Meds.ge » კლინიკები » ელიავას საერთაშორისო ფაგოთერაპიული ცენტრი
ინგლისურის მასწავლებელი თქვენთვის!

ელიავას საერთაშორისო ფაგოთერაპიული ცენტრი

მდებარეობა
map pin თბილისი, გოთუას ქ. 3
$ENTRY_TITLE$
ელიავას საერთაშორისო ფაგოთერაპიული ცენტრი
გახსნა/დახურვა გაიგე მეტი კლინიკის შესახებ

“ფეიგ ინტერნეშენალი” ქართულ–ამერიკული თერაპიული ცენტრია, რომელიც პაციენტებს ბაქტერიოფაგებით მკურნალობას სთავაზობს. ამ ცენტრის ძირითადი მისიაა დაეხმაროს და განკურნოს ისეთი ავადმყოფები, რომელთა დაავადებები რეზისტენტულია ანტიბიოტიკების მიმართ. დასავლეთ ევროპისა და ამერიკისგან განსხვავებით, ბაქტერიული ინფექციების ბაქტერიული ფაგებით მკურნალობის პრაქტიკა საბჭოთა კავშირსა და აღმოსავლეთ ევროპაში ფართოდ გამოიყენებოდა. უკანასკნელი 80 წლის განმავლობაში საქართველო გლობალური ბაქტერიოფაგიული ექსპერტიზის ცენტრს წარმოადგენდა. შესაბამისად, მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ქართულ–ამერიკულ კომპანიას განვითარების დიდი პერსპექტივა აქვს. 

ფაგოთერაპიის ცენტრი თბილისშია განლაგებული. იგი 2003 წელს გიორგი ელიავას სახელობის ინსტიტუტისა და სამედიცინო პოლიმერების და ბიომასალების ცენტრის წამყვანმა მეცნიერებმა დააარსეს. 2005 წელს ფაგოთერაპიის ცენტრი ამერიკულ–„ფეიგ ინტერნეშენალს“ შეუერთდა და მის სრულუფლებიან შვილობილ კომპანიად იქცა. შვილობილი - ისევე როგორც სათავო - კომპანიის ისტორიაში მნიშვნელოვან მოვლენად იქცა დასავლური სტანდარტებით აღჭურვილი სამკურნალო დაწესებულების გახსნა. ამ ცენტრის ძირითადი ამოცანა ინფიცირებული ზედაპირული ჭრილობების ბაქტერიოფაგებით მკურნალობაა. ცენტრი, ავადმყოფთა მკურნალობის გარდა, ფაგების კვლევასაც განახორციელებს. საამისოდ კი, ამერიკელებისგან განსხვავებით, ქართველ მეცნიერებს საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვთ

კომენტარები

user avatar servisebi.ge