წყლულები პირის ღრუში
პირის ღრუში არსებული წყლულები არის მრგვალი ან ოვალური ფორმის მტკივნეული ჭრილობები, რომლებიც ყველაზე ხშირად ლოყისა და ტუჩების შიდა ზედაპირებზე ვითარდება.
მათ, როგორც წესი, თეთრი, წითელი, ყვითელი ან ნაცრიფერი შეფერილობა აქვთ და კიდეებში ანთებითია (წითელი და შესიებული).
მიუხედავად იმისა, რომ პირის ღრუში წყლულების არსებობა უსიამოვნოა, განსაკუთრებით ჭამის, სმის, კბილების გახეხვის დროს, ისინი, ჩვეულებრივ, უვნებელია.
ადამიანთა უმრავლესობას ისინი თავად ერთი ან ორი კვირის მანძილზე უშუშდება. ექიმს ან სტომატოლოგს უნდა მიმართოთ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ წყლულების მდგომარეობა გიუარესდებათ, ასევე თუ სამ კვირაზე ხანგრძლივად გაგრძელდა მათი არსებობა ან მათი რეგულარულად განვითარების შემთხვევაში.
რამდენად გავრცელებულია პირის ღრუში არსებული წყლულები?
პირის ღრუში წყლულების არსებობა საკმაოდ გავრცელებულია, განსაკუთრებით ქალებსა და მოზარდებში. ადამიანთა უმრავლესობას წელიწადში ერთხელ ან ორჯერ უჩნდებათ წყლულები პირის ღრუში.
თუმცა, ზოგიერთ ადამიანში წყლულები რეგულარულად ბრუნდება. რეციდივები ყოველი ხუთი ადამიანიდან ერთზე მოქმედებს დიდ ბრიტანეთში.
რა იწვევს პირის ღრუში წყლულების განვითარებას?
მცირე ზომის ერთეულოვანი წყლულების უმრავლესობა პირის ღრუში გამოწვეულია დაზიანებით, მაგალითად, ლოყის შიდა ზედაპირის უეცარი კბენით ჭამის დროს, ბასრი კბილით, საკვებით ან კბილის პლომბით.
ხელმეორედ განვითარებული წყლულების ჩამოყალიბების მიზეზი ყოველთვის არ არის ნათელი, მაგრამ, სავარაუდოდ მას იწვევს ფაქტორების ერთობლიობა, მათ შორის გენეტიკური მიდრეკილება და სხვა კონკრეტული გამომწვევები. შესაძლო მიზეზებია სტრესი ან შფოთვა, გარკვეული საკვების მიღება, ჰორმონალური ცვლილებები და მოწევის შეწყვეტა.
ზოგიერთ შემთხვევაში, მორეციდივე წყლულების მთავარი გამომწვევია ჯანმრთელობის მდგომარეობა, როგორიცაა, რკინადეფიციტური ანემია iron deficiency anaemia ან კრონის დაავადება. Crohn's disease.
დაწვრილები იხილეთ პირის ღრუში არსებული წყლულების გამომწვევი მიზეზები. causes of mouth ulcers
როგორ ხდება პირის ღრუში არსებული წყლულების მკურნალობა
პირის ღრუში არსებული წყლულების უმრავლესობა შუშდება 10-14 დღის განმავლობაში, თუმცა მძიმე სახის წყლულების შეხორცება შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე კვირა და შესაძლოა დატოვოს ნაწიბური.
პირის ღრუში წყლულების არსებობისას, რომლებიც განსაკუთრებით მტკივნეულია ან ხელს გიშლით ყოველდღიურ აქტივობაში (მაგალითად, კვება), შესაძლოა თვითდახმარება და მედიკამენტური მკურნალობა.
წყლულების სწრაფად მოშუშების მიზნით შესაძლოა გამოიყენოთ რბილი კბილის ჯაგრისი მოერიდეთ მაგარ და მკვრივ საკვებს, ასევე შეიძლება დაგეხმაროთ პირის სავლები, სპრეი, გელი ან ტაბლეტი ტკივილის შესამცირებლად.
შესაძლებელია თუ არა წყლულებისგან პრევენცია?
რადგან ხელმეორედ განმეორებული წყლულების განვითარების მიზეზები უცნობია, არ არსებობს გარკვეული გზა მათი თავიდან ასაცილებლად. თუმცა, ქვემოთ ჩამოთვლილთა გათვალისწინება შესაძლოა დაგეხმაროთ წარმოქმნის რისკის შემცირებაში:
- მოერიდეთ რბილი კბილის ჯაგრისის გამოყენებას, ასევე, მკვეთრ კიდეებიანი, მკვრივი საკვების მიღებას;
- მოერიდეთ ისეთი საკვების მირთმევას, რომელსაც შეუძლია წყლულების განვითარება, როგორიცაა, კონკრეტული სახის საკვები;
- ისწავლეთ ზოგიერთი რელაქსაციის სახეები, რომლებიც განმუხტავს სტრესს; relaxation tips to relieve stress
- დარწმუნდით, რომ ინარჩუნებთ პირის ღრუს ჰიგიენას, მათ შორის, იხეხავთ კბილებს დღეში მინიმუმ ორჯერ;
- იტარებთ რეგულარულ შემოწმებას სტომატოლოგთან - ის უმკურნალებს პრობლემას, როგორიცაა, წამახვილებული კბილები და პლომბები, რომელთაც შეუძლიათ პირის ღრუს დაზიანება;
- მიიღეთ ჯანსაღი, დაბალანსებული, ვიტამინებით მდიდარი საკვები.
მეტი რჩევების შესახებ იხილეთ კბილების მოვლა
პირის ღრუში არსებული წყლულები ხშირად იწვევს დისკომფორტს, მაგრამ ძირითადად ისინი თავისით ქრებიან რამდენიმე კვირის განმავლობაში.
კომენტარის დამატება