წითურა
გერმანული წითელა (ცნობილი როგორც წითურა) არის ვირუსული ინფექცია რომელიც გავრცელებული იყო ბავშვებში. ის, ჩვეულებრივ მსუბუქი დაავადებაა, რომელიც მკურნალობის გარეშე მთავრდება 7-10 დღეში.
წითურის სიმპტომებია:
- წითელი ან ვარდისფერი გამონაყარი კანზე
- შესიებული ჯირკვლები თავის და კისრის კარშემო
- მაღალი ტემპერატურა (ცხელება)
- გაციების მსგავსი სიმპტომები, როგორიცაა ხველა და სურდო
- სახსრების ტკივილი (ძირითადად მოზრდილებში).
წითურას სიმპტომები ძირითადად გრძელდება მხოლოდ რამდენიმე დღე, მაგრამ ჯირკვლების შესიება შესაძლოა რამდენიმე კვირის განმავლობაში გაგრძელდეს.
როდის უნდა მიაკითხოთ ექიმს
თქვენ აუცილებლად უნდა დაუკავშირდეთ ექიმს, თუ ფიქრობთ, რომ თქვენ ან თქვენს ბავშვს გჭირთ წითურა. არ ეწვიოთ ექიმს გაფრთხილების გარეშე, რათა შემცირდეს ვირუსის სხვებისთვის გადადების რისკი.
წითურა და ორსულობა
ძირითადად წითურა სერიოზული შეშფოთების მიზეზი ხდება მაშინ, თუ ის დაემართება 20 კვირამდე ორსულ ქალს. წითურას შეუძლია ბავშვის განვითარების ხელის შეშლა და ბევრი დაავადების გამოწვევა, როგორებიცაა:
- მხედველობის პრობლემები, როგორიცაა კატარაქტა (დაავადება, რომელიც იწვევს თვალის ბროლის დაბინდვას)
- სიყრუე (deafness)
- გულის დაავადებები (heart abnormalities)
- ტვინის დაზიანება
თანდაყოლილი დეფექტებს, რომელიც გამოწვეულია წითურას ვირუსით, ეწოდება თანდაყოლილი წითურას სინდრომი.
მას შემდეგ რაც დაიწყო წითელას, წითურას და ყბაყურას ვაქცინების გამოყენება (mumps, measles and rubella (MMR) vaccine), დიდ ბრიტანეთში თანდაყოლილი წითურას სინდრომი უკვე ძალიან იშვიათია.
როგორ ვრცელდება
წითურას იწვევს ტოგავირუსი. ის ვრცელდება გაციებისა და სურდოს მსგავსად, ჰაერ-წვეთოვანი გზით. ეს წვეთები ვრცელდება ჰაერში როდესაც დაინფიცირებული ადამიანი ახველებს, აცემინებს ან ლაპარაკობს. ამ წვეთებთან კონტაქტის შედეგად კი ადამიანი შეიძლება დაინფიცირდეს, თუმცა სიმპტომებს გამოვლენას 2 ან 3 კვირა დასჭირდება.
თუ გაქვთ წითურა, თქვენ საშიში ხართ ხალხისთვის, სიმპტომების გამოვლენამდე 1 კვირით ადრეც და გამონაყრის გამოსვლიდან 4 დღის განმავლობაში. თქვენ არ უნდა იაროთ სამსახურსა და სკოლაში, გამონაყრის გამოსვლიდან 6 დღის განმავლობაში, რათა სხვებს არ გადასდოთ დაავადება. ასევე მოერიდეთ ორსულებთან ურთიერთობას.
ვინ ავადდება?
წითურა ბრიტანეთში იშვიათია. უმეტეს შემთხვევაში ავადდება ის, ვინც სხვა ქვეყნებიდან არის ჩამოსული და არ აქვს წითურის საწინააღმდეგო აცრა გაკეთებული. მაგრამ, შესაძლოა მოხდეს წითურის უეცარი აფეთქებები. ეს მოხდა 1996 წლს, როდესაც დაახლოებით 4000 ადამიანი იყო დაავადებული ინგლისსა და უელსში. 2013 წელს ინგლისსა და უელსში მხოლოდ 12 შემთვევა დაფიქსირდა.
წითურის მკურნალობა
არ არსებობს წითურის მკურნალობის რამე სპეციალური მეთოდი, მაგრამ სიმპტომები როგორც წესი 7-დან 10 დღემდე პერიოდში ქრება. თუ თქვენ ან თქვენს შვილს გაწუხებთ სიმპტომები, სახლში უნდა იმკურნალოთ და დაელოდოთ ინფექციის გავლას. ტკივილის ან ცხელების შესამცირებლად შეგძლიათ გამოიყენოთ პარაცეტამოლი ან იბუპროფენი. ბავშვებისთვის შესაძლებელია პარაცეტამოლის სითხის სახით მიცემა.
16 წლამდე ბავშვებისთვის ასპირინის მიცემა არ შეიძლება!
წითურის თავიდან არიდება
წითურის თავიდან არიდების საუკეთესო გზა MMR-ის ვაქცინით (MMR vaccine) აცრაა.
ბავშვები ამ ვაქცინას ღებულობენ მათი რუტინული იმუნიზაციის პროგრამის განმავლობაში. ეს ვაქცინა მიიღება ორ დოზად. პირველად 12-13 თვის ასაკში, შემდეგ კი 3-დან 5 წლამდე. ეს ვაქცინაცია მნიშვნელოვანია, რადგან ის ამცირებს დაავადებებს აფეთქების რისკებს, ასევე იცავს ორსულ ქალებს და მათ შვილებს. MMR-ის ვაქცინის მიღება შეუძლიათ უფროს ბავშვებს და მოზრდილებსაც კი, ვისაც არ გაუკეთებიათ ეს აცრა მანამდე. დაუკავშირდეთ ექიმს, თუ არ ხართ დარწმუნებული გქონდათ თუ არა თქვენ ან თქვენს შვილს ჩატარებული სრული ვაქცინაცია.
კომენტარის დამატება