Meds.ge » კლინიკები » ელიტ კერამიკო
ინგლისურის მასწავლებელი თქვენთვის!

ელიტ კერამიკო

მდებარეობა
map pin თბილისი, აბულაძის ქ.34
$ENTRY_TITLE$
ელიტ კერამიკო
გახსნა/დახურვა გაიგე მეტი კლინიკის შესახებ
სტომატოლოიური კლინიკა ელიტ კერამიკო
ჩვენი კომპანია
დაარსდა 1996 წლს, ქართულ-გერმანული სტომატოლოგიური კლინიკა კერამიკოს გახსნის შედეგად. ეს იყო ამ სფეროში განვითარებული, გერმანული პრაქტიკის დანერგვის პირველი ნაბიჯი საქართველოში.
2002 წელს დავიწყეთ ჩვენი საქმიანობის ახალი მიმართულებით განვითარება, რაც გამოიხატებოდა სტომატოლოგიური მასალების მწარმოებელ უცხოურ ფირმებთან, როგორებიც არიან Vita, Ketenbach და Vivadent-თან თანამშრომლობით. ჩვენ განვავითარეთ სტომატოლოგიური მასალების იმპორტისა და დისტრიბუციის საკუთარი ქსელი და 2004 წელს ორმხრივად სასარგებლო თანამშრომლობის შედეგად გავხდით გერმანული კომპანია Vita-ს ექსკლუზიური დილერები საქართველოში.
ჩვენ განვაგრძობთ ინვესტირებას
თანამედროვე აღჭურვილობაში, ხარისხიან სტომატოლოგიურ მასალებში, უახლეს ტექნოლოგიებში, რათა უზრუნველვყოთ უმაღლესი ხარისხის მომსახურება. შედეგად 2007 წელს ჩვენ დავიწყეთ თანამშრომლობა მსოფლიოში წამყვან გერმანულ სტომატოლოგიურ კომპანია სირონა-სთან.
სტომატოლოგიური კლინიკა ელიტკერამიკოს
გახსნით, რომელიც სირონას უახლესი აპარატურით არის აღჭურვილი, ჩვენ გავხდით მათი წარმომადგენელი საქართველოში. ელიტკერამიკოს, უახლესი აღჭურვილობა და კვალიფიციური პერსონალი საშუალებას აძლევს შესთავაზოს თავის პაციენტებს მკურნალობის ინოვაციური მეთოდი, რომლის ბრწყინვალე მაგალითიც არის CEREC 3D სისტემით მკურნალობა.
CEREC 3D–ის საშუალებით
ჩვენი სტომატოლოგები აღადგენენ დაზიანებულ კბილებს და ქმნიან სრულყოფილ ღიმილს ერთი ვიზიტის ფარგლებშიც კი. 20 წლის განმავლობაში 100-ზე მეტმა კვლევამ დაადასტურა ამ მეთოდის ეფექტურობა.

კომენტარები

user avatar servisebi.ge