Meds.ge » კლინიკები » ალექსანდრე კონდრატენკოს ქრონოკინეზოთერაპიის სარეაბილიტაციო ცენტრი
ინგლისურის მასწავლებელი თქვენთვის!

ალექსანდრე კონდრატენკოს ქრონოკინეზოთერაპიის სარეაბილიტაციო ცენტრი

მდებარეობა
map pin თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. 55
$ENTRY_TITLE$
ალექსანდრე კონდრატენკოს ქრონოკინეზოთერაპიის სარეაბილიტაციო ცენტრი
გახსნა/დახურვა გაიგე მეტი კლინიკის შესახებ
ალექსანდრე კონდრატენკოს ქრონოკინეზოთერაპიის სარეაბილიტაციო ცენტრი
ჩვენი ნოუ-ჰაუ
ქრონოკინეზეთერაპია- არის რეაბილიტაციის სისტემისადმი ახალი მიდგომა. 2003 წელს ჩემსა და ალანიის დამსახურებულ ექიმს, მეცნიერებათა დოქტორ, პროფესორ, БМИ ВНЦ РАН ინსტიტუტის ახალი ტექნოლოგიებისა და აღდგენითი მედიცინის ინსტიტუტის ხელმძღვანელ სერგეი დიმიტრის ძე ბელიაევის მიერ იქნა დაწყებული სამეცნიერო კვლევითი სამუშაოები, რომელთა მსგავსსაც ანალოგი არ ჰქონდა მსოფლიო პრაქტიკაში; კვლევები მიმართული იყო ორი მეთოდის, კინეზეთერაპიისა და ქრონოთერაპიის შერწყმისათვის (რომელიც უკვე 35 წელიწადია რაც წარმატებით გამოიყენება როგორც მკურნალობის პროგრესირებადი და დამოუკიდებელი მეთოდი) კვლევის თემა: კინეზეთერაპიის გამოყენებისადმი ქრონობიოლოგიური მიდგომა ბუბნოვსკის მეთოდით, კარდიალგიის სინდრომით დაავადებულთა სამკურნალოდ ხერხემლის ოსტეოქონდროზის დროს.
კვლევების შედეგები და მათი გამოყენების მეთოდები წარმატებით იქნა გამოცდილი ბუბნოვსკის ცენტრში და ასევე გამოქვეყნდა ჟურნალში "მედიკო-სოციალური ექსპერტიზა და რეაბილიტაცია" ქ.მოსკოვი, # 1, 2008 წელი. ავტორები ა.ი.კონდრატენკო, ს.დ.ბელიაევი, ლ.გ.ხეთაგუროვი, სტატია:" ხერხემლის ოსტეოქონდროზით დაავადებულთა კინეზეთერაპიით რეაბილიტაციის ეფექტურობის ქრონოპობიოლოგიური შეფასება".
ასევე სტატია ჟურნალში "კავკასიური მედიკო-ბიოლოგიური მაცნე, ტომი 8" ნომერ 14, 2008-2009 წწ. ქალაქი ვლადიკავკაზი, ავტორები: ა.უ.კონდრატენკო, ლ.გ.ხეთაგუროვი, ს.მ.ბუბნოვსკი, "ქრონოკინეზეთერაპია ხერხემლის ოსტეოქონდროზით დაავადებულთა მკურნალობისას, მისი შეფასება და ოპტიმიზაცია"
ავადმყოფთა გულსისხლძარღვთა სისტემის ბიორიტმების ძირითადი მაჩვენებლების მდგომარეობის კომპლექსური შესწავლის და კლინიკურამდელი ავადმყოფობების გამოვლენის შემდეგ, ამ მონაცემებზე დაყრდნობით, რომელნიც იწოდებიან როგორც ბიორიტმოლოგიური მიდგომა, იქნება გამოყენებული ВНЦ РАН მედიკობიოლოგიური პრობლემების ინსტიტუტში შემუშავებული მკურნალობის ახალი სქემები კინეზეთერაპიასთან შეხამებით.
ასევე ჩემს მიერ სამხედრო ქარხანის საკონსტრუქტორო ბიუროსთან ერთად იქნა შემუშავებული ორი უნიკალური ტრენაჟორი (რომელთაც არ გააჩნიათ ანალოგი სარეაბილიტაციო სფეროში) ერთი მათგანი ახორციელებს ვარჯიშის დროს დინამიურ გაწელვას, რითაც ხელს უწყობენ ტკივილების მოხსნას ზურგის არეში, სიმაღლის ზრდას, სქოლიოზის (ონთოლოგიურის ჩათვლით) და კიფოზის გასწორებას. მეორე ტრენაჟორი განკუთვნილია ხერხემლის კისრის უბნისათვის, იგი კისრის კუნთებზე ლოკალური ზემოქმედების საშუალებას იძლევა, რითაც შეუძლია გადაჭრას ხერხემლის კისრის არის პრობლემები, გრიჟა, კისრის არის ოსტეოქონდროზი, მაღალი შიდაქალის წნევა, თავის ტკივილი (შაკიკი), გააუმჯობესოს მხედველობა და სმენა. ასევე წარმატებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს სპორტსმენებისათვის კისრის არის არატრამვა საშიში ვარჯიშისათვის (მოჭიდავეებისათვის), ვინაიდან დატვირთვის გრადაცია მერყეობს 0, 5 კილოგრამიდან 30 კგ-მდე.

კომენტარები

user avatar servisebi.ge