ექომედი
ექომედი
გახსნა/დახურვა
გაიგე მეტი კლინიკის შესახებ
სამედიცინო ცენტრი „ექომედი“ 2008 წლის იანვრიდან ფუნქციონირებს ქალაქ რუსთავში. ექომედი მრავალპროფილური სამკურნალო–დიაგნოსტიკური დაწესებულებაა, რომლის ძირითადი მიზანი და მისიაა იზრუნოს თითოეული ადამიანის ჯანმრთელობაზე. კლინიკა აღჭურვილია მაღალტექნოლოგიური სამედიცინო დანადგარებით და დაკომპლექტებულია კვალიფიციური სპეციალისტებით. ექომედში თითქმის ყველა დარგის სპეციალისტის კონსულტაციის მიღებაა შესაძლებელი. კლინიკაში მუშაობს მიმღებ დიაგნოსტიკური ცენტრი, კარდიოლოგიური, რენტგენოლოგიური, ენდოსკოპიური, ასევე გინეკოლოგიის, ოფთალმოლოგიის და რადიოლოგიის განყოფილებები. კლინიკაში ფუნქციონირებს თანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილი ლაბორატორია.
ექომედს ყოველდღიურად უამრავი ადამიანი მომართავს ქვემო ქართლისა და თბილისის მასშტაბით. კლინიკა ყოველთვის ცდილობს გაითვალისწინოს პაციენტთა საჭიროებები და შესთავაზოს მათ მომსახურების მაღალი ხარისხი და კომფორტული გარემო
კომენტარები