Meds.ge » კლინიკები » კლინიკური კარდიოლოგიის ინსტიტუტი
ინგლისურის მასწავლებელი თქვენთვის!

კლინიკური კარდიოლოგიის ინსტიტუტი

მდებარეობა
map pin თბილისი, ლუბლიანას ქ. 5
$ENTRY_TITLE$
კლინიკური კარდიოლოგიის ინსტიტუტი
გახსნა/დახურვა გაიგე მეტი კლინიკის შესახებ

კლინიკური კარდიოლოგიის ინსტიტუტი (დირექტორი მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ცისანა კაჭახიძე) დაფუძნდა 2012 წელს დიდი ტრადიციების მქონე აკად. მ. წინამძღვრისშვილის სახელობის კარდიოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი  ინსტიტუტის თანამშრომელთა მიერ.

ინსტიტუტის ძირითადი საქმიანობაა კარდიოლოგიური და თერაპიული პროფილის ავადმყოფთა ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურება (ინტენსიური თერაპიის განყოფილება). კლინიკა აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით (მონიტორული მეთვალყურეობის სისტემა, ჟანგბადის მიწოდების აპარატურა, ექოსკოპიის აპარატი, ტრედმილი, ხელოვნური სუნთქვის აპარატი და სხვ.).

ინსტიტუტის სამედიცინო პერსონალი წარმოდგენილია სამედიცინო საზოგადოების თვალსაჩინო წევრებით - აკადემიკოსებით, პროფესორებით, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორებით, მაღალკვალიფიციური ექიმებითა და მოწვეული სპეციალისტებით (ნევროლოგი, ანგიოლოგი, ნეფროლოგი, რევმატოლოგი, ენდოკრინოლოგი, ანესთეზიოლოგი, ქირურგი), რაც კლინიკას საშუალებას აძლევს პაციენტებს გაუწიოს როგორც პირველადი მომსახურება, ასევე დაავადებების პრევენცია.

გარდა სამკურნალო საქმიანობისა ინსტიტუტი ეწევა სამეცნიერო-კვლევით და სასწავლო- პედაგოგიურ საქმიანობას. მის ბაზაზე ხორციელდება წამლების კლინიკური კვლევითი სამუშაოები.

მომსახურებათა ჩამონათვალი:

  • ამბულატორიული სამსახური

გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება (მოციმციმე არითმიის პაროქსიზმი, პაროქსიზმული ტაქიკარდია, წინაგულთა ფიბრილაცია და თრთოლვა, ჰიპერტონული კრიზი);

დიაგნოსტიკა (ექიმ-კარდიოლოგის კონსულტაცია, ეკგ, წნევის 24 სთ-იანი მონიტორინგი, არტერიული წნევის 24 სთ-იან იმონიტორინგი, ტრედმილი, კლინიკო-ლაბორატორიული კვლვები);

  • სტაციონარული სამსახური

ინტენსიური თერაპიის განყოფილება (ICU);

  •  
  • კლინიკო-ლაბორატირული და ბიოქიმიური გამოკვლევები

კომენტარები

user avatar servisebi.ge