Meds.ge » კლინიკები » დენტა პლუსი
ინგლისურის მასწავლებელი თქვენთვის!

დენტა პლუსი

მდებარეობა
map pin თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. 38
$ENTRY_TITLE$
დენტა პლუსი
გახსნა/დახურვა გაიგე მეტი კლინიკის შესახებ

კლინიკა “denta plus”-ი უკვე 12 წელია წარმატებულ სამედიცინო საქმიანობას ანხორციელებს საქართველოში, კერძოდ თბილისში. ეს სახელი უკვე დიდი ხანია მაღალი ხარისხისა და სანდოობის მაჩვენებელია არა მარტო პაციენტებში არამედ სტომატოლოგებს შორის.

2005 წელს კლინიკა დაჯილდოვდა საერთაშორისო პრიზით "INTERNATIONAL STAR AWARD GENEVA 2005", ხოლო 2009 წელს წარდგენილი იყო "OXFORD SUMMIT OF LEADERS"-მიერ ნომინაციაზე “European Quality Award”, რაც მაღალი ხარისხის, ოსტატობის, მოწინავე ტექნოლოგიებისა და ინოვაციის მაჩვენებელს წარმოადგენს. კლინიკა წარმოადგენს ამერიკის საელჩოს ოფიცლიალურ მრჩეველს სტომატოლოგიური მომსახურების დარგში.

სამედიცინო მომსახურების სფეროს ერთი თვისება ახასიათებს, მისი ხარისხის შეფასება შეუძლებელია მკურნალობის დასრულებამდე და შესაბამისად საბოლოო შედეგის მიღებამდე, მაგრამ ყოველთვის შეიძლება დავეყრდნოთ სხვა პაციენტების გამოცდილებასა და მათ რეკომენდაციებს, სწორედ ასეთი რეკომენდაციებით ხდება ჩვენთან ახალი პაციენტების უმეტესობა.

ჩვენს კლინიკაში თქვენ მიიღებთ გარანტირებულ, უმტკივნეულო და მსოფლიო სტანდარტების დონის სტომატოლოგიურ მომსახურბას. ჩვენ პასუხს ვაგებთ მკურნალობის შედეგებზე და ხარისხის გარანტიას ვიძლევით და ამიტომ, ჩვენ პაციენტებს ყოველთვის შეუძლიათ ქონდეთ ჩვენი დახმარების იმედი.

სცადეთ თქვენც და მიიღებთ საუკეთესოს სტომატოლოგიაში

კომენტარები

user avatar servisebi.ge