Meds.ge » კლინიკები » ამტელ ჰოსპიტალი ზოგადი თერაპიის კლინიკა
ინგლისურის მასწავლებელი თქვენთვის!

ამტელ ჰოსპიტალი ზოგადი თერაპიის კლინიკა

მდებარეობა
map pin თბილისი, წინანდლის ქ. N 9
$ENTRY_TITLE$
ამტელ ჰოსპიტალი ზოგადი თერაპიის კლინიკა
გახსნა/დახურვა გაიგე მეტი კლინიკის შესახებ

ამტელ ჰოსპიტალი  თანამედროვე მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრია, რომელიც ფლობს ლიცენზიების სრულ პაკეტს, და სთავაზობს მოსახლეობას მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებას, ხელმისაწმდომ ფასად.

კლინიკაში ფუნქციონირებს 21 განყოფილება, მათ შორის 7 ბავშთა. ყველა განყოფილება აღჭურვილია თანამედროვე აპარატურითა და ინვენტარით. სტაციონარი გათვლილია  210 საწოლზე, აქედან  65 საწოლი ბავშთა პროფილებისაა.  პაციენტებს  სამედიცინო დახმარებას  160 კვალიფიციური ექიმი უწევს, რომელთა შორის 22 სამედიცინო ხარისხის მქონეა.

ექიმთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, ამტელ ჰოსპიტალი ახორციელებს ერთობლივ  სასწავლო პროგრამებს  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან.

ასევე,  ანვითარებს თანამშრომლობას თურქეთის, უკრაინისა და ევროკავშირის ქვეყნების სამედიცინო დაწესებულებებთან.

ამტელ ჯგუფმა 2011 წელს ყოფილი პირველი კლინიკური საავადმყოფოს  6 კლინიკა  შეიძინა და გააერთიანა. ინვესტორმა, კაპიტალური რემონტის ფარგლებში შეცვალა ყველა შიდა კომუნიკაცია და კლინიკაში უახლესი თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიები დანერგა. ჰოსპიტალში დამონტაჟდა თანამედროვე ხანძარსაწინააღმდეგო, ვიდეოსკონტროლის, სამედიცინო პერსონალის გამოძახების,  ინტერნეტისა და IT-სისტემები.

კორპორატიული სტრუქტურის რეორგანიზაციამ და მენეჯერული ჯგუფის განახლებამ,  ჰოსპიტალს საშუალება მისცა შეექმნა პროფესიონალებით დაკომპლექტებული ჯგუფი, რომელიც ორიენტირებულია თითოეული პაციენტის ჯამრთელობაზე ზრუნვასა და მკურნალობისთვის კომფორტული გარემოს უზრუნველყოფაზე.

2017 წლიდან ამტელ ჰოსპიტალი ISO9001  სერთიფიკატის მფლობელია

კომენტარები

user avatar servisebi.ge