Meds.ge » კლინიკები » აქსა მედიქალი
ინგლისურის მასწავლებელი თქვენთვის!

აქსა მედიქალი

მდებარეობა
map pin თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. 62
$ENTRY_TITLE$
აქსა მედიქალი
გახსნა/დახურვა გაიგე მეტი კლინიკის შესახებ
"აქსა მედიქალი" - თქვენი ჯანმრთელობისთვის!
აქსა მედიქალი ქვეყანაში ხარისხობრივად ახალ სტანდარტს ნერგავს
და პაციენტებს ახალ მომსახურებას სთავაზობს მართული ჯანდაცვის (managed
care) პრინციპების სრული დაცვით. ჩვენიკლინიკა სრულიად იზიარებს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიდგომას"უკეთესი ჯანდაცვა ყველასათვის" (better health for all), ისევე როგორც პირველადიჯანდაცვის მიზანს - უზრუნველყოს მოსახლეობის სულიერი, ფიზიკური დასოციალური კეთილდღეობა.
კლინიკის ძირითადი მიმართულებებია:
• საოჯახო მედიცინა - მაღალკვალიფიციური ოჯახის ექიმები თანაშემწეებთან
ერთად უზრუნველყოფენ პაციენტის პირველად გასინჯვას და მისი
ჯანმრთელობის მდგომარეობის უწყვეტ მონიტორინგს.
• მცირე ქირურგია - ადგილზე სრულდება ხშირად დანიშვნადი მანიპულაციები, როგორიცაა ჭრილობის პირველადი დამუშავება, შეხვევა, ათერომის კვეთა, პანარიციუმის გახსნა და ა.შ.
• გინეკოლოგია - სპეციალურად ტრენირებული მეან-გინეკოლოგები საკონსულტაციო მომსახურება, ორსულთა მართვა, დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის მართვა, ამბულატორიული გინეკოლოგიური მანიპულაციები, ოჯახის დაგეგმარების სერვისი.
• დერმატოლოგია - დერმატოლოგისა და კოსმეტოლოგის კონსულტაცია, კონტაგიოზური მოლუსკისა და მეჭეჭების მოცილება, ბიოთერაპია.
• ყელ-ყურ-ცხვირისა და თვალის კაბინეტები აღჭურვილია პირველადი ჯანდაცვისათვის საჭირო ყველა აპარატურით, ადგილზე ხდება
გავრცელებული დაავადებების დიაგნოსტიკა და ამბულატორიული მანიპულაციების ჩატარება. საჭიროებისას ვუზრუნველყოფთ შემდგომ რეფერალს.
• კარდიოლოგია - ექიმი კარდიოლოგების გუნდი პაციენტს სთავაზობს კლინიკურ კონსულტაციას, ელექტროკარდიოგრაფიასა და ეკგ მონიტორინგს ჰოლტერის მეთოდით.
• ალერგოლოგია - სპეცილისტის კონსულტაცია, ალერგოსინჯები სხვადასხვა პრეპარატებზე, მათ შორის საანესთეზიო მედიკამენტებზე ტარდება ადგილზე, ასევე ტარდება სრულყოფილი ლაბორატორიული ტესტები (სისხლის) პრაქტიკულად ყველა ალერგენზე.
• ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა - მაღალკვალიფიციური ექიმი ექოსკოპისტები უზრუნველყოფენ ყველა სისტემის, მათ შორის სამეანო და კარდიოექოსკოპიურ მომსახურებას უახლესი აპარატურით.
• ლაბორატორია - ადგილზე ხდება საქართველოში შესაძლებელი ყველა ლაბორატორიული ანალიზისათვის მასალის აღება და პასუხების დაბრუნება მაქსიმალურად სწრაფად, ძირითადად, აღების დღეს (თუ კვლევის მეთოდოლოგია არ მოითხოვს დროს).
• იმუნიზაცია - ვაქცინაცია - სრულდება როგორც გეგმიური ვაქცინაცია (ბავშვთა), ასევე ჰეპატიტების, ადამიანის პაპილომა ვირუსის, სეზონური გრიპისა და სხვა სახის იმუნიზაცია.
• პირველადი დახმარების პუნქტი - გულისხმობს ობსერვაციის ოთახს, სადაც მოხდება ურგენტული შემთხვევის მართვა სასწრაფო დახმარების ბრიგადის მოსვლამდე.
აქსა მედიქალის მომსახურებები აწყობილია პაციენტთა მოთხოვნების დამოლოდინების გათვალისწინებით. კლინიკა მზადაა მონაწილეობა მიიღოს და ფეხიაუწყოს ქვეყანაში ნებისმიერი ინოვაციური რეფორმის დანერგვას. 

კომენტარები

user avatar servisebi.ge