Meds.ge » კლინიკები » ნიშატი - ნარკოლოგიური კლინიკა
ინგლისურის მასწავლებელი თქვენთვის!

ნიშატი - ნარკოლოგიური კლინიკა

მდებარეობა
map pin თბილისი, პ.ქავთარაძის 40. მე 4 სართული
$ENTRY_TITLE$
ნიშატი - ნარკოლოგიური კლინიკა
გახსნა/დახურვა გაიგე მეტი კლინიკის შესახებ

„ნიშატი” სიცოცხლის სურვილსა და ცხოვრებისკენ მისწრაფებას ნიშნავს 

”ნიშატი” - კლინიკაა,  სადაც მკურნალობენ ნარკომანიასა და ალკოჰოლიზმს. 

ნარკომანია დიდი პრობლემაა საქართველოში. ქვეყანაში ერთეული ნარკოლოგიური ცენტრი არსებობს. მათ შორისაა კლინიკა „ნიშატი”, რომელიც  სამართალმემკვიდრეა 1994 წელს დაარსებული კლინიკა „ბემონი”-ს. 

კლინიკა  „ნიშატი”-ს  დირექტორია ზაზა ჩიქოვანი, აქ მუშაობენ ექიმი ნარკოლოგები: ნანა კახიანი და ნესტან სიჭინავა.  

კლინიკაში მკურნალობენ ნარკოტიკზე, ალკოჰოლზე და სხვა ფსიქოტროპულ ნივთიერებებზე დამოკიდებულებს. ასევე თანადამოკიდებულებს ანუ მათი ოჯახის წევრებს. 

ნებისმიერი ნარკოტიკი იწვევს მიჩვევას. განსაზღვრება, რომ არსებობს მსუბუქი და ძლიერი ნარკოტიკი, არ არის სწორი. ნარკოტიკებს უწოდებენ ნებისმიერ ქიმიურად აქტიურ ნივთიერებებს, რომლებიც სპეციფიურ გავლენას ახდენენ ადამიანის ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, იწვევს აღქმის შეცვლას, ახასიათებთ დამოკიდებულების გაჩენა და ტოლერანტობა. 

ნარკომანიის მკურნალობა 

კლინიკა პაციენტებს სთავაზობს მედიკამენტურ მკურნალობასა და ფსიქოთერაპიას. თბილისში, ონიაშვილის 20 ნომერში მდებარე კლინიკაში ფუნქციონირებს დღის სტაციონარიც. სადაც პაციენტებს უტარდებათ დეტოქსიკაცია (ინფუზიური თერაპია ანუ ინტრავენური გადასხმები) და სხვა მედიკამენტური თუ ფსიქოლოგიური მკურნალობა. 

მკურნალობის პერიოდი დამოკიდებულია იმაზე, თუ  რომელ ნარკოტიკს ღებულობდა პაციენტი, რა დოზით, რა სიხშირითა და ხანგრძლივობით. ყველა ნარკოტიკს სხვადასხვა ნახევრად დაშლის პერიოდი აქვს და მკურნალობისას საჭიროებს ინდივიდუალურ მიდგომას. 

კლინიკაში მისული პაციენტის მართვა და მკურნალობა რამდენიმე ეტაპად ხორციელდება. პირველი ეტაპი არის გასაუბრება, ნარკოლოგები არკვევენ პაციენტს გაცნობიერებული აქვს თუ არა, რომ ის წამალ ან ალკოჰოლდამოკიდებულია, უნდა თუ არა მას მკურნალობა, რა არის მისი მოტივაცია, რატომ გადაწყვიტა თავის დანებება. გასაუბრება ხდება პაციენტთან პირისპირ, ხოლო ოჯახის წევრებთან ცალკე. მეორე ეტაპზე ხდება ჯანმრთელობის შემოწმება და ტარდება რიგი სამედიცინო გამოკვლევებისა. ამის შემდეგ იწყება მკურნალობა, რომელიც ასევე ორ ეტაპად იყოფა. პირველი არის აბსტინენციის ანუ ”ლომკის” ან ნაბახუსევის მოხსნა.  

”აბსტინენცია არის ორგანიზმის სტრესული სიტუაცია. მისი მოხსნა რაც შეიძლება ნაკლები სტრესის გამოწვევით უნდა შევძლოთ. ამ დროს ფსიქოლოგიურ დისკომფორტთან ერთად, ფიზიკურ ტკივილსაც განიცდის პაციენტი. ორგანიზმში ბევრი მავნე ნივთიერებაა დაგროვებული და მათ გასანეიტრალებლად პაციენტებს ვაძლევთ ანტიოქსიდანტებს, ღვიძლის, კუჭ-ნაწლავის პროტექტორებს და სხვა. ჩვენი ამოცანაა, რომ პაციენტს მოვუხსნათ შფოთვა, დეპრესია, დისკომფორტი და უძილობა, რათა არ მოინდომოს წამლის ან ალკოჰოლის ხელახალი მოხმარება. დაავადებული უნდა მივიყვანოთ იმ მდგომარეობამდე, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესით  შეძლოს სიამოვნების მიღება. მკურნალობა ხანგრძლივი პროცესია და შეიძლება თვეები გაგრძელდეს. თუმცა როგორც ყველა სხვა ქრონიკული დაავადებების (ჰიპერტონული დაავადება, შაქრიანი დიაბეტი და სხვა) მკურნალობა  ესეც მართვადი პროცესია. 


ალკოჰოლიზმის მკურნალობა 

ალკოჰოლზე დამოკიდებულებაც ნარკომანიაზე არანაკლები პრობლემაა, რადგან ალკოჰოლი ლეგალური და ამავე დროს უნივერსალური ნარკოტიკია, მისი ფსიქოტროპული ზემოქმედება ანალოგიურია სხვადასხვა ჯგუფის ნარკოტიკების მოქმედებისა.  

ალკოჰოლი ანგრევს მთელ ორგანიზმს თავის ტვინიდან დაწყებული ძვლებით დამთავრებული. იწვევს უშვილობას (ქალებში) და უნაყოფობას (მამაკაცებში). 

კლინიკაში ანონიმურობა კანონმდებლობითაა დაცული.

კომენტარები

user avatar servisebi.ge