერიოდი მიმდინარეობს ტკივილის გარეშე. ცხვირის პლასტიკის შემდეგ ცხვირზე 6-8 დღით ვადებთ თაბაშირის ნახვევს, რომელიც ამ პერიოდის განმავლობაში რამდენჯერმე იცვლება. ინდივიდუალურად, სირთულის მიხედვით ცხვირის ოპერაციის შემდეგ გამოიყენება ორი სახის ცხვირის ტამპონი,  ჩვეულებრივი რომელიც ზღუდავს ცხვირით სუნთქვას, რაც პაციენტში იწვევს გარკვეული დისკომფორტის შეგრძნებას და ტამპონი მილით, რომელიც მოშორებამდე ცხვირით სუნთქვის შესაძლებლობას იძლევა.

     პირველადი შეშუპება და ჩალურჯებები თანდათან ქრება ოპერაციიდან 7-14 დღის განმავლობაში ინდივიდუალურად, ხოლო უცხო თვალისთვის პრაქტიკულად შეუმჩნეველი ნარჩენი კანქვეშა სიმკვრივე (ცხვირის ოპერაციის შემდგომი აღდგენითი პერიოდი) საბოლოოდ ქრება 5 თვიდან 1 წლის განმავლობაში.

     პირველ ხანებში პაციენტმა უნდა შეასრულოს ყველა დროებითი, თუნდაც უმნიშვნელო შეზღუდვა და პლასტიკური ქირურგის მიერ განსაზღვრული ინდივიდუალური მითითებები. პაციენტები გადიან დათვალიერებას ოპერაციიდან 3, 6 თვის და 1 წლის შემდეგ.

 

ესთეტიკური  რინოპლასტიკა  და  სხვადასხვა  ერთობლივი  ოპერაციები

     ჩემს პრაქტიკაში, სხვა პლასტიკურ ოპერაციათა შორის პრიორიტეტულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ესთეტიკურ რინოპლასტიკას. ოტორინილარინგოლოგიაში მუშაობის გამოცდილება შესაძლებლობას იძლევა ცხვირის პლასტიკის პარალელურად ჩატარდეს ცხვირით სუნთქვის აღდგენითი ოპერაცია, ცხვირის ღრუს ნორმალური არქიტექტონიკის აღდგენა (რინოპლასტიკა სუნთქვის აღდგენით). 

     ქირურგიული ჩარევის საერთო მოცულობის შეფასების შემდეგ, ესთეტიკური რინოპლასტიკა ხშირად ტარდება სხვადასხვა სახის პლასტიკურ ოპერაციებთან კომბინაციაში

კომენტარები

user avatar servisebi.ge