Meds.ge » კლინიკები » ს.ს. „მეზღვაურთა სამედიცინო ცენტრი 2010“
ინგლისურის მასწავლებელი თქვენთვის!

ს.ს. „მეზღვაურთა სამედიცინო ცენტრი 2010“

მდებარეობა
map pin ბათუმი, ტაბიძის ქ. 2ა
$ENTRY_TITLE$
ს.ს. „მეზღვაურთა სამედიცინო ცენტრი 2010“
გახსნა/დახურვა გაიგე მეტი კლინიკის შესახებ
მეზღვაურთა სამედიცინო ცენტრი ერთ-ერთი მაღალრეიტინგული სამედიცინო დაწესერბულებაა და იგი ქ. ბათუმის სავიზიტო ბარათს წარმოადგენს. ცენტრი დაარსებულია 1923 წელს. თავდაპირველად იგი ფუნქციონირებდა როგოგც პოლიკლინიკა, შემდგომში, პოლკლინიკა გარდაიქმნა „მეზღვაურთა საავადმყოფოდ“, რომელიც ძირითადად მეზღვაურებს, ნავსადგურისა და საზღვაო სფეროში დასაქმებულ მუშაკებს ემსახურებოდა. ყოფილმა მეზღვაურთა საავადმყოფომ განიცადა სრული რეორგანიზაცია და ჩამოყალიბდა ,როგორც მრავალპროფილიანი სამედიცინო დაწესებულება თავისი ინფრასტრუქტურით.ემსახურება მოსახლეობის ყველა ფენას. ცენტრში შექმნილია ყველა პირობა იმისათვის, რომ აქ შემოსულმა პაციენტმა ჩაიტაროს მაღალხარისხიანი გამოკვლევა და მკურნალობა, რის შესაძლებლობასაც თანამედროვე მაღალტექნოლოგიური აპარატურა და მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალი იძლევა. ცენტრში დასაქმებულია 10 მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი.
სამედიცინო ცენტრი აქტიურად მონაწილეობს სახელმწიფო,მუნიციპალური და სადაზღვევო პროგრამების განხორციელებაში, თანამშრომლობს საზღვავო საკრუინგო კომპანიებთან, საზღვავო სავაჭრო ნავსადგურებთან, შპს საქართველოს რკინიგზასთან, ქ.ბათუმში განთავსებულ სასტუმროებთან, სხვა მსხვილ სახელმწიფო და კერძო კომპანიებთან. მინიჭებული აქვს ISO 9001:2008 სერთიფიკატი.სამედიცინო ცენტრში აღრიცხვაზე 3000-ზე მეტი მეზღვაურია და მას 2010 წლამდე მინიჭებული ქონდა ექსკლუზიური უფლება მეზღვაური კადრების პროფესიული შერჩევის, ვარგისიანობის შემოწმებისა და მათი მომზადებისათვის საზღვაო გადაზიდვების გემებზე სამუშაოდ

კომენტარები

user avatar servisebi.ge