Meds.ge » კლინიკები » ჰეალაინ ინტერნეიშენალ
ინგლისურის მასწავლებელი თქვენთვის!

ჰეალაინ ინტერნეიშენალ

მდებარეობა
map pin თბილისი, რ.ლაღიძის №8
$ENTRY_TITLE$
ჰეალაინ ინტერნეიშენალ
გახსნა/დახურვა გაიგე მეტი კლინიკის შესახებ

თმის აღდგენითი მედიცინის სამკურნალო-სამეცნიერო ცენტრ „ჰეალაინ ინტერნეიშნლ“-ს ხელმძღვანელობს ირაკლი ბებიაშვილი, პლასტიკური ქირურგი, “საქართველოს თმის ტრანსპლანტოლოგიის და ტრიხოლოგიის ასოციაციის“ და შპს „ჰეალაინ ინტერნეიშნლ“-ის თანადამფუძნებელი, „ევრაზიის ტრიქოლოგთა ასოციაციის წევრი“,საქართველოს აკად. გრ.მუხაძის სახელობის ქირურგთა სამეცნიერო საზოგადოების და საქართველოს ენდოსკოპისტთა ასოციაციის, საქართველოს პლასტიკური, რეკონსტრუქციული და ესთეტიკური ქირურგიის საზოგადეობის წევრი, მეცნიერი და ქირურგი 25 წლიანი გამოცდილებით.


კლინიკა „ჰეალაინ ინტერნეიშნლის “ ერთ-ერთი დამფუძნებელია საქართველოში თმის ტრანსპლანტაციის დარგის დამაარსებელი პროფ. თამაზ თამაზაშვილი. იგი არის მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი. 1997 წლიდან დღემდე პროფ თ . თამაზაშვილის მიერ არის მომზადებული საქართველოში თმის ტრანსპლანტაციაში მომუშავე ყველა ექიმი-ქირურგი, არა მარტო „ჰეალაინ ინტერნეიშნლში, არამედ ყველა სხვა თმის გადანერგვის კლინიკებში.
პროფესორი თ. თამაზაშვილი წარმატებით საქმიანობს როგორც კლინიკა „ჰეალაინი ინტერნეიშნლში“, ასევე ნიუ-იორკის ტრანსპლანტაციის ცენტრში. კლინიკა „ჰეალაინ ინტერნეიშენლში“ მოქმედებს სპეციალური პროგრამა, რომლის მიხედვითაც საჭიროების შემთხვევაში ჩვენი პაციენტები გადიან უფასო დამატებით კონსულტაციებს პროფ. თამაზ თამაზაშვილთან. თმის გადანერგვის ეფექტურობა მან მრავალი წლის წინ თავის თავზე გამოსცადა.შემდეგ კი პირველმა ამიერკავკასიაში, თბილისში, 1997 წელს შემოიტანა და დაამკვიდრა ბუნებრივი თმის გადანერგვის ტექნოლოგიები. დაარსა კლინიკა „თალიზი“ ( სახელწოდება თავისი ქალიშვილების თამუნა -ს და ლიზი-ს სახელების მიხედვით შეურჩია). შემდეგ იყო კლინიკა “ჰეალაინ ინტერნეიშნლ”- ი - ახალი სიტყვა თმის ტრანსპლანტოლოგიაში, რომლითაც პროფ. თ თამაზაშვილი , თავის ახალ გუნდთან ერთად, საზოგადოების წინაშე წარსდგა თმის გადანერგვის სფეროში მსოფლიოში არსებული მოწინავე ტექნოლოგიებით, საკუთარი მრავალწლიანი პრაქტიკის და კვლევების შეჯამების შედეგად მიღებული საუკეთესო შედეგებით. პროფ.თ.თამაზაშვილის მიერ ამერიკელ კოლეგებთან ერთად შემუშავებული სიახლეები პატენტირებულია და მუდმივად ინერგება მსოფლის მოწინავე კლინიკებში. პროფ.თ.თამაზაშვილი ავტორია 100-ზე მეტი სამეცნიერო შრომის,40 გამოგონების,6 სამეცნიერო მონოგრაფიის,1998 წელს მეცნიერებაში მიღწეული წარმატებების გამო მას მიენიჭა სახელმწიფო პრემია. პროფ.თ.თამაზაშვილი 1994 წელს ერთობლივი სამეცნიერო კვლევებისათვის მიწვეულ იქნა პენსილვანიის უნივერსიტეტში (აშშ) იგი არჩეულია ამერიკის კოსმეტიკური ქირურგიის აკადემიის წევრად(1997წ),თმის აღდგენითი ქირურგიის მსოფლიო ასოცისციის წევრად,ნიუ-იორკის მეცნიერებათა აკადემიის წევრად.დღეისათვის თ.თამაზაშვილი ჯგუფის ხელმძღვანელის თანამდებობაზე მუშაობს ნიუ-იორკის ორგანოთა და ქსოვილთა ტრანსპლანტაციის ცენტრში,რომელიც წამყვანი დაწესებულებაა აშშ-ში

კომენტარები

user avatar servisebi.ge