Meds.ge » კლინიკები » მედალფა
ინგლისურის მასწავლებელი თქვენთვის!

მედალფა

მდებარეობა
map pin თბილისი, ყაზბეგის გამზ. N 16
$ENTRY_TITLE$
მედალფა
გახსნა/დახურვა გაიგე მეტი კლინიკის შესახებ

ჰოსპიტალური ქსელი ,,მედალფა“ დაარსდა 2011 წლის 23 აგვისტოს. ქსელი ამჟამად აერთიანებს ხუთ მრავალპროფილურ საავადმყოფოს და ერთ პოლიკლინიკას: ოზურგეთის, ლანჩხუთის, ჩოხატაურის, კასპის, მახინჯაურის  და  ბათუმის – ბონის კლინიკებს. "მედალფას" სათავო ოფისი მდებარეობს ქ. თბილისში

შპს „მედალფას“ ჰოსპიტალური ქსელის ყველა სამედიცინო ცენტრი და კლინიკა წარმოადგენს თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და უახლესი აპარატურით აღჭურვილ სამედიცინო დაწესებულებას, სადაც უზრუნველყოფილია სამედიცინო მომსახურების მაღალი ხარისხი და კომფორტული გარემო.

შპს „მედალფას“ ყველა დაწესებულება მონაწილეობს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში, სადაც მოსახლეობას საშუალება აქვს უფასოდ მიიღოს პროგრამით გათვალისწინებული ექიმი-სპეციალისტების კონსულტაცია, ჩაიტაროს დიაგნოსტიკური და სამკურნალო პროცედურები.

შპს "მედალფას" მიზანია პაციენტებისათვის კვალიფიციური, ეფექტური და შედეგზე მაქსიმალურად ორიენტირებული სამედიცინო მომსახურების მიწოდება. ამ მიზნით სამედიცინო ცენტრებში უწყვეტად მიმდინარეობს პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის პროცესი.

კომენტარები

user avatar servisebi.ge