Meds.ge » კლინიკები » ნატუროპათი
ინგლისურის მასწავლებელი თქვენთვის!

ნატუროპათი

მდებარეობა
map pin თბილისი, ყაზბეგის გამზ. 24ა
$ENTRY_TITLE$
ნატუროპათი
გახსნა/დახურვა გაიგე მეტი კლინიკის შესახებ
კომპანია "ნატუროპათი" 1996 წელს დაარსდა.
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენ გვერდზე!
კომპანია "ნატუროპათი" დაარსდა 1996 წელს. თვით კომპანიის სახელწოდებაშია ასახული ...ჩვენი მისია და მსოფლმხედველობა. ნატუროპათი სინთეზური სიტყვაა, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში წარმოიშვა (დაფუძნდა)მკურნალობის ბუნებრივი საშუალებების მიმდევრების მიერ. დღეისათვის ეს სიტყვა ნატურალური საშუალებებით მკურნალ ექიმს ნიშნავს.
მიუხედავად იმისა, რომ ვაღიარებთ და ვიყენებთ მედიცინის თანამედროვე საშუალებებსა და მეთოდებს, პრიორიტეტს ვანიჭებთ უვნებელ და ეფექტურ ბუნებრივ საშუალებებს. თანამედროვე ნატუროპათიულ მედიცინაში გამოიყენება ის საშუალებები და მეთოდები, რომელიც პასუხობს მტკიცებითი მედიცინის მოთხოვნებს. ამავდროულად მასში ასახულია კაცობრიობის მრავალსაუკუნოვანი სიბრძნე და გამოცდილება.
როდესაც ვამბობთ ნატუროპათიულ მედიცინის საშუალებებზე ვგულისხმობთ იმ ბიოლოგიურად მიზანშეწონილ საშუალებებსა და მეთოდებს, რომელიც მიმართულია ორგანიზმში თვითგანკურნების ძალის აღძვრისაკენ, მათ რეგულაციაზე და არა დათრგუნვაზე. ასეთი მედიცინის მიმართულებებს მიეკუთვნება: ჰომოტოქსიკოლოგია, აღმოსავლური მედიცინა, ფიტოთერაპია, რაციონალური ქვება, გამოჯანმრთელების სპეციალური ფიზიკური და ფსიქიკური სისტემები და სხვა.
ჩვენ, ისევე როგორც მრავალი სხვა ადამიანი ვირჩევთ და საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე მომხმარებელს ვთავაზობთ უმაღლესი ხარისხის,ბიორეგულაციურ მედიკამენტებს.

კომენტარები

user avatar servisebi.ge