Meds.ge » კლინიკები » კლინიკა ნეოლაბი
ინგლისურის მასწავლებელი თქვენთვის!

კლინიკა ნეოლაბი

მდებარეობა
map pin თბილისი, ნუცუბიძის ქ. 8
$ENTRY_TITLE$
კლინიკა ნეოლაბი
გახსნა/დახურვა გაიგე მეტი კლინიკის შესახებ
კლინიკა „ნეოლაბის“ლაბორატორია აღჭურვილია დასავლეთ ევროპული კომპანიების მიერ წარმოებული აპარატურით. ლაბორატორიაში მომუშავე მაღალკვალიფიციური პერსონალი წარმოადგენს მიღებული შედეგების სიზუსტისა და ხარისხის გარანტიას.
ლაბოლატორია ნეოლაბი გთავაზობთ მრავალფეროვან კვლევების ჩატარებას შემდეგი მიმართულებებით: ჰემატოლოგია, ბიოქიმია, სეროლოგია, იმუნოლოგია, კოაგულოლოგია, ალერგოლოგია, ბაქტერიოლოგია. კლინიკაში ასევე წარმოებს მოლეკულური დიაგნოსტიკა პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის (PCR) მეთოდით, რომლის საშულებითაც შესაძლებელია სხვადასხვა ბაქტერიული და ვირუსული ინფექციების ზუსტი და ადრეული დიაგნოსტიკა. ამ მეთოდის უპირატესობა მისი მაღალი მგრძნობელობა და სპეციფიურობაა.
კლინიკა „ნეოლაბში“ ტარდება შემდეგი სახის გამოკვლევები:
• კლინიკური და ბიოქიმიური: სისხლის საერთო ანალიზი, ღვიძლის ფუნქციები, თირკმლის ფუნქციები, შარდის ანალიზი, განავლის ანალიზი
• სეროლოგიური გამოკვლევები: იმუნოფერმენტული (ELISA) და იმუნობლოტინგის მეთოდებით (A, B, C, D ჰეპატიტის ვირუსებზე; ჰერპესის ჯგუფზე - მარტივი ჰერპესის, ჩუტყვავილა-ზოსტერის, ებშტეინ-ბარის ვირუსები, ციტომეგალოვირუსი; წითელას და წითურას ვირუსები და სხვა)
• ჰორმონებზე გამოკვლევა: ფარისებრი ჯირკვლის, სასქესო და სხვ.
• მოლეკულური დიაგნოსტიკა: პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია (PCR), C ჰეპატიტის ვირუსის და ადამიანის პაპილომავირუსული ინფექციის (HPV) გენოტიპირება. ასევე ქლამიდიოზისა და გონორეას დიაგნოსტიკა პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის მეთოდით (PCR).
• ბაქტერიოლოგიური გამოკვლევები
• ალერგიული დაავადებების დიაგნოსტიკა:
საერთო IgE-ს განსაზღვრა სისხლის შრატში
ალერგენ-სპეციფიკური IgE ტიპის ანტისხეულების რაოდენობრივი განსაზღვრა სისხლის შრატში - კვებითი, მცენარეული, საყოფაცხოვრებო, მედიკამენტური და სხვა ალერგენების მიმართ
კომპიუტერული სპიროგრაფია

კომენტარები

user avatar servisebi.ge